"ოქროს ხანა" ახლოვდება - პარაცელის წინასწარმეტყველებები მეორე მსოფლიო ომზე, აშშ-ს აღორძინებასა და სამხრეთიდან მომდინარე საფრთხეებზე

პარაცელსი (1493-1541) შვეიცარიელი ექიმი, ფარმაცევტი, ფილოსოფოსი, ბუნებისმეტყველი, ალქიმიკოსი და ასტროლოგი. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ფილიპ აურეოლ ტეოფრასტ ბომბასტ გოგენგეიმი. სწავლობდა ბაზელის უნივერსიტეტში, შემდეგ ვიუცბურგში აბატ ტრიტგეიმთან. მოგზაურობდა ევროპაში, აზიაში, აფრიკაში (დაუმტკიცებელი ვერსიით იყო ტიბეტშიც), გაეცნო არაბულ მედიცინას. 1525 წელს დაბრუნდა შვეიცარიაში და გახდა ექიმი-პრაქტიკოსი. უბოძეს პროფესორის წოდება და მიიღო ადგილი ბაზელის უნივერსიტეტში. მან აიღო სახელი "პარაცელსი" ("ცელსის საწინააღმდეგო"; ცელსი - ანტიკური რომის ექიმი). შესწავლის შემდეგ დაწვა ანტიკური ავტორთა ნაშრომები (ჰიპოკრატე, ცელსი, გალენი და ა. შ). წერდა როგორც ლათინურად, ისე გერმანულად. იდევნებოდა ეკლესიის წარმომადგენალთა მხრიდან, რადგან მკურნალობისას უხვად იყენებდა მაგიურ ელემენტებს. მის კალამს ეკუთვნის ნაშრომი "ორაკული" (საკუთარ წინასწარმეტყველებების წიგნს ამ სახელწოდებას მრავალი ადამიანი არქმევდა).

საფრანგეთში დაეცემა ვალუების დინასტია და ხელისუფლებაში მოვა ბურბონების დინასტია, თუმცა, ორასი წლის შემდეგ ისიც განადგურდება (საკმაოდ ზუსტი წინასწარმეტყველებაა - ჰენრიხ IV ნავარიელი, რომელმაც ბურბონების დინასტიას საფუძველი დაუდო, საფრანგეთის ტახტზე 1589 წელს ავიდა, ხოლო ორასი წლის შემდეგ 1789 წელს კი საფრანგეთში რევოლუცია დაიწყო და ლუი XVI-ს თავი მოკვეთეს).

ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში ქვეყნის მართვის ფორმა - დემოკრატიული და რესპუბლიკური იქნება. ეს ორი ძალა ოკეანის გაღმა ქვეყანაშიც იქნება (ზუსტი წინასწარმეტყველებაა  - "ოკეანის გაღმა ქვეყანა" კი აშშ არის, სადაც ძირითადად ორი პარტია დომინირებს - რესპუბლიკური და დემოკრატიული).

საფრანგეთის სათავეში მოვა პატარა ტანის დიქტატორი, სახელად ნაპოლეონი (უცნობია პარაცელსი წინასწარმეტყველების რა ხერხს იყენებდა, მაგრამ სახელების წინასწარმეტყველებისას არასდროს ცდებოდა, ის ამ მხრივ ნოსტრადამუსსაც კი "უსწრებს").

ოკეანის გაღმა ქვეყანა გაძლიერდება, ის მსოფლიოს საკუთარ ნებას მოახვევს და ევროპას დააჩოქებს. მისი სიძლიერე მისი დაბადების კოდში იქნება ჩადებული (საუბარია ამერიკის აღორძინებაზე და მსოფლიო ჰეგემონიაზე. რაც შეეხება "დაბადების კოდს" - ცნობილია, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღე საგულდაგულოდ შეარჩიეს ასტროლოგებმა, თითქმის ყველა სახელმწიფო კოდი ხუთიანზე "დასვეს". იგივე აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შენობა პენტაგონი, იგივე პენტაგრამაა და ის სწორედ ხუთკუთხედზეა აშენებული).

