"არჩევანის უფლება, რასაც მინდა იმას რომ ავირჩევ, სწორედ ღვთისგან არის მინიჭებული - ირონიული ისაა, რომ საქართველოში, ამ უფლებას ეკლესიის სახელით გართმევენ"

სასულიერო პირი, მამა ანდრია სარია სოციალურ ქსელში წერს:

"თანასწორობის პრინციპი საქართველოში

თანასწორი უფლება სიცოცხლისა ყველასთვის მინიჭებულია ღვთისგან.

თუმცა, საქართველოში ადამიანის უფლებებისადმი უპატივცემულობის არაერთ მაგალითს ჰქონია ადგილი ეკლესიის მხრიდან, რაც სამწუხაროა.

გავიხსენოთ 17 მაისი და 5 ივლისი.

სასულიერო პირების მხრიდან ძალადობრივი მოწოდებები ჟურნალისტებზე, უმცირესობების მიმართ, რამაც ტრაგედიაც გამოიწვია და გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა.

ქრისტიანობა დაშენებულია სიყვარულზე, რომელიც ძალადობისგან დაცლილია და ამავე დროს არც აღიარებს ძალადობრივი მეთოდებით საკუთარი "ინტერესების" დაცვას.

არჩევანის უფლება, რასაც მინდა იმას რომ ავირჩევ, სწორედ ღვთისგან არის მინიჭებული.

ირონიული ისაა, რომ საქართველოში, ამ უფლებას ეკლესიის სახელით გართმევენ და თუ კონსერვატიულ ხედვებს არ იზიარებ,დეკანოზ  ცქიფურიშვილმა შესაძლოა სიცოცხლის უფლებაც წაგართვას.

გავიხსენოთ მისი ცნობილი მოწოდება: "არა ძალადობას კი არა, ვალდებული ხართ იძალადოთ"... ამან შვა სიკვდილი და გაზარდა პოლარიზაცია, ქრისტიანული სამართალი კი მოითხოვს ყველასთვის თანაბარ უფლებას, რაც უნდა დავაბრუნოთ ქართულ ეკლესიაში.

სახელმწიფოსა და ეკლესიის უკუღმართი თანამშრომლობა ანადგურებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს იცხოვროს დამოუკიდებელ და თანასწორ პირობებში უმრავლესობასთან ერთად უმცირესობამ, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა.

არ შევუშინდეთ სიმართლის თქმას, თუნდაც უმცირესობაში მოგვიწიოს ყოფნა, ყველაფერი იმპერიული და უსამართლო საბოლოოდ რღვევას უნდა დაექვემდებაროს, ეს არის საჯარო თეოლოგიის მიზანიც.

ესაიას სიტყვებით დავასრულებ: "სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ"(1.17)",- წერს სასულიერო პირი.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"წმინდა ნინო ნამდვილად ბრძენი ქალწული იყო" - მეუფე შიო

📍მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დაუზუსტებელი დემენცია - ბრიტანელი ექსპერტი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714769995

საინტერესო ამბები

რას ნიშნავს დიდი შაბათი და რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს

ვნების შაბათი – დიდი მარხვის ბოლო დღეა, რომელიც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვნების კვირეულის დიდი შაბათი მორწმუნეთათვის ერთდროულად გლოვისა და სიხარულის დღეა.  დიდი შაბათი წმინდა წერილი...

ხსოვნა, გარდაცვალება

1714768789

ჰოროსკოპი

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი დღის პირველ ნახევარში ჯობია შაბათ-კვირას დაგროვილ საქმეებს მიხედოთ. საღამოს თავს უფლება მიეცით, რომ და...

რამაზ გიგაურის პროგნოზი

1714766687

სოციალური მედია

„თქვენი გადასაწყვეტი არაა რატომ დაწერა ბუდუმ და რატომ არ დაწერა კვარამ! ან რას დაწერენ და არ დაწერენ შემდგომში!“ - ანი კიკნაძე

ჟურნალისტი ანი კიკნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, რომელი ფეხბურთელი რას დაწერს არ არის საზოგადოების საქმე.  „არავის დირექტორები არ ხართ!დ...

ჟურნალისტი

1714765122

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძესა და შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც, მხარეებმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს. რ...

ირაკლი კობახიძესა და შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

1714762909

საზოგადოება

შსს: აქციის მონაწილეები სამართალდამცველთა ფორმების ჩაცმას გეგმავდნენ - თითქოს, პოლიცია აქციას შეუერთდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები და გარკვეული პოლიტიკური ძალები გეგმავდნენ შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენელთა ფორმები...

შსს