"ანგელოზად გაფრენილო პატარა მარიტა იქ ზეცაში მფარველად, უფლისწულნი გელიან: ნიკო, გიორგი, მირიანი, ლუკა" - ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი
პლატფორმა „ფიდსის" დამფუძნებლის, თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ვაკის პარკის ტრაგედიას ეხმაურება და ემოციურ პოსტს ავრცელებს:
"კი, რაღაც ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის:
ხომ იცოდა გაფრინდაშვილმა, რომ დააპატიმრებდნენ, რაღას გადადიოდა იმ მხარეს?
ხომ იცოდა ტატუნაშვილმა, რომ მოკლავდნენ, რაღატომ გადაწყვიტა წასვლა?
ანწუხელიძემ ხომ იცოდა, რუსეთი რომ დიდია და მაგას ვერ მოერევი, რატომ არ დანებდა?
ზვიად გამსახურდიამ ხომ იცოდა, რომ მოკლავდნენ, რაღას ბრუნდებოდა სამშობლოში?
ხომ იცოდა მიხეილ ჯავახიშვილმა, რომ აწამებდნენ და დახვრეტდნენ?
და ილია ჭავჭავაძემ ხომ იცოდა, გულში ტყვიის დახლა რომ არის სამშობლოს გულით სიყვარულის ბოლო?
დიმიტრი ყიფიანმაც ხომ იცოდა? თევდორე მღვდელმა? ხომ იცოდა შუშანიკმა საპყრობილეში რომ ამოალპობდნენ?
ან ამ აბოს რაღა რჯიდა? იცოდნენ, იცოდნენ და რომ იცოდნენ, იმიტომ ზიხართ ახლა თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს რომელიღაც ქალაქში, თბილ ოთახში და დიდი წვალებით, მაგრამ მაინც რუსული შრიფტით აცოდვილებთ ბრძნულ შეკითხვას:
ხომ, იცოდა? და მე გპასუხობთ – იცოდა". გიორგი კეკელიძე.
ჩვენმა შვილებმაც ხომ იცოდნენ რომ მალე მოკვდებოდნენ და რატომ დაიბადნენ???
რატომ სუნთქავდნენ? რატომ თამაშობდნენ, რატომ? რატომ?
მეც შვილმოკლულმა, განადგურებულმა დედამ ვიცი!
კარგად ვიცი ეშმაკთან ბრძოლის საფრთხეები, მაგრამ სვეტიცხოვლის მადლი შეგეწიოს ჩემო ბედკრულო და გათითოკაცებულო ქვეყანავ მართალთა შორის განისვენე ანგელოზად გაფრენილო პატარა მარიტა იქ ზეცაში მფარველად, უფლისწულნი გელიან:
ნიკო, გიორგი, მირიანი, ლუკა ჩვენი ხვედრი კი მიწაზე ტანჯვა და იმიერში შვილებთან ჩახუტების იმედია", - წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793548518
მსოფლიოირანი აშშ-ს აფრთხილებს - „ირანის პასუხი უფრო გამანადგურებელი იქნება, ვიდრე აქამდე იყო“
„ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, მისი მასშტაბები მხოლოდ დასავლეთ აზიით არ შემოიფარგლება“, - ამის შესახებ ირანის არმიის პრესსპიკერმა, არმიის გენერალმა მოჰამედ აკ...
1793546933
ახალი ამბებისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეგიონების სკოლებში განხორციელებული ფინანსური განათლების პროექტები შეაჯამა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც რეგიონების სკოლებში ფინანსური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შედეგები და მრავ...
1793544071
მსოფლიოიური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილ...
1793541081
სპორტიმოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...
1793538014
ახალი ამბებილევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა
„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...





























