აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ჩიქოვანის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანს აზერბაიჯანელი კოლეგა, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი მასპინძლობს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები გაფართოებულ ფორმატში განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა პატივისცემასა და ნდობაზეა დაფუძნებული, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ შეთავაზებულ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფორმატზე, რომელიც რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული ინტენსიური ორმხრივ თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, წლების განმავლობაში დაგროვილი დიდი გამოცდილება ხელს უწყობს თავდაცვის ძალების განვითარებას როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ასევე საქართველოში. მისივე თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალით უზრუნველყონ საკუთარი მოქალაქეების უკეთესი კეთილდღეობა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატსაც, რომელიც სხვადასხვა საკითხის განსახილველად მნიშვნელოვან ერთიან რეგიონულ პლატფორმას წარმოადგენს.

ოფიციალურ შეხვედრებამდე თავდაცვის მინისტრმა ბაქოში, „საპატიო ხეივანში“ პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, აკადემიკოს ზარიფა ალიევას საფლავები. ასევე, დელეგაციის თანხლებით, ირაკლი ჩიქოვანმა ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალის კომპლექსი და „მარადიული ცეცხლის“ მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719065549

სოციალური მედია

„ამ ტაიმს მაინც ერთი სახელი აქვს - მამარდაშვილი!“ - გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე საქართველო - ჩეხეთის თამაშს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს, რომელმაც პირველ ტაიმში 8 ბურთი მოიგერია.  „ამ ტაიმს მაინც ერთი სახე...

„ამ ტაიმს მაინც ერთი სახელი აქვს - მამარდაშვილი!“ - გიორგი კეკელიძე

1719064527

მსოფლიო

გიორგი მიქაუტაძემ ჩეხეთს პენალტით გოლი გაუტანა

გიორგი მიქაუტაძემ ჩეხეთს პენალტით გოლი გაუტანა. ეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეორე გოლია. პირველი გოლი ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთს გაუტანა.  პირველი ტაიმი - 1:0 დასრულდა. შეხვედრა „ვოლკსპარკშტადი...

გიორგი მიქაუტაძე

1719058699

სპორტი

ცნობილია, ვინ შეუტევს ჩეხებს - სანიოლმა ნაკრების ძირითადი შემადგენლობა დაასახელა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. დღეს 22 ივნისს ჩე­ხე­თის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მატ­ჩი ჰამ­ბურ­გში თბი­ლი­სის დრო­ით 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.  ვილი სა­ნი­...

ზოგადი

1719057692

სპორტი

ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი: „საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ – შეგვიძლია მამარდაშვილს შორიდან გავუტანოთ“

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ისაუბრა. როგორც იგი აღნიშნავს, საქართველოს ნაკრები დაცვაშიც ძლიერია. „თურქეთთან საქართველოს შეხვედრ...

ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი

1719055156

სპორტი

ჯუმბერ ბეკოშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია!

ძალოსანმა ჯუმბერ ბეკოშვილმა სალონიკში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) ა 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებიდან 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპ...

ჯუმბერ ბეკოშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია!