"ისტორია, რომელიც ნამდვილია და არაფერს ვამეტებ... მიყვარს სიცოცხლე და ფრენა" - ?“ - ონკოპაციენტის ემოციური ისტორია

„ექსკლუზივიტივის“ 55 წლის ქალმა, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებას  ებრძვის ემოციური ისტორია უამბო. ჩვენი რესპონდენტი ბრძოლის შეუდარებელი მაგალითია.

"ნამდვილი ამბავი: ხშირად გიზიარებთ ჩემს განწყობას და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას...

მიდგა ჯერი სხივური თერაპიით მკურნალობაზე, იგივე პაციენტი ვარ, იგივე დაუსრულებელი ნომრებით და მესიჯებით: თქვენი კვლევა დაფინანსდა 7550 ლარით მამცნეს და გავქანდი ქირურგიის ეროვნული ცენტრის მიმღებში, ლოკაცია შემიცვალეს, სხვა სახეებით, სხვა ექიმებით და ახლა აქ დაიწყო ხელახლა კტ, ანალიზები, აქ შარდისაც დაუმატეს 😀🤦

და მიკვლევენ ყველა გოჯ ტერიტორიას სხეულის და სულის, ვითომდა აქ ახალი უნდა აღმოაჩინონ და ჩაერთო მთელი გუნდი, ექიმს უნდა გაესაუბრო მახარა ლოდინის შემდეგ თეთრიანმა გოგომ, სახეც კი თეთრი ქონდა გადაღლის თუ ამდენი ნომრიანი პაციენტის მომსახურების გამო 😔

და დაიწყო მთავარია სხივური თერაპიის დროს სწორად ისუნთქო, აბა ჩაისუნთქეთ და გააჩერეთ სუნთქვა, 35 წამი, ყოჩაღ, ამას ბევრი ვერ ახერხებს, გამეცინა, თითქოს რეკორდი მოვხსენი, (ისეთები გადამიტანია) გავიფიქრე და ისევ ამიტყდა სიცილი, ვერ მიხვდა ლაშა და გააგრძელა ნახაზი უნდა შეადგინოს ფიზიკოსმა, უკვე ფიზიკაც ჩაერთო ჩემში 😀და დაგიკავშირდებით...

მწირი იყო მისი პასუხიც და შეგონებანიც!გავაგრძელე ლოდინი დაკავშირებით,და ისე გაიწელა დღეები,ვიფიქრე ფიზიკოსიც კი დავაბნიე ჩემი დახაზვით 😂 გუშინ საღამოს რეკავენ 9ის ნახევარზე შეგიძლიათ მოხვიდეთ ქალბატონო მაკა? დიახ,დიახ, წავედი განწყობით თითქოს რესტორანში მეპატიჟებიან, გარემო ზუსტად რესტორნული, რბილ სკამებზე ჩამწკრივებული ავადმყოფები თანხმლები პირებით, თითქოს იცავენ გამოძახებისას, და მე ისევ მეცინება 😀

ჩემს წინ გაიყო მოზაიკ მოჩუქურთმებული ალაყაფის ჭიშკარი და გამოდის აწითლებული ნახევრად შეშლილი ქალი,დამხვდური ეკითხება,რა იყო,რა მოხდა, რთული იყო?წამოხტომა და თავის მოკვლა მინდოდა იმ მომენტში და გარბის,გაეკიდა მეორეც...და გავიფიქრე,ვახ,რა ხდება ისეთი იქ ჭიშკრის მიღმა... ველოდები ჩემს ნომერს...ამ დროს ისეთი მზრუნველი ქმარი მოვიდა ცოლით, ბახილებიც კი ქმარმა ჩააცვა, თავს ევლება, მზად არის სულიც კი მისცეს, ამ დროს დედაკაცი ყველაფერზე უღრენს და მზად არის, წინ გაიყოლოს, თუ სხივამდე ვერ მიაღწია 😔 გავბრაზდი სიცილნარევად, ეცი ეხლა ასეთს პატივი, ფიქრიც არ მაცალეს, ღლონტი შემოდით, და ვფიქრობ, ვაი, თუ მეც თავის მოკვლა მომინდა,რა ხდება იქ? ალილუია სავით გაზეპირებული ფრაზები ჩამომირაკრაკა ექთანმა, გაიხადეთ, წელს ზევით შიშველი, ხალათმოსხმული და გაიღო მეორე მთავარი სამოთხის კარი 😀🤦

