"ამ გასაცოდავებულ ქვეყანაში, ნეტა საიდან შემოვიდა სკოლის დამთავრების, ოჯახის შექმნის, აღნიშვნის ეს ძვირად ღირებული რაღაცები? - სქესის გაგებისას, ისევ ხარჯები, მორთვა, გადაღება, ბათქა-ბუთქი, ეგრევე ნერვოზიანი იბადება ბავშვი"
კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევანი (ჯიქური) სოციალურ ქსელში წერს:
"ამ გასაცოდავებულ ქვეყანაში, ნეტა საიდან შემოვიდა სკოლის დამთავრების, ოჯახის შექმნის, აღნიშვნის ეს ძვირად ღირებული რაღაცები? დაამთავრე დაამთავრე, რა ამბავია ამდენი კინო გადაღებები და ბანკეტები სხვადასხვა ადგილებში.
ხელის თხოვნაა და წავიდა გადაღება, მორთვა, ამბები.
ერთ კვირაში ქორწილი გაქვს, რაღა უნდა ეს ცერემონია?
მერე, ქორწილში ლიმუზინი, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გადაღება, სხვადასხვა სამოსი და ა.შ. ქორწილის შემდეგ, აუცილებლად ფოტოები აქლემზე ან ეიფელთან, ისე გინდა დაქორწინებულხარ გინდა არა.
სქესის გაგებისას, იტყვი ცოტნე დადიანი უნდა დაიბადოს, ისევ ხარჯები, მორთვა, გადაღება, ბათქა-ბუთქი, ეგრევე ნერვოზიანი იბადება ბავშვი.
და სანამ ყველა სერია დამონტაჟდება, უკვე ნაჩხუბრები არიან.
"ფინანსური პრობლემები აქვთ".
აბა რა იქნება შე კაი დედმამიშვილო, ელისაბედ მეორესავით გინდა ყველაფერი, რაც გქონდათ დახარჯეთ, მშობლებიც გაწყდნენ წელში.
ზოგს ამ კინოების თავი რომ არ აქვს, ცოლი ვეღარ მოუყვანია შიშით, თუ არ მოსდევენ რა ვიცი.
მოკლედ, ეკლესიურად უნდა იცხოვროთ, თქვენი წარმომავლობის და გონივრულად შეფასებული შესაძლებლობის უნდა გინდოდეთ ყველაფერი და ნახეთ როგორ დამშვიდდებით.
ღმერთი აბედნიერებს ოჯახებს, აქლემები, დრონები და პირამიდები კი არა", - წერს სასულიერო პირი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1792680779
ახალი ამბებისოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუსი
2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება...
1792679739
მსოფლიოგერმანიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს
გერმანელმა სამართალდამცველებმა ბრანდენბურგის მიწაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გერმანიის...
1792679007
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე „ლელოს“: თქვენ ძალიან კარგად იცით, რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი
„ლელო, პირდაპირ აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნიდან, რომ იგი არ ენდობა საკონსტიტუციო სასამართლოს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ...
1792678528
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი დომენტი ჩუბინიძის საქმეზე: ატარებს იმ მიზანს, რომ მოახდინოს სახელმწიფოს ინტერესების დისკრედიტაცია, დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი და შესაძლებლობა, რომ ასეთი მიზანმიმართული კამპანიების სამართლებრივი შეფასება და დევნა დაიწყოს
„დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი და შესაძლებლობა, რომ ასეთი მიზანმიმართული კამპანიების სამართლებრივი შეფასება და დევნა დაიწყოს. დანარჩენი გამოძიებისა და სასამართლოს საკითხია“, - განაცხადა რეგიონული პოლიტი...
1792677104
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: ის მტკიცებულებები, რომელიც მოყვანილია ჩვენს სარჩელში, ფაქტობრივად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ემყარება
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა სტრასბურგის სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვასთან დაკავშირებით. „ლელოს“ შუამდგომლობასთან დაკავშირებ...






























