კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, თიკა ქოქოშვილი სასწავლო პროგრამით “Meta”-ს ოფისს შეუერთდება
კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, თიკა ქოქოშვილი 2022 წლის მაისიდან 10-კვირიანი სასწავლო - სამუშაო პროგრამით უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაციას “Meta”-ს შეუერთდება.
“Meta”-ს Facebook University პროგრამაში მოხვედრა თიკასთვის საკმაოდ კონკურენტული, თუმცა საინტერესო გამოწვევა იყო.
ყველაფერი რეზიუმეს გაგზავნით დაიწყო, რომელსაც ტექნიკური დავალებების ეტაპზე გადასვლა მოჰყვა.
ტექნიკური დავალებების წარმატებით შესრულების შემდეგ, თიკას ინტერვიუ დაუნიშნეს. გასაუბრების შემდეგ კი დადებითი პასუხი მიიღო.
თიკამ ინტერვიუებისთვის მზადება ზაფხულში დაიწყო, რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო და სექტემბერში ორი შეთავაზება მიიღო სასწავლო - სამუშაო პროგრამებზე კომპანიებში “Meta” და “Intuit”.
თიკამ არჩევანი “Meta” Facebook University პროგრამაზე გააკეთა და მათ გუნდს Software Engineer-ის პოზიციაზე შეუერთდა.
თიკას საშუალება ექნება გაეცნოს “Meta”-ს სამუშაო გარემოს, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმაოს ცოდნა თავის სფეროში. კომაროვში სწავლის პერიოდი თიკასთვის საინტერესო მიღწევებით იყო სავსე.
2019 წელს იყო პირველი ქართველი მონაწილე ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო საზაფხულო სკოლასა (ISSYP, კანადა) და მეცნიერების საზაფხულო სკოლა “S3++”-ში ხორვატიაში. 2018 წელს, ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაზე (EGMO, იტალია) საქართველოს ნაკრების ოთხეულის ერთ-ერთი წევრი იყო.
ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირში (IYNT), რომელიც ჩინეთში ჩატარდა, თიკამ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხოლო 2018 წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში “ქალები მეცნიერებაში (WiSci)”.
თიკა ტექნიკური საგნებით დაინტერესებულ მოსწავლეებს პირველ რიგში ურჩევდა ისწავლონ თავიანთ თავზე მუშაობა. შეეცადონ, რეალისტურად განსაზღვრონ, კარიერის და ცოდნის მხრივ რა ეტაპზე არიან და ეცადონ დაგეგმონ შემდეგი ნაბიჯები.
მისი მოსაზრებით, მიზნების მისაღწევად გარდა ბევრი შრომისა, მნიშვნელოვანია კომპეტენტური ადამიანებისგან გამოცდილების გაზიარება, რათა მეტი და სიღრმისეული ინფორმაცია მივიღოთ ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე.
ასევე, თიკა მიიჩნევს, რომ ზაფხულის დასვენება საუკეთესო დროა სწავლისა და მუშაობისთვის. მისი წარმატებაც სწორედ ზაფხულის არდადეგებზე ინტერვიუების მზადებისას დაიწყო.
კორპორაცია “Meta” მოიცავს ყველასთვის კარგად ნაცნობ სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებს: Facebook, Instagram, WhatsApp.
თიკა ქოქოშვილი სკოლის დასრულების შემდეგ სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით University of Pennsylvania-ში აგრძელებს. პენსილვანიის უნივერსიტეტი, Ivy League-ის წევრი უნივერსიტეტია; Ivy League-ში ამერიკის რვა ყველაზე პრესტიჟული და რჩეული უნივერსიტეტი შედის. პენსილვანიის უნივერსიტეტი ბენჯამინ ფრანკლინმა დააარსა და მეოთხე უძველესი უნივერსიტეტია ამერიკაში".
ინფორმაციას კომაროვის სკოლა ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.
ასევე საინტერესოა:
🔵 მამა ილიას საზოგადოების დახმარება სჭირდება – მისი მდგომარეობა დამძიმდა
🔵 ძლიერი ქარის გამო, მილანში განგაშის ნარინჯისფერი სიგნალი ჩაირთო, ძლიერ დაშავდა 76 წლის მამაკაცი
1791795429
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო
„სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე საუბრისას განაც...
1791794633
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს
„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...
1791793758
ახალი ამბები🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები
ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...
1791792836
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის
„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...
1791791295
საზოგადოება12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში გადამუშავებული 252 091 ტ...


























