დიახ! ჩვენ შემოვიერთებთ საინგილოს და დავიბრუნებთ სოჭს. დაუჯერებელია? - წინასწარმეტყველი ლელა კაკულია

ლელა კაკულიასთან ინტერვიუს ამონარიდები არქივიდან: რუბრიკა „...და მე გეტყვით თქვენ“

__ თქვენი სატელევიზიო გამოსვლა საზოგადოებაში დიდი მსჯელობის საგნად იქცა. ადამიანები აღფრთოვანებას ვერ მალავენ მოსმენილისა და ნანახის გამო. ამბობენ, რომ ეს იყო ძალზე შთამბეჭდავი და დამაჯერებელი გამოსვლა; რომ ეს იყო ბოლო წლებში მოსმენილი ყველაზე იმედიანი და, რაც მთავარია, სარწმუნო სიტყვები.

— მართლაც უამრავმა აღფრთოვანებულმა ადამიანმა დამირეკა. ზოგი მათგანი სიხარულისგან ტიროდა კიდეც. ისინი მადლობას მიხდიდნენ, რომ „დუმილი დავარღვიე“ და პირადად, ხმამაღლა ვთქვი ის, რასაც უფლის ნებითა და განგებულებით ვხედავ. ჩემი ნათქვამი სწორედ ამიტომ იყო დამაჯერებელი და სარწმუნო, ამიტომ იყო ასე შთამბეჭდავი.

__ განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების პერსპექტივამ. მართალია, ჩვენ გამუდმებით გვესმის ლოზუნგები და დაპირებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ირკვევა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ამ დაპირებისა არ ეჯერა. თქვენ კი დაგიჯერეს. 

— ჩემო საყვარელო ქართველებო, ჩემო ხალხო! ჩემი სატელევიზიო გამოსვლა სწორედ თქვენს გამხნევებას ისახავდა მიზნად. კიდევ ერთხელ გეტყვით: საქართველო გამთლიანდება და ამას ჩვენ ყველანი მალე ვიხილავთ საკუთარი თვალით. ჩემი გამწარებული და გაწამებული ლტოლვილები საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან. გჯეროდეთ და გწამდეთ ამისა. ეს უბრალოდ სიტყვები კი არა, უფლის უზენაესი ნებაა და აღსრულდება წინასწარმეტყველება.

აქვე მინდა განსაკუთრებულად გავაფრთხილო გალის მოსახლეობა. გახსოვდეთ, აუცილებლად დაბრუნდით გალში. ვხედავ, რომ ზოგი თქვენგანი უარს იტყვის აფხაზეთში წასვლაზე და იცოდეთ, ეს უგუნურება უფლისაგან დაისჯება.

___ საქართველო კიდევ უფრო ადრე დაკარგულ მიწებსაც იბრუნებსო, ბრძანეთ.

___ დიახ! ჩვენ შემოვიერთებთ საინგილოს და დავიბრუნებთ სოჭს. დაუჯერებელია? დრო მოვა და ყველა ურწმუნო ქედს მოიდრეკს ჩემი წინასწარმეტყველებების წინაშე.

__ ქალბატონო ლელა, ვიცი, რომ არ გიყვართ პასუხის გაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეჭვი შეაქვთ თქვენს ფენომენში და ცდილობენ, სუსტი წერტილი მოუნახონ წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებს; არც ისეთებს გამოხმაურებიხართ, რომლებიც  უბოდიშოდ ითვისებენ რამდენიმე წლის წინ პრესაში გამოქვეყნებულ თქვენ ხედვებს; მაგრამ იქნებ ახლა ორიოდ სიტყვა მაინც მითხრათ წარსულში ქართული პრესის ლიდერად მიჩნეული გაზეთის შვილობილ გამოცემაში დაბეჭდილ იმ უარყოფით წერილზე, რომელიც თქვენს სატელევიზიო გამოსვლას მოჰყვა.

— მე არც პასუხს გავცემ მათ და არც არავის დარწმუნებას შევეცდები. ყველაზე კარგი მსაჯული ხალხია და ის თავად გამოიტანს დასკვნას — ვინ ყალბია და ვინ — ჭეშმარიტი, ვინ — სიკეთის მსახური და  ვინ — ბოროტისა.