მსოფლიო გაიყოფა სამ ბანაკად. სამივე ბანაკი ერთმანეთის ფარული მტერი იქნება, თუმცა, აქედან მხოლოდ ორი დარჩება - ერთი მთლიანად განადგურდება, მეორე ნაწილობრივ (თუ დღევანდელ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ განლაგებას გადავხედავთ, ამ წინასწარმეტყველების არსს ჩავწვდებით -  სამი ბანაკი ეს აშშ, რუსეთი და ჩინეთია. თუმცა, ძნელია ივარაუდო რომელი განადგურდება და რომელი დარჩება. ჩინეთის აღორძინებასა და მსოფლიო ჰეგემონიაზე არა მარტო საერო წინასწარმეტყველები წერენ, არამედ ბიბლიური წინასწარმეტყველებიც. იგივე იოანეს "გამოცხადება"-ში, საუბარია 200 000 000 ჯარისკაცზე, რომელთა ცხენებიც ევფრატის წყალს დალევენ. თუ ამ წინასწარმეტყველებას ისევე მივიღებთ როგორც წერია, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ 200 000 000 ჯარისკაციც გამოყვანა მხოლოდ ჩინეთს შეეძლება. თუმცა, შესაძლოა, აქ არც იყოს ნამდვილ ჯარისკაცებზე საუბარი - იგივე მსოფლიოს დიდ ქალაქებში "ჩინური კვარტლების" არსებობა და ჩინელების მასობრივი ემიგრაცია ყველა ქვეყანას "ათვისებული" აქვთ, ანუ ისინი იქ მასობრივად ცხოვრობენ. რაც შეეხება "ერთი ბანაკის" განადგურებას, ეს შესაძლოა, აშშ იყოს, რომელიც ტერორისტების სამიზნე კიდევ აღმოჩნდება - ამაზე ნოსტრადამუსი წერს.

ჩინეთი აღორძინდება _ "შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი" ქვეყანა დასავლეთს დაიმორჩილებს (ეს ტერმინი მარკო პოლოდან მოდის, რომელმაც ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ, ამ ქვეყანას "შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი" ქვეყანა უწოდა. თავის მხრივ იტალიელ მოგზაურს ეს ტერმინი სახარებისგან უნდა ჰქონდეს აღებული - იოანეს "გამოცხადება"-ში შვიდი ბეჭდის გახსნაზეა საუბარი. რაც შეეხება ჩინეთის დასავლეთის, ანუ ევროპის დამორჩილებას, ის სავარაუდოდ ამას მომავალში მოახერხებს, თუმცა მის "ხმას"  საერთაშორისო ორგანიზაციებში ამჟამადაც დიდი მნიშვნელობა აქვს).

XIX საუკუნეში გაიმარჯვებს გერმანული არწივი, რომელიც იმეფებს ევროპაზე, თუმცა გერმანია ვერასოდეს ვერ იქნება თავისუფალი (სხვათა შორის, მსგავსი წინასწარმეტყველება ნოსტრადამუსს ,,ალბერტ დიდსა და რანო ნეროსაც აქვთ... ეს ფრაზა გერმანიის "რკინის" კანცლერს ოტო ბისმარკს ეხება, რომელმაც მოინდომა ევროპის დაპყრობა, თუმცა ამას პრუსიის სახელმწიფოს განადგურება მოჰყვა).

ჩემი სიკვდილიდან 400 წლის შემდეგ, ევროპაში დაიწყება სისხლისმღვრელი ომი. ეს ომი მიაღწევს ოკეანის ნაპირებამდე და მის გაღმაც გადაინაცვლებს. ეს იქნება საშინელება და ბევრი ადამიანი უკვალოდ გაქრება. ადამიანებს შეარჩევენ გარკვეული ნიშნით, მათ წამებას ბოლო არ ექნება. ეს იქნება მხეცთა ნადიმი (პარაცელსი გარდაიცვალა 1541 წელს, ანუ ეს წინასწარმეტყველება გერმანია-საბჭოთა კავშირის შორის მიმდინარე სამამულო ომს ეხება, რომელიც სწორედ 1941 წელს დაიწყო. რაც შეეხება ადამიანების გარკვეული ნიშნით შერჩევას, ეს უდავოდ ებრაელების განადგურების მცდელობა. ცნობილია, რომ ფაშისტებმა მსოფლიოს მილიონობით ებრაელი აწამეს, დახვრიტეს და გაზით გაგუდეს).

