დღეს სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარმა ქალმა მისცა ჩვენება, რომელიც ავჭალაში, ბასილაშვილსა და მისი ყოფილი ცოლის კონფლიქტს შეესწრო 2020 წლის 21 მაისს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გრძელდება.
დღეს სასამართლომ ჩოგბურთელის მეგობარ ქალს, კარლოტა ჰელენა ფონდერლინდს მოუსმინა, რომელიც 2020 წლის 21 მაისს ავჭალაში იყო, როცა ბასილაშვილსა და მის ყოფილ ცოლს შორის კონფლიქტი მოხდა.
იმ დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის საერთო შვილი, ლუკასი ავჭალაში სახლში იყო, თუმცა მოწმე ამბობს, რომ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოწმის მონაყოლის მიხედვით, ნელი დოროყაშვილს არ მოეწონა, რომ მათ ერთმანეთი გაიცნეს.
"ლუკასს მხოლოდ ერთხელ შევხვდი, ნელის არ მოსწონდა ლუკასი რომ გავიცანი, ამაზე ცუდი რეაქცია ჰქონდა.
როდესაც ლუკასი სახლში წავიდა, ნელიმ დაურეკა და უყვიროდა.
ნიკამ მითხრა, რომ ნელიმ გადმომცა, არ სჭირდებოდა "მეორე დედა".
ამიტომაც დავრჩი ტერასაზე და მათ ნება მივეცი ერთად გაეტარებინათ დრო", - თქვა მოწმემ სასამართლო სხდომაზე.
კარლოტა ჰელენა ფონდერლინდმა თქვა, რომ ნელი დოროყაშვილი ავჭალის სახლში მაშინ მივიდა, როცა ისიც სახლში, მესამე სართულის ვერანდაზე იყო და რუჯს იღებდა. მისი თქმით, დოროყაშვილის მისვლის შემდეგ ბასილაშვილმა შვილი მანქანაში ჩასვა.
"ნელი მანქანამდე გაჰყვა, უკვე ხმამაღლა ლაპარაკობდა ნელი, ყვირილი დაიწყო აგრესიულად და მანქანის კარის ჯაჯგური...
ნელი წავიდა ნიკას დედისკენ, ნატალიასკენ და დაუწყო ყვირილი.
შემდეგ შებრუნდა მანქანისკენ და დაიწყო ისევ მანქანის კარის ჯაჯგური...
ნიკამ ამიხსნა, რომ ნელი პროვოკაციის მიზნით მოვიდა და შეურაცხყოფა მიაყენა ნატოს [ბასილაშვილის დედას]. ნიკას ძმას, თენგიზს ტელეფონზე დავურეკე, რადგან ნატოს გამო შემეშინდა და მინდოდა გვერდით ჰყოლოდა", - თქვა მოწმემ.
მისივე მონაყოლის მიხედვით, ამ კონფლიქტის შემდეგ ის და ბასილაშვილი "ქინგ დევიდის" საცხოვრებელ კომპლექსში წავიდნენ, სადაც ჩოგბურთელს ბინა აქვს. ქალი იხსენებს, რომ ბასილაშვილს ინციდენტის გამო პოლიციაში უნდოდა წასვლა.
"ნიკა წავიდა პოლიციაში და მისმა რძალმა მომაკითხა, ჩვენ გავისეირნეთ.
ნიკას დაბრუნებას ველოდებოდი, მაგრამ არ დაბრუნდა.
ავნერვიულდი.
დავბრუნდი "ქინგ დევიდში" და დავიწყე საჭმლის მომზადება.
ნიკა ისევ არ დაბრუნდა და ავღელდი - მაშინ ისეთი წესი ["კომენდანტის საათი"] იყო, რომ 9-ის მერე მანქანა არ უნდა გეტარებინა.
თენგომ დამირეკა ღამით, ნიკა დაიჭირესო და მკითხა, რა მოხდა ავჭალაშიო.
ორივემ ვერ გავიგეთ, რა მოხდა...
გავიგე, რომ ნიკა ძალადობისთვის დაიჭირეს, ამიტომ პოლიციაში წასვლა გადავწყვიტე, ჩვენება რომ მიმეცა, მაგრამ ადვოკატმა მითხრა, რომ იმ ეტაპზე ეს არ იყო საჭირო", - თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარმა ქალმა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100- ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "გკოცნი ჩემო ქვეყანა, მალე დაგტოვებ დიდი ხნით" - ნელი დოროყაშვილი საქართველოდან მიდის
1793548518
მსოფლიოირანი აშშ-ს აფრთხილებს - „ირანის პასუხი უფრო გამანადგურებელი იქნება, ვიდრე აქამდე იყო“
„ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, მისი მასშტაბები მხოლოდ დასავლეთ აზიით არ შემოიფარგლება“, - ამის შესახებ ირანის არმიის პრესსპიკერმა, არმიის გენერალმა მოჰამედ აკ...
1793546933
ახალი ამბებისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეგიონების სკოლებში განხორციელებული ფინანსური განათლების პროექტები შეაჯამა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც რეგიონების სკოლებში ფინანსური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შედეგები და მრავ...
1793544071
მსოფლიოიური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილ...
1793541081
სპორტიმოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...
1793538014
ახალი ამბებილევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა
„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...





























