"არ იწუწუნოთ არასდროს, რომ ავად ვარო, არ დამორჩილდეთ ავადმყოფობას" - შალვა ამონაშვილი

​აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და თავის მოვლასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

მისი თქმით, მთავარია, ადამიანს არ ეშინოდეს:

"ჩემი ამბავი მინდა გიამბოთ. ცხოვრება გავიარე, ვიყავი კარგად, ჯანმრთელად. ბოლოს მოვაღწიე აქამდე. ახლა რომ ვუყურებ ყველაფერ ამას, რას ვფიქრობ? უნდა შევინახო ჩემი თავი ჩემი შვილებისთვის. მე ის უკვე აღარ მაწუხებს, მოვკვდები თუ არა. ყველა კვდება, დედაჩემი წავიდა, მეუღლე წავიდა, ბებო და პაპა. მასწავლებლები გვყავდნენ იშვიათები, მე მარტო დავრჩი. ამას რომ ვემალებოდე, როგორც თაგვი კატას, ეს უარესია. ​შიში ყველაზე დიდი ავადმყოფობაა. მე ვფიქრობ შევინახო ჯერ ჩემი თავი, რომ შვილებს იქნებ გამოვადგე, ხელი შევუწყო რაღაცაში, ან ჩემი ცოდნა დასჭირდეთ, გამოცდილება. მეც შემიძლია რაღაც გამოვიმუშაო, საქმე გავაკეთო, ოჯახს დავეხმარო ამით, წიგნის დაწერა მიყვარს, დავწერო და ვიღაც გავახარო.

სამი რამ მინდა, რომ გირჩიოთ. არ იწუწუნოთ არასდროს, რომ ავად ვარო. არ შეაბეზროთ ხალხი. „აი, ეს მტკივა, რა ცუდად ვარ,“ - ასე იციან თქმა. იმ წუთს სამჯერ უფრო ცუდად ხდება ადამიანი და სხვასაც ცუდად ხდის. არ იწუწუნო, თქვი კარგად ვარო. დადებითი მეტყველება სამკურნალო საშუალებაა. მე რომ მკითხავთ, როგორ ხარო, ძალიან კარგად ვარ, რატომ არ ვარ ძალიან კარგად?! კი, ხუთი სტენტი მიდგას, ხანდახან რაღაც წამჩხვლეტს, რაღაც სხვებიც მაწუხებს, ისე ვეღარ დავრბივარ, მაგრამ ეს ვიწუწუნო? ასაკის მიხედვით ეს ყველაფერი ნორმაა. ამ ასაკის მიხედვით მე ძალიან ჯანმრთელად ვარ.

არ შეაბეზროთ თავი ვინმეს და არ დამორჩილდეთ ავადმყოფობას, არ წაუწვეთ ავადმყოფობას. ავადმყოფობას კი უნდა მოეფერო, უნდა მიიღო, მაგრამ არ წაუწვე. ის უნდა გააძევო. ამას აზრითაც გააძევებ, ექიმის დახმარებითაც, შეიძლება ზოგჯერ ექიმბაშმაც კი გიშველოს. ყოველთვის ელოდე, რომ ავადმყოფობა შენგან წავა. რა თქმა უნდა, წავა და გააცილე სიყვარულით, რომ უკან არ დაგიბრუნდეს, წავიდეს, გზა მიეცი მას. არ ირბინო ყველა წვრილმანის გამო ექიმთან. ექიმი, ექიმი, ექიმი, არ უნდა იყოს თქვენს კარზე ექიმი მომდგარი.“

​ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო, უთქვამთ. ეს არ არის სწორი. სულიერი კაცი იტყვის, რომ ჯანსაღ სულს ჯანსაღი სხეული მოჰყვება. ვისაც ჯანსაღი სული აქვს, უყვარს, უნდა, უხარია ცხოვრება, სხვასაც ეშველება, უშურველია, გულუხვია, გულწრფელია, ამ სულს რანაირი სხეული გამოჰყვება, როგორ ფიქრობთ? არც კიბო გაუჩნდება, არც წნევები მოუმატებს.

ყველას ბედნიერებას გისურვებთ. ჯანსაღი სული თქვენი ჯანსაღი სხეულის პირველი პირობაა", - აცხადებს შალვა ამონაშვილი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ:

* „ჩემთვის ის დღე ოთარ ღვინიაშვილის ცხედრის ფანჯრისკენ ნახევრადმობრუნებულ, ნაცრისფერ სახეზე შეყინული ღიმილია..“ - ექიმი საგარეჯოში დატრიალებულ ტრაგედიაზე

* კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ ხელწერილის საფუძველზე მოინახულა   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები