18 წლის სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს-თავდაცვის სამინისტროს განცხადება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის რიგითი სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.
"მიმდინარე წლის 8 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის რიგითი სამხედრო მოსამსახურის იუსიფ ნასიბოვის (დაბ. 2005 წ.) გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განწესში იმყოფებოდა, მასზედ მიმაგრებული საშტატო იარაღით. გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება და ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი ი.ნასიბოვი.
პირველადი მონაცემებით გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გრძელდება გამოძიება.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებს გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
1695968999
ჰოროსკოპირა გელოდება დღეს? - 29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი პრობლემა, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ, შესაძლოა დღეს წარმატებით მოგვარდეს. სავარაუდოდ, მისი გადაჭრის გზა ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ შედეგი სასიამოვნო და სასურველი იქნება. საყვარელი საქმიანობა და...
1695911282
ბიზნესილარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 29 სექტემბერს უცხოურ ვალუტას
28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6832 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკი...
1695899918
სპორტიკვარას დაბრუნება!
27 სექტემბერს სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“-ს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა, ნეაპოლელთა ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას კი ბრწყინვალე მატჩი ქონდა. როგორც მოსალოდნელ...
1695817612
საქართველოსაქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება
ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი...
1695801600
ჰოროსკოპირა გელოდება დღეს? - 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი ამ დღეს გირჩევთ, მიმდინარე პრობლემები მოაგვაროთ, რადგან უახლოეს დღეებში ამისთვის ვეღარ მოიცლით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება - მათ ხშირად თქვენი სიტყვები და ქმედებე...