ჭიაბერაშვილი მუშაობდა კგბ-ს “ნასედკად”, გიგი უგულავა სოროსის ფონდში დარაჯად იყო გაფორმებული და სააკაშვილის მძღოლად მუშაობდა - სანდრო ბრეგაძე

სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში თბილისის, მერის კახა კალაძეს მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" მწვავე კრიტიკას ეხმაურება. ბრეგაძე წერს, რომ თბილისი ვერც ერთი ყოფილი მერი "ნაციონალური მოძრაობიდან" კალაძეს შრომისმოყვარეობითა და პატიოსნებით ვერ შეედრება.

“არ შემეძლო არ დამეწერა  
დღეს ნაცების უკიდეგანო-უზრდელურ გამონათქვამებს ვადევნე თვალი,რომელიც კახა კალაძის წინააღმდეგ იყო მიმართული  
ნაცების შემხედვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – მათ შუბლის ძარღვი ანუ სინდისი საერთოდ არ აქვთ  
ნაცებო (კოლექტიური ხაბეიშვილებო) – სანამ კალაძეს გალანძღავდეთ – ხომ არ გადაავლებდით თვალს – ვინ იყვნენ თქვენი თბილისის მერები

ქრთამად აღებული საათებით მორბენალ ჭიაბერაშვილს და კორუფციისგან გაბერილ უგულავას შევადაროთ კალაძე  
შევადაროთ და დავინახავთ – მათთან შედარებით კალაძე პელეცაა,მარადონაც,მესიც და ბეკენბაუერიც

კარგად მახსოვს 90-იანი წლების სამტრედია – ფრონტისპირა ქალაქი – სიბნელეში ჩაძირული დანგრეული შენობები,ყაჩაღობა,ძარცვა და ასე შემდეგ.ერთადერთი ნათელი წერტილი ბიზნესმენ ტარიელ ჩაჩუას მიერ შექმნილი სამტრედიის საფეხბურთო გუნდი გახლდათ,რომელი ევროპის ლიგაზეც კი თამაშობდა  
ამ გუნდში იყო სკოლის მოსწავლე კახა კალაძე – დილაობით ფეხბურთის სათამაშოდ სამტრედიის სტადიონის დარბაზში დავდიოდი და ყოველ დილით სტადიონთან ვხვდებოდით მე და კახა ერთმანეთს – წვიმაში თუ ქარში, თოვლსა თუ ყინვაში,ყოველდღე,დილის 8 საათზე კახა უკვე სტადიონზე იყო და თავდაუზოგავად ვარჯიშობდა, თავს არ ზოგავდა, ხანდახან მიკვირდა თუ საიდან ჰქონდა 16-17 წლის პატარა ბიჭს ამდენი შრომისმოყვარეობა – ამიტომაც მიაღწია უდიდეს წარმატებებს

რას საქმიანობდნენ ამ დროს ნაცების თბილისის მერები  
ჭიაბერაშვილი უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში მუშაობდა კგბ-ს “ნასედკად”-სტუდენტებს აბეზღებდა რექტორატში, ხოლო გიგი უგულავა სოროსის ფონდში დარაჯად იყო გაფორმებული და სააკაშვილის მძღოლად მუშაობდა, ხაბეიშვილი მაშინაც ცარიელი ადგილი იყო და ახლაც.  
არ არის საჭირო დიდი პოლიტოლოგიური ცოდნა- შეხედეთ კალაძეს და შეხედეთ ჭიაბერაშვილს,შეადარეთ თბილისის ეს 2 მერი ერთმანეთს და ყოველგვარი წიაღსვლების გარეშე გამოიტანთ დასკვნას

შეხედეთ კალაძის შესანიშნავ ,ნამდვილ ქართულ ოჯახს ,მის მეუღლეს,შვილებს და შეხედეთ უგულავას ოჯახებს (თუ შეიძლება ამ სიბინძურეს ოჯახი ეწოდოს) – დასკვნას ადვილად თავად გამოიტანთ

კალაძემ გართობა და დროის ტარება ახალგაზრდობაში მოამთავრა, უგულავამ და მისმა მსგავსებმა თანამდებობაზე დაჯდომის შემდეგ ნახეს ცხოვრება და გართობა,ამიტომაცაა რომ სასაცილოდ გამოიყურება ნაც-ელიწის ცხოვრების წესი – სიბერეში გასვეცკებული გოიმები, გაძველბიჭებული ჩმორები, გამაჩოებული ლუზერები, ბავშვობის ახდენილი ოცნების აღმასრულებელი “მაგარი ნაშების” ცოლად მომყვანი ჩოილარები  ამიტომ დაიმახსოვრეთ ნაცებო – 100 ჯერ რომ შეერკინოს ჭიაბერაშვილ-უგულავა-ხაბეიშვილის ტრიო, 100-ჯერ დამარცხდება კალაძესთან, ეს ბუნებრივია და ლოგიკური”, – წერს სანდრო ბრეგაძე.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵მე მყავს პრემიერი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია, რომელიც მეამაყება, რომ ამ მყვირალა ადამიანებს არ უყვართ - თეა წულუკიანი

🔵საქართველოში კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი

🔵გერმანიის საზღაო ძალების სარდალი გადადგა - მიზეზი უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გახდა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715619900

სოციალური მედია

ილია თოფურიას მეუღლე დედასთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ილია თოფურია და ჯორჯინა პირველ საერთო შვილს ელოდებიან. ამჯერად ჯორჯინა დედასთან ერთად გადაღე...

 ჯორჯინა უზკატეგუია

1715619750

საზოგადოება

13 მაისი უდიდესი ქართველი მწერლის ჯემალ ქარჩხაძის დაბადების დღეა

ჩვენი დროის უდიდესი მწერალი, რომელსაც მეგობრების თქმით, თავის გამოჩენა არ უყვარდა, თუმცა გამორჩეულ ნაწარმოებებს ქმნიდა ვანის რაიონის სოფელ უხუთში 1936 წლის 13 მაისს დაიბადა. მწერალმა საშუალო განათლება...

ჯემალ ქარჩხაძ

1715618985

ახალი ამბები

ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ ქალი გარდაიცვალა

ბა­თუმ­ში, კლი­ნი­კა BMS-ში სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.  მედიაში გავრცელებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქალს სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლ...

აააა

1715612251

ახალი ამბები

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა

 თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა. სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა: დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზ...

ინსპექცია

1715609891

მსოფლიო

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, რომელიც ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული, 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

 ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნაფიცმსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს ცოლის მკვლელობაში. გამოძიების ცნობით, ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვა სი...

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრი