რა წერია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში, რომელიც პარლამენტს „ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება

„უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ - რეზოლუციის პროექტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება.

რეზოლუციის პროექტს  მმართველი გუნდის გარდა, ამ დრომდე არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს.

„საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;

ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვეობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა;

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;

მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;

სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“, - წერია რეზოლუციის ტექსტში.

🔵 „ცოფიანი ქოფაკები გამოზარდა ოლიგარქმა. ემანდ ფრთხილად იყოს, ის ხელი არ მოაჭამონ, რომლითაც ამათ აჭმევს“ - მიხეილ სააკაშვილი

🔵  ექსკლუზივი: სალომე ტეტუნაშვილი ცოცხალია - ხუთ დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ემიგრანტი იპოვეს

🔵 "კათეტერი, რომ ჩავუდგით დავუმაგრეთ “ლეიკოთი”, დაუსველდა იმის შედეგიაო. ექიმი ცდილობდა პასუხისმგებლობის აცილებას და მშობლისთვის გადაბრალებას, დედამ ვერ მიხედაო" - რა მოხდა გორის ერთ-ერთ კლინიკაში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715503281

საზოგადოება

უჩა აბაშიძესა და მის ცოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა გახსნიდა...

უჩა აბაშიძე

1715501616

ახალი ამბები

„მუდმივ რეჟიმში, ფარულად ხდებოდა სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა“ - პროკურატურამ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...

ვიდეომასალა

1715501301

ახალი ამბები

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-13 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზო...

ამინდი

1715498440

საზოგადოება

12 მაისი კვირაცხოვლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება.  კვირაცხოვლობას აგრეთვე ეწოდება თომას კვირა. წმინდა ს...

კვირაცხოვლობაა

1715495852

საზოგადოება

ჩხოროწყუში 27 წლის ანი პაპავას ეძებენ

ჩხოროწყუში 27 წლის გოგოს ეძებენ. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ახლობლების ცნობით, ანი პაპავა სახლიდან  10 მაისს გავიდა და მას შემდეგ არ უნახავთ.  „გთხოვთ გაავრცელეთ ვეძებთ! და...

ანი პაპავა