ჩამაწვინეს თეთრ აპარატში, რომელსაც ფრთები ჰქონდა,და ფილმი გამახსენდა თეთრი კუბო ფრთებით, რომელიც შეუკვეთეს მდიდარი ადამიანისთვის,იქ რომ კარგად ეფრინა 😂მე კი აქ, ამ სამოთხეში მომიწევდა დასხივებით გასხივოსნება, გამამზადეს, პირის აკრაღა გამორჩა პატარა, სუსტ, გადაღლილ გოგოს და დამაბარა, სწორად უნდა ისუნთქო მთავარი ეს არისო 🤣 ალბათ იმიტომ არ ამიკრა ყბა, დაიხურა სამოთხის კარი და დაიწყო ფრთებმა ბრუნვა, ვიფიქრე ის ქალი რატომ იკლავდა თავს, ეს რა კარგი რამ ყოფილა მეთქი 🤣 და ამ დროს მესმის შორიდან არ ისუნთქო, ოკ, ბატონო, ზევით ავიხედე სუნთქვა შეკრულმა და კი ნამდვილად იქ ვარ, მოხატული ჭერი ნაირფერადად, ულამაზესი ყვავილები, მდელო და ეს ზუსტად ის ადგილია, ერთხელ იეღოველმა ქუჩაში ბუკლეტი რომ მაჩუქა, აი ეს არის სამოთხე სადაც მგელი და ცხვარი ერთად ძოვენ და ა.შ და აშდავუწყე მგელს და კრავს ძებნა,და შორიდან ისუნთქეთ თავისუფლად, ვახ, გეცლიათ რააა 🤣 რა კარგად ვმგზავრობდი ჯოჯოხეთიდან სამოთხეში, ეს ადამიანები ბოლომდე ხომ არაფერს გაცლიან 😂 ისევ დაიწყო ფრთებმა ტრიალი, აქედან რაღაც წითელი აპარატი წითელ სხივებს მესვრის და ვსხივოსდებნი ფრთებიანად 😀🤦

ჩაისუნთქეთ და არ ისუნთქო,მეც ეს მინდა, მგელი ვიპოვე, ახლა ცხვარს ვეძებ,და იმდენ ხანს ვიკავებ სუნთქვას, პატარა გოგომ შემომძახა, ხომ კარგად ხართ,აბა ისუნთქეთ ♥️სულ ეს იყო, რამდენჯერმე, ვეძებდი, და ვეძებდი მგლებით გაივსო ჭერი, დღეს უნდა წავიდე ცხვრის საძებნელად, დღეს თუ არა, 15 დღეს ნამდვილად უნდა ვიპოვო, სამოთხე იქ დამხვდება, სუნთქვაც და უსუნთქობაც, მაგრამ აი, ცხვარი და კეთილი არის ძნელი საპოვნელი...ადექით, გამოვედი,რა კარგად სუნთქავთ, შემაქო გოგომ 😀

მე კი გამეცინა,აქ ვერავინ არის კარგად, გაიფიქრა, ეს ალბათ გიჟია, ან ნახევრად მაინც, შერცხვა თავისი ნაფიქრალი და ხვალ 9 ის ნახევარზე გელოდებით ♥️ აუცილებლად, აუცილებლად მე ხომ ძებნა უნდა განვაგრძო, არ ვუმხელ საიდუმლოს და თავის მოკვლა კი არა, ერთი სული მაქვს, როდის ჩავწვები ფრთებიან კუბოში სამოთხეში საფრენად 😂🤦❤️

აი, ერთი ხალისიანი ისტორია, რომელიც ნამდვილია და არაფერს ვამეტებ, მე მიყვარს სიცოცხლე და ფრენა ♥️♥️♥️ ჩვენ მაინც გავფრინდებით, გადამიფრინა ფრაზამ,"შერეკილებიდან"- უამბო 55 წლის მაკამ "ექსკლუზივიტივის".

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714123357

საზოგადოება

გიორგი ჩიხელიძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა 23 წლის გიორგი ჩიხელიძემ – ქართველმა პირველ წრეში...

გიორგი ჩიხელიძე

1714075104

ახალი ამბები

„რუსთაველზე შეკრებილებმა ხელოვნურად გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი“ - სამართალდამცავი

გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ამას, სამართალდამცველების მხრიდან მოჰყვა გაფრთხილება - გაეთავისუფლებინათ გზის...

 სამართალდამცავი

1714074943

ახალი ამბები

„მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო“- თეა წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

„მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო და ეს ვთქვა ამაყად“, - ამის შე...

მინისტრი

1714073677

ჰოროსკოპი

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ხელსაყრელი დღეა ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის. მეგობრებისგან საინტე...

ჰოროსკოპი

1714070396

ახალი ამბები

Balenciaga ყველაზე სასურველი ბრენდების ათეულში დაბრუნდა

აპრილის ბოლოს, Lyst Index-მა ტრადიციულად გამოაქვეყნა 2024 წლის პირველი კვარტალის განხილვადი და სასურველი ბრენდების ათეული. 2022 წლის შემდეგ, პირველად, “ბალენსიაგა” ათეულში დაბრუნდა და მერვე პოზიცია და...

დიზაინერი