ექსპერტი: დაუფარავად მიდის სააკაშვილის გვერდზე გაწევის და მისი ციხეში ჩატოვების პროცესი
ექსპერტის, დავით ქართველიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამდეც ჩანდა, რომ ის ოპოზიციას ვეღარ აკონტროლებდა.
„შუალედური დასკვნების გაკეთება უკვე ამ ეტაპზეც შეგვიძლია.
თემურ ალასანიას გაქცევა საქართველოდან - პირველი ზარი იყო.
მეორე ზარი - ნიკა გვარამიას ეკუთვნის, რომელმაც მიშისტების ყველაზე აგრესიულ ფრთას სიძულვილის ენა დაუწუნა და ბელადისადმი „სუიციდურად“ განწყობილი ყველაზე ფანატიკური სეგმენტის პარტიიდან გადინების პროცესს ხელი შეუწყო.
ამის შემდეგ, უკვე კეზერაშვილმა აიღო თავის თავზე ოპოზიციის დე ფაქტო ლიდერობა.
დაუფარავად მიდის სააკაშვილის გვერდზე გაწევის და მისი ციხეში ჩატოვების პროცესი.
სააკაშვილის ჩამოსვლამდეც ჩანდა, რომ ის ოპოზიციას ვეღარ აკონტროლებდა და მის სამარცხვინო, კლინიკური სურათის მქონე სასამართლო პროცესებიდანაც კარგად გამოჩნდა - ციხიდან მით უმეტეს, ის პოლიტიკური ამინდის შექმნას ვერ ახერხებს, და მელიას ჩანაწერმა ეს დაადასტურა.
როგორც ჩანს, კეზერაშვილმა მოსთხოვა ოპოზიციას, არა მხოლოდ ნაცმოძრაობას - გირჩს, ელენე ხოშტარიას და სხვა პარტიებს, ღიად გაემიჯნონ ბალასტად გადაქცეულ სააკაშვილს.
მართალია, ჯერ ღია განცხადებები არ გაუკეთებიათ, თუმცა პროცესი უკვე დაწყებულია და მელიას ჩანაწერიც ამას ადასტურებს.
სააკაშვილის მიმართ, რომელიც მოწყვეტილი სახელურის გარეშე დარჩენილ ჩემოდანს დაემსგავსა, რომლის თრევაც გაუძნელდათ და გადასაგდებადაც ვერ იმეტებდნენ - სექტის განაჩენი გამოტანილია“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სხვა სიახლეები:
🔳 ლევან რატიანი: მიუხედავად, რომ კოვიდ ინკუბატორში ვმუშაობ, კოვიდი არც ერთხელ არ დამიდასტურდა
🔳 შემზარავი ტრაგედია სენაკში - 12 წლის გოგომ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა
🔳 „ჟურნალისტები ომს გამოუცხადებენ მთავრობას - ისინი გარეთ გამოდიან“ - რას წერს ლელა კაკულია
1791795942
საზოგადოებაკახა კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე: როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია
„საერთოდ არ გვაქვს ინტერესი, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება, არასამართლიანობასა და სიცრუეზეა დაფუძნებული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთა...
1791795429
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო
„სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე საუბრისას განაც...
1791794633
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს
„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...
1791793758
ახალი ამბები🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები
ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...
1791792836
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის
„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...


























