„ეროვნულ ინტერესებს არ ანაცვალებთ არაფერს - ეს დავალება შესრულდება“ - მდინარაძე

„ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა, დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს დაარქმევთ თავის სახელს და ეროვნულ ინტერესებს არ ანაცვალებთ არაფერს, ეს დავალება შესრულდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ დიდი მადლობა გადაუხადა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე მისულ საქართველოს 200 ათასზე მეტ მოქალაქეს, რომლებმაც, მისი თქმით, „გუშინ არა მხოლოდ საქართველოს, მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რამდენად დიდია ერთობის, სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის, ეროვნული იდენტობის და ყველაფერი ქართულის ძალა და რამდენად შეგვიძლია ქართველებმა ამით ვიამაყოთ“.

„დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, როგორც არიან ამ ხალხის დამნახველები, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არა ჩვენ, არამედ მათ უზრუნველყვეს, მათვე მოითხოვეს სხვათა შორის და მათ უზრუნველყვეს, რომ ამდენი ადამიანი გადაჭედილ რუსთაველზე დამდგარიყო და ეთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ დიახ, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა, დიახ, ჩვენ გვინდა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და დიახ, ჩვენ გვინდა გვემსახურებოდეს ჩვენი ხელისუფალი ისე, რომ ატარებდეს ეროვნულ ინტერესებს და არ მოქმედებდეს არავინ, არასდროს ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნების, ფონდების და ძალების ინტერესების შესაბამისად, არამედ პირველი ინტერესი უნდა იყოს ქართული ინტერესი, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ევროპულ სტანდარტებთან, ღირებულებებთან და ჭეშმარიტ ევროპულ ინტერესებთან. ესენი [რადიკალური ოპოზიცია] რასაც „ახერხებენ“ ეს ცალკე საოცრებაა. ცდილობენ თქვან მაგალითად, რადგან არ მოიშალეს რაოდენობაზე ლაპარაკი და თავების თვლა, რომ თურმე ერთი და იგივე რაოდენობა ეტევა გადაჭედილ რუსთაველზე და რესპუბლიკის მოედანზე. ათჯერ ნაკლებთან დაკავშირებით ხომ უნდა იყო თავხედი, რომ ეს მოახერხო. თავხედობაა რა თქმა უნდა, ცხვრებს რომ ეძახით ხალხო, როგორ კადრებთ საერთოდ ერთ ქართველს მაინც სულ რომ რაღაც შეცდომაში იყოს შეყვანილი, როგორ კადრებთ ამას, ეს როგორ უნდა იკადროთ? იმერეთში კოლორიტი ადამიანი რომ გარდაიცვლება ხოლმე 500-600 კაციანი სამგლოვიარო პროცესია ერთ კილომეტრზე იწელება და გაწელილ პროცესიას დაარქვეს 100 ათასი ადამიანი, შემდეგ იქ მართლაც 200 ათასი ადამიანი რომ შეიკრიბა, ამასაც დაარქვეს 100 ათასი ადამიანი. პიარული თავხედობა ჰქვია თუ რა ჰქვია, არ ვიცი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას ძველი ტყუილებიც შეახსენა.

„რა ვუყოთ იმ ძველ ამბებს, რასაც იმავენაირად იტყუებოდით? ქართულ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ხალხს ატყუებდით, ე.წ. ვითომ რუსული კანონია. არჩევნები გააყალბა „ისფედმა“, პარალელური დათვლის მონაცემები და არჩევნები გაყალბდაო. ვიღას ახსოვს? ჩაიარა, თითქოს არაფერი არადა, რამხელა ტურბულენტობა მოახერხეს მაშინ. მიშა კვდება - და მიხეილ სააკაშვილმა გუშინ კეთილი ინება და აღარ ვკვდები, კარგად ვარო და გამოიხმო სარჩელი. სად არიან ის უცხოელები, პარტნიორები, წარმომადგენლები, ის „ენჯეოები“, რომ იძახდნენ სასწრაფოდ გაათავისუფლეთ მიშა, კვდებაო? სად არიან? ამ ტყუილზე ვინ აგებს პასუხს?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716268329

ახალი ამბები

იტალიაში ორი მიწისძვრა მოხდა

იტალიაში ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი 21:51 წუთზე დაფიქსირდა, ხოლო მეორე 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის 22:10 წუთზე მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც წერენ. „გარეთ...

ზოგადი

1716232906

სპორტი

კახა ჯინჭარაძე რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

 სუპერლიგის 2023-2024 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემტევი უკანახაზელი კახა ჯინჭარაძე დასახელდა. 30 წლის კალათბურთელისთვის ეს გახლავთ სუპ...

კახა ჯინჭარაძე

1716227792

სპორტი

ლოგოს აკოცა და ფანებს მადლობა გადაუხადა, უთქმელადაც ყველაფერი გავიგეთ - მამარდაშვილი მესტალიას დაემშვიდობა?

 გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ დიდი ალბათობით, ბოლო მატჩი ჩაატარა. ამაზე არა მარტო კლუბში არსებული სიტუაცია, არამედ ქართველი მეკარის ჟესტიც მიანიშნებს. „ჟირონასთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გიო...

იტალია

1716222738

საინტერესო ამბები

„ფეოლა“ იტალიურად ითარგმნა - ყველაფერი ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტის წარმატებულ პროექტზე

9 მაისს, იტალიის ქალაქ ნეაპოლის, კინოთეატრ „მოდერნისიმო“, იტალიურ ენაზე გახმოვანებული ქართული კინოკომედიის კლასიკის, „ფეოლას“ პრეზენტაცია გაიმართა. იდეის ავტორი, იტალიაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი ჟუ...

 ნინა მამუკაძე-სორდინი

1716222461

ახალი ამბები

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №11 დაწესებულებაში მსჯავრდადებულებისთვის ბოლო ზარის ღონისძიება გამართა

 წელს პენიტენციურ სისტემაში სკოლა 10-მა არასრულწლოვანმა დაასრულა, 3 მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზეა დარეგისტრირებული და უმაღლესი განათლების მიღებას გეგმავს. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამს...

ბოლოზარი