"არ არსებობს ორი რუსეთი, ის ერთია და რუსს ხალხს ეკუთვნის, ასევე მათია ის ბომბები, რომელთა აფეთქების ხმა ყოველდღიურად ანადგურებს უკრაინას" - ნინო ქათამაძე

მუსიკოსი ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"უკრაინაში საშინელი ომის პარალელურად, აქტიურად მიდის საუბარი რომ არ უნდა თქვათ უარი ჩაიკოსვკიზე,

ასეთი ჩამონათვალი დიდია: ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი, შოსტაკოვიჩი,

ანტონ ჩეხოვი

მაქსიმ გორკი,

დოსტოევსკი,

და სხვანი…

როდესაც უკრაინაში იღუპებიან ბავშვები, ორსული ქალები, მოხუცები, მოსახლეობა, რომელსაც 24 თებერვლის შემდეგ წუთში შეეცვალა რეალობა, განადგურებულია ქალაქები, ინფრასტრუქტურა, მკაცრი ზამთრის პირობებში ელექტროენერგია და გათბობა მასიურად პრობლემაა, ამ ფონზე ადამიანები და განსაკუთრებით მოხუცები არ ტოვებენ სახლებს და რჩებიან უიარაღოდ სასტიკი სიკვდილის პირისპირ.

ირგვლივ არაფერი ისმის განგაშის სირენებისა და ბომბების ხმის გარდა.

ცივილიზებული სამყარო ცდილობს დაეხმაროს უკრაინას იარაღით და ყველა საჭირო საშუალებით, რათა გაიმარჯვოს სიკეთემ ბოროტებაზე და ამ ყველაფრის გაკეთება გვინდა ჩაიკოსვკის, შოსტაკოვიჩის ფონზე.

ვისურვებდი იმ პროგრესულმა და ინტელექტუალმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს თავისუფლების ხმა მიეწვდინათ მსოფლიოსთვის, იპოვონ ძალა და პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში რუს ხალხს მიაწვდინონ მშვიდობის, თავისუფლების და კაცთა შორის სიყვარულის ხმა… შემდეგ კი მსოფლიოს ერთიანი პოზიციით და მომავლის იმედით დასრულდეს ომი, რომელმაც უამრავი სიცოცხლე შეიწირა.

და თუ ისინი მზად არიან სამუდამოდ ვერ გაიგონ უმაღლესი რანგის მსოფლიო მუსიკა, იქნებ მსოფლიომაც გამონახოს ძალა და როგორც ერთ-ერთი ბერკეტი, თქვას დროებით უარი რუსულ კულტურასა თუ ხელოვნებაზე!

– მსოფლიოს მუსიკალურ და თეატრალურ საზოგადოებას უფლება აქვს პროტესტის ნიშნად აგრესორს უთხრას რომ თუ მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, მაშინ ფასი არ აქვს მათ შემოქმედებას.

ეს იქნება ძლიერი, თავისუფალი სამყაროს საპროტესტო ხმა!

არ არსებობს ორი რუსეთი, ის ერთია და რუს ხალხს ეკუთვნის, მათია ყველა ინტელექტუალური საკუთრება და აქვთ უფლება ამით იამაყონ, მაგრამ ასევე მათია ის ბომბები რომელთა აფეთქების ხმა ყოველდღიურად ანადგურებს გმირი უკრაინელი ხალხის მატერიალურ საკუთრებას, მაგრამ ვერაფერს აკლებს მათ შემართებას თავისუფლებისთვის ბრძოლაში!

მე არ ვაწვდი ბომბებს უკრაინელ ხალხს, მაგრამ ვაწვდი ჩემთვის ყველაზე მთავარს და ძვირფასს – ხმას თავისუფლებისთვის!!!

დღეს ამ ბრძოლის ფონზე, თავისუფლების ხმა და გაუტეხელობის სიმბოლო პრეზიდენტი ზელენსკია უკრაინელ ხალხთან ერთად!

გილოცავთ პრეზიდენტო დაბადების დღეს!

დღეს, თქვენი ხმა არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების მარადიული ხმა!

მსოფლიოს ვუსურვებ მალე მოისმინოს თქვენგან: ომი დასრულდა, უკრაინა გამარჯვებულია! უკრაინის გამარჯვება კი მსოფლიოს ახალი წესებით თავისუფლებას ნიშნავს!

დიდება და გამარჯვება უკრაინას!

ნინო ქათამაძე

საქართველო

თბილისი

25.01.23", - წერს ქათამაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ბებო ძალიან ძუნწი და უჟმური შემხვდა, რომელსაც ჰყავდა ძაღლი "ბუბა". ცხოვრებაში პირველად ვნახე, ძაღლი როგორ ჭამდა ყაბაყს და პომიდორს" - ემიგრანტის სახალისო ისტორია საბერძნეთიდან
 
 
 
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1711534125

საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ბიჭის მშობლები გახდებიან

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ბიჭს მშობლები გახდებიან. სასიხარულო ამბავი ხვიჩა კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ თავად გააჟღერა.

ზოგადი

1711529850

ახალი ამბები

2 დაღუპული და 3 დაშავებული - უმძიმესი ავარია ლანჩხუთში

ლანჩხუთში, სოფელ ლესაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა – ინფორმაციას gurianews ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 26 მარტს მოხდა. მათივე ცნობით,  ერთმანეთს...

ოზურგეთი

1711525288

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი სანამ დასკვნებს გამოიტანთ, ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია კარგად შეისწავლოთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა - მათი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ....

ჰოროსკოპი

1711522200

ახალი ამბები

ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება. „ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! ვულოცავ ყველას და წარმა...

ზოგადი

1711518480

ახალი ამბები

ბრიტანეთის საელჩო: გილოცავთ! კიდევ ბევრი გამარჯვება საქართველოს! ყოჩაღ!

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ეხმაურება. „გილოცავთ! კიდევ ბევრი გამარჯვება საქართველოს! გილოცავთ საქართველო! ყოჩაღ“, - წერს ბრიტანეთის საელჩო. საქ...

ზოგადი