ჩემი საქართველოს, ჩემი ქართველების სიყვარულს, მათზე ფიქრსა და ზრუნვას კი ვერავინ დამიშლის. მე თითოეული ქართველის გულში ჩავიხედე და იქ იმედის მარცვალი ჩავდე, რწმენის ნაპერწკალი კიდევ უფრო გავაღვივე და სიხარულით ავავსე ასობით ათასი ადამიანი. სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი და ამიტომ სრულიად არ მაინტერესებს, რას დაწერს ერთი, არცთუ კარგი რეპუტაციის გაზეთის, ასევე არცთუ კარგი რეპუტაციის ჟურნალისტი. წერილის ავტორი „გუშინდელი ბიჭი“ არ არის; ის კარგა ხანია, ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწევა, მაგრამ... რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, სწორედ ასეთებმა მოკვეთეს მკლავი სვეტიცხოვლის ამგებს, რატომ კარგი  აგიგიაო!

უფალი ყველას თავისას მიუზღავს. გარდა იმისა, რომ მე ამისა მწამს და მჯერა, ვხედავ კიდეც! ყველაფერს ვხედავ!!!

გული არ მითმენს, არ გავაფრთხილო და რჩევა არ მივცე წერილის ავტორს: მართალია, ფსევდონიმს ამოეფარეთ, მაგრამ კარგად ვიცი თქვენი ნამდვილი გვარ-სახელი და სრულიად არ გამჭირვებია დამენახა თქვენი ცხოვრება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვით უყურებთ ჩემს ხედვებს, მაინც გეტყვით: ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, კერძოდ კი, მხედველობას. მომავალში ამასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები გექნებათ.

__დაბოლოს, თქვენ ერთგან წერთ: ჩემი წინასწარმეტყველებები მთელ მსოფლიოს მოივლის და გააოცებს, ყველაფერი კი დაიწყება ამერიკიდანო...

__დიახ, ამერიკიდან და შემდეგ რუსეთიდან. ამ ქვეყნების მომავალთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები რეგულარულად ეგზავნებოდა ადგილობრივ მასმედიას, მათ მთავრობებს, პრეზიდენტების სამდივნოებს და სპეცსამსახურებს. ასე რომ, იქ კარგად მიცნობენ და დაკვირვებითაც სწავლობენ ჩემს გზავნილებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵250 წყლის კუ ფარულად გადაჰყავდა სარფის საბაჟოზე - მესაზღვრეებმა ერთი პირი დააკავეს  

🔵🆘საგანგაშო სტატისტიკა - 2022 წელს საქართველოში 6 799 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715436509

ახალი ამბები

ქაშვეთის ტაძარი საპროტესტო აქციების დასრულებამდე ღამით, ჩვეულ დროს დაიკეტება - საპატრიარქო

 ქაშვეთის ტაძრის მღვდლების მიმართ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის გამო, ტაძარი საპროტესტო აქციების დასრულებამდე ღია აღარ იქნება და ღამით, ჩვეულ დროს დაიკეტება. ამის შესახებ განცხადებას საქარ...

ქაშვეთის ეკლესია

1715432697

სოციალური მედია

ნუცა ბუზალაძე „ევროვიზიის“ ფინალში 24-ე ნომრად წარდგება

 საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2024-ზე ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის ფინალში იმღერებს, სადაც, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ის 24-ე ნომრად წარდგება. ევროვიზია 2024-ის ფინალი 11 მაი...

ნუცა ბუზალაძე

1715429544

სოციალური მედია

ეზოტერიკოს მარიამ ციმინტიას წინასწარმეტყველება „ევროვიზია 2024“-ზე - „ვუგზავნი ბევრ ენერგიას“

ეზოტერიკოსი მარიამ ციმინტია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „ევროვიზია 2024“ საქართველოს წარმომადგენლის, ნუცა ბუზალაძის კონკურსში გამარჯვებას წინასწარმეტყველებს. როგორც მარიამ ციმინტია წერს, დარწმუ...

მარიამ ციმინტია

1715428226

ახალი ამბები

„ნაცზე“ უფრო ამორალური ალბათ არავინ და არაფერი არსებობს“ - ნინო წილოსანი უჩა აბაშიძის საქმეზე

„ნაცი“ უნდა იყო ასეთი ამაზრზენობა რომ იკადრო. რამ უნდა გაიძულოს საკუთარი ცოლი პირადად გამოიყენო კომპრომატების შექმნაში და კიდე ხმას რომ იღებენ ქალების უფლებებზე ეს უგარყვნილესი ხალხი!!! არ გაბედოთ ქალ...

პოლიტიკოსი

1715428136

სოციალური მედია

თამო ვაშალომიძე ქალიშვილის უსაყვარლეს კადრებს ავრცელებს - „დაბადების დღეზე მიდის“

მოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია. იგი ხშირად გვიზიარებს შვილების, მეუღლის და ოჯახის ყოველდღიურ კადრებს.  ამჯერად თამო შვილთან, სოფიასთან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს....

თამო ვაშალომიძე