"არ შეიძლება, რომ მანამდე გადავცეთ ეს ჯილდო, სანამ კიბის რამდენიმე საფეხურის ასვლა მაინც არ გაუძნელდებათ" - ჟურნალისტი "საპატიო თბილისელის" დაჯილდოებაზე

ჟურნალისტი თეონა გოგნიაშვილი, სოციალურ ქსელში "საპატიო თბილისელის" დაჯილდოებას ეხმაურება და წერს:

"ძალიან მიხარია, რომ საპატიო თბილისელის ჯილდოს ჩვენში დღემდე აძლევენ ღირსეულებს, მაგრამ...

ვიცი, ამ ჯილდოზე წარდგენის დროს ადამიანის ასაკი არ არის მთავარი კრიტერიუმი, ამიტომ არ შეიძლება, რომ მანამდე გადავცეთ ეს ჯილდო, სანამ კიბის რამდენიმე საფეხურის ასვლა მაინც არ გაუძნელდებათ სხვისი დახმარების გარეშე?! :((

არ შეიძლება, რომ საპატიოებს შორის თავისი საქმით გამორჩეული შედარებით ახალგაზრდები და ასაკით ახალგაზრდებიც რომ მოხვდნენ?

მათთვის ხომ სტიმული იქნება?;)

დავწერდი კონკრეტულად ვისაც ვგულისხმობ, მაგრამ არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდო..

თუმცა ფეისზე, ერთი მათგანის, ძალიან საფერებელი კაცის მოფერება უკვე დამასწრეს გუშინ... 

დილა მშვიდობისა, მინდა, ყოველ ალიონზე გიღიმოდეთ თბილისი, რომელიც სიხარულისა და სიყვარულის მზით გამთბარი ქალაქია..   

ისე, ვახტანგ გორგასალი რატომ არ უნდა დასახელდეს საპატიო თბილისელებს შორის? - როგორი სიმბოლური იქნება?!

ეს კაცი ფოტოზე 81 წლის გი­ო­ზალ დუ­მო­ე­ვია, მე­ე­ზო­ვე, რომელიც 61 წე­ლია თბილისის ქუჩებს ასუფთავებს. 2019 -ში ისიც დასახელდა საპატიოებს შორის!  ", - წერს თეონა გოგნიაშვილი.

საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ:

შალვა ამონაშვილი - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, დღემდე აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო საქმიანობას. ბატონი შალვა გახლავთ პედაგოგ–ნოვატორი; ექსპერიმენტული დიდაქტიკის ლაბორატორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია და სახელმძღვანელო.

თენგიზ არჩვაძე - მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. თენგიზ არჩვაძეს მინიჭებული აქვს „ხელოვნების ქურუმის“ წოდება; ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

ტარიელ ჭანტურია -  პოეტი და მთარგმნელი; არაერთი პოეტური კრებულის, საბავშვო ლექსების კრებულის, კრიტიკული წერილებისა და თარგმანების ავტორი. ისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე. ბატონი ტარიელი არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.

ელდარ შენგელაია - საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, წმინდა გიორგისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი, ლეგენდარული კინორეჟისორი.

მერაბ კოკოჩაშვილი - საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი. მას გადაღებული აქვს არაერთი მხატვრული ფილმი; მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზები. ბატონი მერაბი წლების განმავლობაში, იყო საქართველოს ტელეფილმების სტუდიის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის პედაგოგი, კინოს ენისა და სტრუქტურული კვლევის ლაბორატორის ხელმძღვანელი.

ჯემალ ღაღანიძე - აქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის თეატრის მსახიობი. მას შესრულებული აქვს მთავარი როლები მრავალ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ მხატვრულ ფილმში.  მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიები. მას მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

მინდია უგრეხელიძე - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. იგი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. მინდია უგრეხელიძეს მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია, უმაღლესი კვალიფიკაციის მოსამართლის წოდება, მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი.

ვახტანგ ჯავახაძე - პოეტი, მისი ლექსები თარგმნილია უცხოურ ენებზე; არის შოთა რუსთაველის სახელობის, „საბასა“ (ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის) და გალას (ნომინაციაში: „წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი“) პრემიების ლაურეატი. ასევე, მიღებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია. ბატონი ვახტანგის სახელი მაინც ყველაზე მეტად გალაკტიონთან და „უცნობთან“ ასოცირდება.

ჯემალ სეფიაშვილი - კომპოზიტორი, საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ფედერაციის წევრი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი, აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. მის სახელს უკავშირდება არაერთი საავტორო კონცერტი, გამოშვებული აქვს სიმღერების ათი ალბომი.

