"ვვარაუდობ, რომ უახლოეს ერთ თვეში გადაწყდება რუსეთთან უვიზო რეჟიმისა და ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი" - დიმიტრი ლორთქიფანიძე

მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენები შესაძლოა ერთ თვეში განახლდეს - ამის შესახებ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში "პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე გადაწყდება უვიზო  მიმოსვლის რეჟიმი, რასაც მოჰყვება ავიამიმოსვლის აღდგენაც.

"ძალიან მალე ველოდებით, რომ დანაპირები აღსრულდება. ჩვენ ველოდით, რომ უფრო ადრე მოხდებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო კიდევ გადაიდო და ახლა უკვე ველოდებით. ამასთან დაკავშირებით დსთ-ს საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სათათბირო დეპუტატმა, ბატონმა კალაშვნიკოვმაც გააკეთა განცხადება, რომ უკვე იმ მიჯნაზეა საკითხები მიყვანილი, რომ უკვე ძალიან  მალე მოხდება ამ საკითხების გადაწყვეტა, ორივეს ერთად. ეს იქნება უვიზო მიმოსვლა და მას მოჰყვება  ავიამიმოსვლა... გულახდილად რომ გითხრათ, ვვარაუდობ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ამას რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს მთავრობა" - ამბობს ლორთქიფანიძე.

ცნობისთვის, ლორთქიფანიძე მოსკოვში გამართულ რუსულ-ქართული ეკონომიკური ფორუმის პირველ შეხვედრას ესწრებოდა, რომელიც დეკემბერში გაიმართა და  მთავარი საკითხები იყო სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ავიამიმოსვლა.

ამ თემებზე იმსჯელეს გუშინაც, მეორე შეხვედრაზე, სადაც რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ  აღნიშნა, რომ 2022 წელს, რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა, ხოლო დუმის დეპუტატმა კალაშნიკოვმა თქვა, რომ რუსეთი და საქართველო ავიამიმოსვლის განახლებისა და ვიზების გაუქმების ზღვარზეა.

რუსულ-ქართულ უნივერსიტეტის დაარსება კიდევ ერთი ინიციატივა იყო, რომელიც ამავე ფორუმზე გაჟღერდა.

წყარო:მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 VIDEO:"ძალიან ემოციურად ვარ. ასე ახლოს მომეცა უწმინდესის ნახვის საშუალება" - ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი პატრიარქმა დალოცა  

🔵"ძალიან დიდი კაცი წავიდა" - გიორგი უშიკიშვილი   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713976888

მსოფლიო

რუსეთმა, შესაძლოა, დიდი შეტევა წამოიწყოს ივლისში ნატოს სამიტის დროს - ატლანტიკური საბჭო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, გამოიყენოს შესაძლებლობა და დაიწყოს დიდი შეტევა ივლისში ნატოს სამიტის დროს, - წერს ატლანტიკური საბჭო. „სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის ახალი შეტევა და...

ატლანტიკური საბჭო

1713973442

სპორტი

„წახალისება ყოველთვის პოზიტიურად აისახება, მინდა მადლობა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“, ეს სიახლე ჩვენი ფეხბურთისთვის უდიდესი პოზიტივია“- ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფონდ „ქართუს“ გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს ნაკრებისთვის ჯილდოს სახით, 30 მილიონი...

კობიაშვილი

1713972854

მსოფლიო

ბაიდენმა 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

დღეს, 24 აპრილს, საბოლოოდ დამტკიცდა აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის - დოკუმენტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაი...

ააა

1713967216

ჰოროსკოპი

24.04.2024 - „ჩაიფიქრეთ სურვილები და ის აუცილებლად აგიხდებათ“

როგორი იქნება 24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს.  „დღევანდელი დღის მფარველი არის მერკური და აუ...

ნინა სუსლოვა

1713965711

ახალი ამბები

ბათუმში მანქანა 13 წლის მოზარდს დაეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 13 წლის გოგოს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს მანქ...

ააა