"არ არსებობს არცერთი არგუმენტი, რომელიც უმწეო ბავშვებისა და მოხუცების ხოცვა-ჟლეტას, უკრაინელთა გენოციდს და გენოციდის ჯერ კიდევ უცნობ ფაქტებს გაამართლებს" - მეუფე გრიგოლი

ის, რასაც დამპყრობელი სჩადის უკრაინის ტერიტორიაზე, არის ბოროტება, რომელიც უნდა დამარცხდეს,- ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის სააღდგომო გზავნილშია ნათქვამი. სააღდგომო გზავნილი ფოთის საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს, მრევლს მღვდელმა კირიონ უგრეხელიძემ გააცნო.

გზავნილის თანახმად, დადგა ჟამი, როდესაც აშკარა ზღვარი უნდა გავავლოთ სიკეთესა და ბოროტებას შორის.

,,დღეს, როცა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ვზეიმობთ, ჩვენს თვალწინ არიან ჩვენი დროის ახალმოწამენი, რომელთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, ჯანღონით სავსე ახალგაზრდები, მათ შორისაა არაერთი ჩვენი ღირსეული თანამემამულე, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლნი რომ გახდნენ. განუზომლად იზრდება ამ ვითარების დრამატიზმი, როცა ხედავ და გესმის, რომ ამ ბოროტმოქმედებას ახალისებენ, და არა მხოლოდ ახალისებენ, არამედ აკურთხებენ და ადამიანების მასობრივ მოსპობას ე.წ. „წმიდა ომის“ კვალიფიკაციასაც კი ანიჭებენ. ბრძანების გამცემებსა და მაკურთხებლებში აშკარად იკვეთება რუსული იმპერიული პოლიტიკის ბოროტი ენერგიების კრებსითი სახე. დიახ, განუზომელია ტკივილი და მწუხარება, რომლის ფონზეც აღვნიშნავთ წლევანდელ აღდგომას. ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ მეორე მსოფლიო ომში მომხდარი კატასტროფის შემდეგ, მსგავსი რამის გამეორება ევროპის ტერიტორიაზე კვლავაც შესაძლებელი იქნებოდა! რაოდენ სამწუხაროა, რომ მოხდა ის, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო! სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ამ ბოროტების მანამდე ალაგმვა/შეჩერება (თუნდაც - 2008 წელს!), ვიდრე ის თავის ბოროტ ფრთებს გაშლიდა. არანაკლებ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეს ბოროტება ქრისტიანული სარწმუნოების საფარქვეშ გახვეული ცდილობს გვაცდუნოს და ბოროტება სიკეთედ მოგვაჩვენოს! წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვაგვარად როგორ უნდა გავიგოთ და ავხსნათ ის ფაქტი, რასაც ადგილი აქვს რუსეთის სახელმწიფოსა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა და მესვეურთა მხრიდან?! ვერც ადამიანური და ვერც ღვთაებრივი ლოგიკით ვერ ჩავწვდებით იმას, რითაც ისინი უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის გამართლებას ცდილობენ. ადამიანური და ღვთაებრივი ლოგიკის ყოველგვარ კანონს ეწინააღმდეგება ის, რასაც რუსეთის ეკლესიის მეთაური „ბოროტების წინააღმდეგ“ „მეტაფიზიკურ ბრძოლას“ უწოდებს. რაში გამოიხატება ეს ე.წ. მეტაფიზიკური ბრძოლა - იმაში ხომ არა, რომ მართლმადიდებლობაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენლები ერთობლივად აგზავნიან თავიანთ ჯარისკაცებს მართლმადიდებელი ძმების დასახოცად და ენით აღუწერელ სასაკლაოს აწყობენ მათივე მოძმე ერის მიწაზე?! არაფერია უფრო სახიფათო და მაცდუნებელი, როგორც სარწმუნოების საფარქვეშ დამალული ე.წ. „უმანკო ცინიზმი“. ქრისტიანობა ცალსახად გმობს ამგვარ ცინიზმს მოყვასის მიმართ! ჩვენ თვალწინ მომხდარ ბოროტებას ვერაფერი გაამართლებს! დადგა ჟამი, როდესაც აშკარა ზღვარი უნდა გავავლოთ სიკეთესა და ბოროტებას შორის. არ არსებობს არცერთი არგუმენტი, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის, უმწეო ბავშვებისა და მოხუცების ხოცვა-ჟლეტას, უკრაინელთა გენოციდს და გენოციდის ჯერ კიდევ უცნობ ფაქტებს გაამართლებს. აქ არ არსებობს „თუ“ და „მაგრამ“! ცალსახად უნდა ითქვას შემდეგი: ის, რასაც დამპყრობელი სჩადის უკრაინის ტერიტორიაზე, არის ბოროტება, რომელიც უნდა დამარცხდეს! ამ ბოროტებას საზღვარი არ გააჩნია და მას, ვითარცა სიბნელეს, მხოლოდ სინათლე დაუდებს ზღვარს; ხოლო ვინც ამ აგრესიისა და უსამართლობის მსხვერპლია, მათთვის უფალი ჩვენი და მაცხოვარი, იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარიყვნენ დევნილნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“ (მთ. 5,10). ვილოცოთ, რომ უკრაინაში, საქართველოში და ყოველსა ქვეყანასა ზედა სიკეთე და სიკეთის გამარჯვების შედეგად დამკვიდრებული მშვიდობა სუფევდეს,"- ნათქვამია მეუფე გრიგოლის სააღდგომო გზავნილში, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783017203

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს არჩეული კურსი ევროპული ღირებულებაა და არასდროს იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანდრიუს კუბილიუსის კურსი იმიტომ, რომ ისინი გაცხადებულად ამბობენ, რომ ევროკავშირში თუ შევალთ ვიქნებით ყურმოჭრილი მონები

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლეს...

გურამ მაჭარაშვილი

1783015910

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც სიტყვიერი გამოსვლებით ან ჟესტიკულაციით გამომწვევად იქცევი, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება ექნებათ. თან ეს ხდება ვისგან - გახარიას პარტიისგან, რომელიც გახდა ჩვეულებრივი მოღალატე ქვეყნის და გუნდის

პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა და განაცხადა, რომ ახლანდელი დაპირისპირება წინა მოწვევის პარლა...

გურამ მაჭარაშვილი

1783015055

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს, რომელიც საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია. მთავრ...

ირაკლი კობახიძე

1783014373

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი უკრაინასთან გამართა და 75:92 დამარცხდა. ამ მატჩის მნიშვნელობაზე ბევრი დაიწერა, ერთსაც დავამატებთ – მსოფლიო ჩემპიონატის შეს...

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები

1783012826

საზოგადოება

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა. მინი...

ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი