შოვში, სტიქიის ზონაში და-ძმას და მათ მეგობარს ეძებენ

შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და-ძმას და მათ მე­გო­ბარს ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას ახ­ლობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ და დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ:

"სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და-ძმა სოფი და გი­ორ­გი ყა­რა­ლაშ­ვი­ლე­ბი, Giorgi Karalashvili Sophie Karalashvili თან ახ­ლდათ მე­გო­ბა­რი.ამ­დე­ნი ხნის მან­ძილ­ზე კავ­შირ­ზე არ გა­მო­სუ­ლან თუ ვინ­მეს გეც­ნო­ბათ ან რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობთ გთხოვთ შე­მეხ­მი­ა­ნეთ" - წე­რენ ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში 6 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თაც ვერ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ, უკვე კავ­შირ­ზე არი­ან.მი­ნის­ტრის თქმით, სტი­ქი­ის ად­გი­ლას ამ დრო­ის­თვის 150-მდე მაშ­ვე­ლი რჩე­ბა. 

“არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 50-მდე ადა­მი­ა­ნი იყო, თუმ­ცა უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია არის ის, რომ 6 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დით, უკვე კავ­შირ­ზეა და უსაფრ­თხოდ არი­ან. ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად ღა­მის სა­ა­თე­ბი­სა, 150 მაშ­ვე­ლი იმ­ყო­ფე­ბა უშუ­ა­ლოდ სტი­ქი­ის არე­ალ­ში სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად”,- გა­ნა­ცხა­და ქარ­სე­ლა­ძემ.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­იქ­მნა ცხე­ლი ხაზი, რო­მე­ლიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვებს.უწყე­ბა მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, თუ ფლო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­კარ­გუ­ლი პი­რე­ბის შე­სა­ხებ და­უ­კავ­შირ­დნენ ნო­მერ­ზე: 598 913 089.

kvirispalitra.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794329164

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ მოხდება ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზების კიდევ უფრო მეტად განვითარება მოხდეს

„ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც ჩვენი ქვეყანაა“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი...

მარიამ ქვრივიშვილი

1794328054

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს - ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებებისა...

გიორგი კახიანი

1794325945

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მი...

მაკა ბოჭორიშვილი

1794325582

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

„პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს მირეია აგუეროს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ს...

მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1794323319

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობებისთვის მშვიდობა იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მიღება. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამ...

მაკა ბოჭორიშვილი