რატომ არ შეიძლება გარეთ ნაცვამი ფეხსაცმლით სახლში სიარული - გიორგი ღოღობერიძე 4 მიზეზს ასახელებს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი"4 მთავარ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არ შეიძლება, გარეთ ნაცვამი ფეხსაცმლით სახლში ვიაროთ:
- კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც იატაკიდან ბაქტერიების, სოკოსა და ვირუსების ნიმუშები აიღეს. ნახეს, რომ სამივე ბაქტერია გავრცელებული იყო ისეთ იატაკებზე, სადაც ხალხს ჩვევად ჰქონდა, რომ გარეთ ნაცვამი ფეხსაცმელი არ გაეხადა. შემთხვევათა 22%-ში მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი აღმოჩნდა. ეს ბაქტერია საშინელებაა, რადგან მასთან ბრძოლა ძალიან რთულია. ის უმძიმეს დაავადებებს იწვევს, დაწყებული ფილტვების ანთებიდან, დამთავრებული კანის ინფექციებით. როგორც აღვნიშნე, მის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია, რადგანაც თითქმის არც ერთ ანტიბიოტიკზე ეფექტურად მგრძნობიარე არ არის.
შემთხვევათა 33%-ში ვანკომიცინ რეზისტენტული ენტეროკოკი აღმოჩნდა. ესეც საკმაოდ მძიმე ბაქტერიაა და შესაძლებელია, რომ ოთახში სწორედ ფეხსაცმლით შემოვიტანოთ. ის ბაქტერიები, რომლებიც გარესივრცეში არიან, ძალიან მედგრად გამოიყურებიან, ქუჩაში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების პირობებშიც კი არ განადგურდნენ და იმის გამო, რომ ფეხსაცმელს არ ვიცვლით, ისინი სახლში შემოგვყავს და ვავრცელებთ. თუ სახლშია ადამიანი, რომელსაც იმუნური სისტემა დაქვეითებული აქვს, ან აქვს ქრონიკული დაავადება, მოხუცია ან ბავშვია, მათთვის ეს ბაქტერიები სახიფათოა. ხშირად ავადდებიან და გვიკვირს, თუ საიდან დაემართათ ესა თუ ის ვირუსი.
ასევე, კვლევის თანახმად, ყველაზე უფრო ხშირად აღმოჩნდა ბაქტერია, რომელსაც შეუპოვარი ფაღარათის გამოწვევა შეუძლია. ეს ბაქტერია ანტიბიოტიკების მიმართ ძალიან მედეგია. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ფეხსაცმელი გარეთ გაცვიათ და სახლში გყავთ ადამიანი, ვისაც იმუნური სისტემა დაქვეითებული აქვს, აქვს ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, ან ასაკით დიდია, ან კიდევ ძალიან პატარაა და იატაკზე დაღოღავს, მაშინ მოერიდეთ სახლში იმ ფეხსაცმლით შესვლას, რომელიც გარეთ გეცვათ. ის ბაქტერიები იატაკიდან ყოველ ჯერზე, როდესაც გაივლით, ჰაერში აიფრქვევიან და აეროზოლის სახით გავრცელდებიან ხოლმე. აღმოჩნდებიან ტელევიზორზე, მაცივარზე, მაგიდაზე...
გარდა ამისა, თუ სახლში გარეთ ნაცვამი ფეხსაცმლით შეხვედით და ოჯახის სხვა წევრებს "ჩუსტები" არ აცვიათ, პირდაპირ წინდებით გადაადგილდებიან, ბაქტერიები წინდებით შეიწოვება. როდესაც წინდას გაიხდიან, შესაძლოა, ხელი თვალზე, ცხვირზე, პირზე მოისვან და ასე აღმოჩნდეს ბაქტერიები ორგანიზმში. გარეთ კი ქუჩაში უამრავი ნერწყვი, ცხოველების ფეკალიები, ბაქტერიები იყო და ეს ყველაფერი, შესაძლოა, პირის ღრუში აღმოჩნდეს. ამიტომაც, გარეთ ჩაცმული ფეხსაცმლით სახლში სიარულს მოერიდეთ.
კიდევ ერთი მონაცემებით, რატომაც სახლში გარეთ ნაცვამი ფეხსაცმლით არ უნდა იაროთ, მცენარის მტვერია. ზოგიერთ ადამიანს მცენარის მტვერზე ალერგია აქვს. როგორც კი მცენარეები აყვავილებას დაიწყებენ, უკვე აცემინებენ, თვალებიდან ცრემლი მოსდით. ზოგჯერ სახლში არიან და მაინც ეწყებათ მსგავსი ალერგიული რეაქციები. შესაძლოა, გარედან სწორედ ფეხსაცმლით შემოიტანოთ და ამან ალერგია გამოიწვიოს.
თუ გარეთ ნაცვამი ფეხსაცმლით მაინც დადიხართ ოთახში, მაშინ ხალიჩები აუცილებლად აიღეთ. ასევე, ყოველ საღამოს სველი წესით, სპეციალური ხსნარებით დაალაგეთ. თუმცა ხსნარების შემთხვევაში ყურადღებით იყავით. ხსნარების ორი სახეა: დეტერგენტები და დეზინფექტანტები. დეტერგენტები უშუალოდ მტვერს, ჭუჭყს აშორებენ, მაგრამ ისინი ბაქტერიებს არ კლავენ. მაგრამ, თუ დეზინფექტანტს გამოიყენებთ, ის ბაქტერიებსაც მოკლავს. ამიტომ, ყურადღებით იყავით.
ასევე დაგაინტერესებთ:
1680105600
ახალი ამბებიპრეზიდენტი - ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ჩვენი სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს
ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ჩვენი სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენ...
1680103800
ბიზნესირამდენად შეიძენთ ევროს, დოლარს და თურქულ ლირას 30 მარტს
29 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და კურსის ცვლილებამ 0.57 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5655 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინ...
1680102000
ემიგრაცია“ქართული ფესვები" - ფლორენციაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ყოველთვიური გაზეთი დააფუძნა
“ქართული ფესვები" - ფლორენციაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ნინო სიბოშვილმა, ყოველთვიური გაზეთი დააფუძნა. სიახლის შესახებ ემიგრანტი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მისთვის გაზეთის დაფუძნება...
1680100200
საზოგადოებაNGO: სოლიდარობას ვუცხადებთ „პალიტრა ჰოლდინგს“ და ყველა მედიასაშუალებას, რომელზეც მიმდინარეობს ღია და დაუფარავი თავდასხმა "ქართული ოცნების" მხრიდან
მედიაჰოლდინგის, „პალიტრა მედიის“, ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. "რუსული კანონის იძულებით გაწვევის შემდეგ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“, მ...
1680098400
ემიგრაციაგერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს - საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა
გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა. კერძოდ, კადრების დეფიციტისა და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით,...