დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილს ცილისწამების მუხლით წაყენებული ბრალდება მოუხსნა

სამოქალაქო აქტივისტ თამარა მეარაყიშვილს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ 2017 წლის 16 აგვისტოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურა. გადაწყვეტილება, დანაშაულის მტკიცებულების არარსებობის გამო, მიიღეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,ეხო კავკაზა'' ავრცელებს.
მეარაყიშვილმა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურიდან დღეს მიიღო ოფიციალური შეტყობინება, რომ საქმე დახურულია.
მისი თქმით, სახლის ჩხრეკა და მისი დაკავება უკვე უკანონოდ არის აღიარებული.
,,წერილი მივიღე- საქმე #N961705 დაიხუროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ეს ნიშნავს - 2017 წლის 16 აგვისტოს აღძრული საქმე, რის საფუძველზეც დამაპატიმრეს, ჩატარებული პირადი და ბინის ჩხრეკა იყო უკანონო!- ამის დამტკიცებას მივუძღვენი 6 წელი და ბრძოლაში გატარებულ არცერთ დღეს არ ვნანობ! ასევე- მაქვს რეაბილიტაციის უფლება - ამინაზღაურდეს მორალური და მატერიალური ზიანი, რაც ამ წლებში გავიღე'' - წერს თამარა მეარაყიშვილი.
2017 წელს მეარაყიშვილს პირველად ცილისწამებაში დასდეს ბრალი „ერთიანი ოსეთის“ წევრის, სპარტაკ დრიაევის მიმართ. ის ყოველგვარი სანქციების გარეშე დააკავეს და ახალგორში მისი სახლი გაჩხრიკეს.
2020 წლის 17 იანვარს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ საბოლოოდ მოხსნა ეს ბრალდება. მან გენერალურ პროკურორს დაავალა საქმიდან ამოეღო ცილისწამებასთან დაკავშირებული ეპიზოდები და დაებრუნებინა სასამართლოს სხვა ეპიზოდების განსახილველად.
დარჩა ორი მათგანი - სამხრეთ ოსეთის პასპორტის უკანონო მოპოვება (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 324-ე მუხლი) და შეგნებულად ყალბი დოკუმენტის გამოყენება (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
წყარო: www.qartli.ge
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 ზელენსკიმ საქართველოს მიმართა სააკაშვილი გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში
1754233716
მსოფლიოღაზაში ბოლო 24 საათში შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა
ღაზას სექტორში ბოლო 24 საათში შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ 6 პალესტინელი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რიცხვი 175-მდე გაიზარდა. ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებ...
1754231565
ახალი ამბებიპრემიერი: ორი წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, ჩვენი ვალია, გავიხსენოთ დაღუპულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს
„ორი წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას დაგვატყდა თავს, ჩვენი ვალია, გავიხსენოთ დაღუპულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მომავალში ასეთი ტრაგე...
1754228694
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი
„ვიცი, რომ საგამოძიებო კომისია საკმაოდ მოცულობით დოკუმენტს ამზადებს, ასე რომ ველოდებით საბოლოო დოკუმენტს, რომელსაც შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს სექტემბერში“, - განაცხადა შალვა პაპუაშ...
1754227097
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ვიცით, რომ საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება
„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ყველა ინტერესით ველოდებით საბოლოო დასკვნას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუც...
1754225277
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი შვედეთის პრემიერის განცხადებაზე: ზუსტად ეს არის ის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში
„ზუსტად ეს არის ის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში. იცით, რომ 27 წევრია ევროკავშირში, 27-ვე ქვეყნის ხმა გადამწყვეტია ევროპული ინტეგრაციის ნებისმიერ ეტაპზე“, - გან...