"პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს" - ლელა კაკულია

წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება, ჩაწერილია 2023 წლის 18 მარტს:

"ვხედავ, რომ რუსეთის პრეზიდენტს სასამართლოს აუცილებლად გაუმართავენ. მე ბევრი წლის წინ მაქვს ნაწინასწარმეტყველები, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ნიურნბერგის პროცესს“ ვერ ასცდება.

კვლავ ვიმეორებ:

პუტინს თითი უდევს ბირთვულ ღილაკზე და ვხედავ, კიდეც დააჭერს ხელს -  გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, არის ამის გამკეთებელი.

იქით ბომბებს ჩამოყრის პოლონეთში, აქეთ ბალტიისპირეთს დაეტაკება, საქართველოში კი მსგავსი არაფერი მოხდება. გამუდმებით ჩვენს კუთვნილ შავ ზღვას ვუყურებ ხედვებით და იქ სიმშვიდეს ვხედავ. საერთოდ, საქართველოს ვერანაირი ძალა ვერ დაამარცხებს. პირიქით, ჩვენი ქვეყანა ისეთი კადრებით ივსება, რომელთა მომრევიც კაციშვილი არ არის დედამიწაზე.მოდის ახალგაზრდული გვარდია, სწორედ ისინი, ვისაც მე დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ.

ახალგაზრდები იკრიბებიან, ერთმანეთს ეძებენ და პოულობენ, ერთ ჯგუფად ყალიბდებიან.

ბირთვი უკვე არსებობს, მერე კი პარტიასაც ჩამოაყალიბებენ. კოსმოსი მათი დაჩაგვრის უფლებას არავის მისცემს, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ბავშვები კი არა, უფლის მებრძოლები არიან!ისინი ზუსტად შეასრულებენ კოსმოსის დავალებას და თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდებათ.

ვაი მათ, ვინც ამ ახალგაზრდებს მიეკარება!მეც ნელ-ნელა ისევ 1980-იანი წლების ლელა კაკულია ვხდები. ანუ ძალა ძალად რჩება და ვინც ამ ძალას დაუპირისპირდება, კოსმოსი უმალ თავს წააცლის, დაშლის და დაწვავს, იმიტომ, რომ ახლა უმნიშვნელოვანესი საკითხები წყდება — პლანეტის გადარჩენის საკითხები.

შავ ზღვაზე კი ნაწინასწარმეტყველები ბრძოლა მიდის ამერიკასა და რუსეთს შორის, თუ ვისი გავლენის ქვეშ მოექცევა იგი. ვისი და ბოსფორის სრუტის გასაღებს რომ აართმევს აშშ თურქეთს, მერე რუსეთს აღარ შეუშვებს იქ.

ამაზე ცხარე გარჩევები იქნება. ტყუილად უხარია რუსეთს აშშ-ში საბანკო კრიზისი. იმიტომ, რომ ეს ხელოვნური კრიზისია, უბრალოდ, ახლა ასე სჭირდება ამერიკას. როცა მოისურვებენ, მაშინაც დაუსვამენ წერტილს, როგორც წამოიწყეს, ისეც შეაჩერებენ ხელოვნურ კრიზისს. და კიდევ: საქართველოს ძველი მთავრობის ზოგი წევრის მცდელობა, დაბრუნდნენ პოლიტიკაში, ფუჭია. ვერ დაბრუნდებიან, მათი დრო წავიდა", - აღნიშნავს წინასწარმეტყველი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714046396

ახალი ამბები

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოგისტიკის დღე აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოგისტიკის დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღის აღსანიშნავი საზეიმო ცერემონიალი ოსიაურში, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე გაიმართ...

თავდაცვის ძალები

1714043297

ახალი ამბები

„აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის“ - სოზარ სუბარი

„აგიტაციას და პროპაგანდას აგიტაციითა და პროპაგანდით უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ დღეს მსოფლიოში ისეთი რამ ხდება, რასაც მხოლოდ პროპაგანდას ვერ დავარქმევთ, ეს არის პირდაპირი ზეწოლა ეროვნულ სახელმწიფოებზ...

პოლიტიკოსი სოზარ სუბარი

1714041821

სოციალური მედია

„ნიჭიერო, ერთგულო და უბრალოდ ძალიან კარგო ადამიანო გილოცავ დაბადების დღეს!“ - ნიკოლოზ წულუკიძე იუბილარია

ნიკოლოზ წულუკიძე იუბილარია, ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.   „ჩემო გამორჩეულო მეგობარო, ნიჭიერო, ერთგულო, პროფესიონალო და უბრალოდ ძალიან კარგო...

ნიკოლოზ წულუკიძე

1714039950

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 26-29 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად...

ზოგადი

1714038013

საზოგადოება

„ამაზე ხილვაც მქონდა და ზუსტად ვიცოდი, რას მიპირებდნენ“ - გოგა მანია მოწამვლის მცდელობაზე ალაპარაკდა

ხშირად ადამიანებს სიყვარულსა თუ ფინანსურ სფეროში არ უმართლებთ. როგორც ეზოტერიკოსი გოგა მანია „თბილისელებთან“ ამბობს, არ არის გამორიცხული, ამის მიზეზი ის ნივთები და სამკაულები იყოს, რასაც ვატარებთ ან ნ...

ზოგადი