ჩემი სიკვდილიდან 500 წლის შემდეგ მსოფლიოში "ოქროს საუკუნე" დადგება. ის ორმოცდაათ წელს გაგრძელდება, ეს იქნება სატურნის ორი ციკლი. ამის შემდეგ დედამიწას ახალი ჭირი დაატყდება თავს (თუ პარაცელსის სიკვდილის თარიღს 500 წელს დავუმატებთ, 2041 წელი გამოვა, ანუ "ოქროს საუკუნე" დედამიწაზე 2041 წელს დაიწყება და 2091 წელს დამთავრდება. რაც შეეხება სატურნს - მისი ორი ციკლი ცოტა მეტ ხანს გრძელდება. სატურნი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნის ორჯერ გარშემოვლას არა ორმოცდაათ, არამედ ორმოცდაცხრამეტ წელს ანდომებს).

ჩემი სიკვდილიდან 500 წლის შემდეგ დედამიწას საშიშროება სამხრეთიდან დაემუქრება. ადამიანები მთებში დასახლდებიან (დაუსრულებელი, თუმცა საშიში წინასწარმეტყველებაა და ამასთან წინა წინასწარმეტყველების ბუნებრივი გაგრძელებაა. "ოქროს საუკუნის" შემდეგ საშიშროება სამხრეთიდან "წამოვა". რა შეიძლება იყოს? თუ ოზონის ხვრელი გადიდდება და ულტრაიისფერი სხივების მაქსიმალური შემოდინება მოხდება, მაშინ ეს კანის კიბოს მასიური დასაწყისი იქნება და რაღა შუაშია ადამიანები მთებში დასახლება. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს ყინულების, კონკრეტულად კი ანტარქტიდის დნობა და მსოფლიო ოკეანის დონის მატება, რაც ბევრი ქვეყნისა თუ ქალაქის წყალში ჩაძირვას გამოიწვევს. ამ დროს ბუნებრივია, ადამიანები ზღვის დონიდან უფრო ზემოთ გადასახლდებიან და ზღვის სანაპირო საშიში გახდება).

წყარო

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵2021 წლის ოქტომბერში მომხდარი ინციდენტის გამო, დავით კირკიტაძეს ბრალი წაუყენეს

🔵ლარის რეკორდი - დოლარი 3-ლარიან ნიშნულს ჩამოსცდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782115363

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ აჭრილები არიან, წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ, არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ

„მათ არასერიოზულ გადალაგება-გადმოლაგებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შიდა ბრძოლები აქვთ და გააგრძელონ. უამისოდაც განადგურებული არიან და უფრო განადგურდებიან, რადგან არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ...

თენგიზ შარმანაშვილი

1782114291

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელ სამყაროში ადვილია, მიიღო ცოდნა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა, მათ შორის უპირველესია პატრიოტიზმი

მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, უკვე მეოთხე ნაკადს შეგხვდეთ და გესაუბროთ იმ მნიშვნელობაზე, რასაც „ჯარის ბანაკი“ ატარებს. ამ ადგილთან მაქვს სპეციფიკური, ემოციური კავშირი. წლების წინ, სწორედ აქ, კოჯორშ...

შალვა პაპუაშვილი

1782113072

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პარლამენტს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები წარედგინა. მისი თქმით, გადაიხედა კანონმდებლობ...

ალექსანდრე დარახველიძემ.

1782111662

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა ბალანსი შესამჩნევად იცვლება და შესაძლოა, შვეიცარიაში განვითარებული დიპლომატიური დრამა სწორედ ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ დარჩეს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ირანი დღეს აღარ...

დავით ქართველიშვილი

1782110688

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: სახელმწიფოს მთავარი მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, გაგრძელდება სწორი ადმინისტრირება, რათა თითოეულ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს

„სახელმწიფოს მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ დაცული იყოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები. ამ წესების დაცვას უზრუნველყოფს მძღოლების მხრიდან კანონით განსაზღვრული წესების დაცვა“, - ამის შესახებ შინაგ...

ალექსანდრე დარახველიძე