ბადრი ვადაჭკორია - რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი, ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთა“ ლაურეატი, არაერთი ფოტოკრებულისა და წიგნის ავტორი, საქართველოსა და თბილისზე 18 საიმიჯო ალბომის ავტორი და გამომცემელი. გამომცემლობა „პალიტრა ლ“-თან ერთად, იგი არის პროექტ „ჩემი საქართველოს“ იდეისა და ფოტოების ავტორი. მის პერსონალურ გამოფენებს უმასპინძლა მსოფლოს სხვადასხვა ქალაქებმა. არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.

გურამ ბექაია - ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივ. ბერიტაშვილის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) წევრი. აზერბაიჯანის, სომხეთის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდიუმის და ჩეხეთის პურკინიეს საზოგადოების საპატიო წევრი; 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მას მინიჭებული აქვს ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ილია ხეროდინაშვილი - საქართველოს ენერგეტიკის დარგის, გაზის სექტორის მოღვაწე, გაზის გამანაწილებელი სისტემების ზოგადი თეორიის ფუძემდებელი, ახალი ტექნოლოგიების, საქართველოს გაზის მეურნეობის განვითარების კონცეფციის ავტორი.  32 გამოგონების და 98 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი; საერთაშორისო (აშშ-ს) ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაციის წევრი, ასევე, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის და საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, საქართველოს დამსახურებული რაციონალიზატორი. ილია ხეროდინაშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ლაურა იაშვილი - მუსიკოსი, პიანისტი, თბილისის მერიის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N2 ხელოვნების სკოლის დირექტორი. . 65-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში, მან აღზარდა ასამდე მუსიკოსი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, მინიჭებული აქვს რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის საპატიო წოდება.

რევაზ ასათიანი - ინჟინერ-მშენებელი,  მისი მონაწილეობით განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია; ვოკალურ ანსამბლ „თბილისის“ წევრი.  ორი გამოგონებისა და სამეცნიერო შრომების ავტორი; მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში; დაჯილდოებულია ღირსების მედლით.

ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი, პედაგოგი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.  არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის საპატიო წევრი; 160-მდე სამეცნიერო სტატიისა და 250-მდე პროექტის ავტორი; მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია, მათ შორის არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს პრემიები. 

მაია გოთუა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მოლეკულური ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის უნივერსიტეტების საერთაშორისო ქსელის (INUNIMAI) კოორდინატორი, ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიისა ( EAACI) და ევროპის რესპირაციული საზოგადოების (ERS) აქტიური წევრი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული აკადემიური და პროფესიული განვითარების სხვადასხვა პროგრამაში ევროპაში, ამერიკის შეეერთებულ შტატებში, აზიასა და სხვა ქვეყნებში.

ვან ბაიბურთი - გაზეთ „ვრასტანის“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის გამგეობის წევრი. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით საქართველოში ჟურნალისტიკის განვითარებისა და ქართულ-სომხურ ურთიერთობაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

ჰასან აზიზ ოღლი ჰასანოვი - აზერბაიჯანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი;  სხვადასხვა წლებში იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და უნგრეთის რესპუბლიკაში; ასევე, იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში.

ელიზაბეტ სომბარი - ფრანგი მუსიკოსსა და პიანისტი. ბრიტანეთის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, ჩაწერილი აქვს ბეთჰოვენის, შოპენისა და მოცარტის საფორტეპიანო კონცერტები; გამოშვებული აქვს 20-ზე მეტი მუსიკალური დისკი. ის არის საფრანგეთის ღირსების ორდენისა და ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში განსაკუთრებული ღვაწლისთვის ორდენის კავალერი.

დემნა გვასალია - ქართველი დიზაინერი, ადამიანი, რომელმაც მოხსნა ყველანაირი ჩარჩო და სტანდარტი და მოდის ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. დემნა მოდის სახლ „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორია. სხვადასხვა წელს მუშაობდა ისეთ მოდის სახლებში, როგორებიცაა: Louis Vuitton, Vetements. არის ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოს (CFDA Awards) მფლობელი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714588100

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი - შსს

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეები აგრესიულები გახდნენ და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცა...

ზოგასი

1714586674

სოციალური მედია

„არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა“ - რას წერს თემურ თათარაშვილი?

მომღერალი თემურ თათარაშვილი ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მის მიმართ გამოხატულ აგრესიას სოციალურ ქსელში პასუხობს. „არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა ამდენი აგ...

თემურ თათარაშვილი

1714584063

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა, სრულად დატოვეს პარლამენტ...

შსს

1714583232

საზოგადოება

პრემიერი: შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ხალხს აქვს ღირსება

,,შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ",0 - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, კანონის მიღების შემთხვევ...

ირაკლი კობახიძე

1714582486

ახალი ამბები

ამ დროისთვის მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი - შსს

,,კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და ასევე, საავტომობილო გზების პარალიზება," - ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს...

შენობა