"დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური" - ვანო მერაბიშვილი სააკაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.
მერაბიშვილი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს „მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება" არ შეუძლია.
„მინდა გამოვეხმაურო დღეს აგორებულ მორიგ ტალღას ჩემთან მიმართებაში.
წარსულში შეცდომები დამიშვია, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ.
სამარტოო საკანში გატარებულმა 7 წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის.
სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენების მიზანი იყო, მიეღო იძულებითი ჩვენება ჩემგან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარიც კი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შემიძლია.
რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით.
ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი.
უკრაინის გარდა, არცერთ ევროპულ სპეცსამსახურს არ მიუყენებია იმხელა ზიანი რუსული სპეცსამსახურებისთვის, როგორიც ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაყენა.
რუსეთი მტერია, უკრაინა გაიმარჯვებს და მასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, საქართველოც გავა სამშვიდობოზე.
სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრო!" - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.
პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ხალხი, რომელმაც მისი ჩამოსვლა დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1786382914
ახალი ამბებიინგა ფხალაძე: ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის
„ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სე...
1786380473
მსოფლიოკოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 52-მდე გაიზარდა
კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 52-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „სქაინიუსი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ყველაზე მეტი მსხვერპლი ვალე-დელ-კაუკას დეპარტამენტ...
1786380355
მსოფლიოესპანეთში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან - ევაკუირებულია 800 ადამიანი
ესპანეთში მეხანძრეები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ხანძრის, ქარისა და რთული რელიეფის გამო, დაახლოებით 800 ადამიან...
1786376856
მსოფლიოკოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა
კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელიც ქვეყნის დიდ ნაწილში იგრძნობოდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ამავე ცნობით, დაღუპულია 20 ადამიანი. კოლუმბიის კატასტროფების რისკების მართვი...
1786373262
მსოფლიოკოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები
კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჩოკოს დეპარტამენტის გუბერნატორის ნუბია კაროლინა კორდობა-კურის ცნობით, დეპარტამენტის დედაქალაქ კიბდოში დაშავებულები არიან. ამასთან, მ...































