დიმიტრი შაშკინი: არც ერთი არჩევნების გამო არ შეიძლება იკადრო ის, რაც დღეს ზოგმა იკადრა, თქვენ ხომ არ აფრენთ, გენერალ ლორთქიფანიძეს აბრალებთ რუსეთის აგენტობას?
"არც ერთი თანამდებობის და არც ერთი არჩევნების გამო არ შეიძლება იკადრო ის, რაც დღეს ზოგმა იკადრა", – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც დიმიტრი შაშკინი აღნიშნავს, აიღეს ქოცების ნარატივი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსვლა იყო ორგანიზებული გენერალ ლორთქიფანიძეს მიერ, დაამახინჯეს პრეზიდენტის ინტერვიუ და ფეისბუკზე ატრიალებენ, რომ მიშას ჩამოსვლა საქართველოში იყო ორგანიზებული ვანო მერაბიშვილის მიერ, რადგან ლორთქიფანიძე იყო მისი მოადგილე 2012-ში.
„თქვენ ხომ არ აფრენთ?!
ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას?!
გენერალ ლორთქიფანიძეს?! 2008 წლის ომის გმირს!
უკრაინის უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსანს და ოდესის პოლიციის (მიშას გუბერნატორობის პერიოდში) ყოფილ უფროსს?
გენერალი ლორთქიფანიძე ომშია რუსეთთან!
სანამ თქვენ აქ კლავიატურაზე ნაძირლობებს წერთ, ის ადამიანი ყოველდღიურად და ყოველწამიერად თავის სიცოცხლეს რისკავს და ჩვენ უკრაინელ ძმებთან ერთად ომობს !
ან ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას? ვანო მერაბიშვილს, რომელიც რუსული რეჟიმის პირობებში შვიდი წელი ციხეში იჯდა იმის გამო, რომ მიშაზე არ მისცა ჩვენება? ამას ჰქვია ნაძირლობა და არაფერი საერთო არ აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან“,- წერს დიმიტრი შაშკინი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794166688
მსოფლიოპოლონეთის პროკურატურამ კრაკოვში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო
პოლონეთის პროკურატურამ, 7 ნოემბერს კრაკოვის ისტორიულ ცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება „ტერორისტული ხასიათის დანაშაულის“ მუხლით დაიწყო. თავდამსხმელი 2002 წელს დაბადებული კაცია, რომელიც, გამ...
1794164908
საზოგადოებაუკრაინელი ჟურნალისტი: ადამიანები შეძრწუნებულები არიან როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა, საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ სამწუხარო და უარყოფით რეალობას, რომელიც უკრაინაშია
„ადამიანები შეძრწუნებულები არიან, როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა. ცენზურა სიტყვის თავისუფლებას ახშობს. საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ...
1794162359
საზოგადოებაგური სულთანიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: პირდაპირ ეთერში ხელყუმბარა ჰქონდათ შეგდებული და „იმედი“ დაარბიეს, ეს ხალხი როდესაც საუბრობს მედიის მიტაცებასა და მედია თავისუფლების შეზღუდვაზე, ძალიან სასაცილოა
„ჩემი სტუდენტობის პერიოდში სოციალური ქსელები არ არსებობდა და ტელევიზია და „მეინსტრიმული“ მედია იყო მთავარი საშუალება. დატოვეს მარტო „კავკასია“, ესეც იმიტომ, რომ ოპოზიციონერი თუ იყავი, „კავკასიისთვის“...
1794158769
ახალი ამბებიგოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილ...
1794158210
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ილიას გზა, ანდერძი, მოღვაწეობა - არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ, ეს არის ის დღევანდელობა და ხვალინდელი დღე, რომელზედაც ჩვენ განუხრელად უნდა ვიაროთ
ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...



























