"ერთიანდები ამ ყველაფერთან და ამ უზარმაზარი მონატრება-დარდით აგრძელებ ცხოვრებას ისე, როგორც გეკადრება და შეგეფერება" - 2 წელი ბათუმში დატრიალებული ტრაგედიიდან

რამაზ დავლაძე, რომელსაც 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„8 ოქტომბერმა მძიმედ გაიჯახუნა კარი და საზარლად ჩამოწოლილმა სიკვდილმა წაიყოლა ყველაზე ძვირფასი ადამიანები!!
ტკივილთა და განცდათა შორის არის ისეთი აუხსნელი სიმძიმის განცდა-ტკივილი, რომელიც შენში მუდმივად მკვიდრდება და აუტანელ გაუსაძლისობას გიქმნის ხან მეტად, ხან ნაკლებად, ერთიანდები ამ ყველაფერთან და ამ უზარმაზარი მონატრება-დარდით აგრძელებ ცხოვრებას ისე, როგორც გეკადრება და შეგეფერება;
არც ვინმე შეაწუხო და დაღალო შენი განცდებით და ასევე, პირიქით….ერთ ავბედით დღეს რომ მოიხედავ უკან და აღარ გყავს ყველაზე ძვირფასები ვისი სიყვარულით და ბედნიერებით თითქოს ცასაც კი ეხებოდი, არის შეკითხვათა შორის ისეთი კითხვებიც რომელიც მომხდარი ტრაგედიისნაირი ტრაგედიაა და ყოველთვის უადგილოა, მაგ დროს განადგურებული გული კიდევ უფრო ნადგურდება როცა გესმის: “გაიხსენე ის დღე რა იყო, როგორ იყო და იმ დროს რას განიცდიდიო…”
ჩემო ძვირფასო და კეთილო ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ! მთელი საქართველო გულშემატკივარი იყავით და ხართ;
მინდა იცოდეთ, რომ მე და ჩემი დემეტრე ყოველთვის თქვენი მადლიერი და მადლობელი ვართ! თქვენმა თანადგომამ ბევრი რამ შემძინა და მასწავლა, თითოეულ მათგანს უამრავ სიკეთეს გისურვებთ; იხარეთ და ვიყოთ ყოველთვის ერთმანეთის ერთგულ საიმედოდ!!!
თითოეულ მათგანს ჩემი მოკრძალებული პატივისცემა!
მშვიდობა ყველას!!!“. – წერს რამაზ დავლაძე.
ცნობისათვის, 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, უბედურ შემთხვევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.
1700856686
საინტერესო ამბებიალ ბანოს უმცროსი ქალიშვილი, ქართულ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" შეუერთდა
"ტელეიმედზე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში იტალიელი გოგონა გამოჩნდა - მომღერალი ჯასმინ ქარიზი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი ალ ბანოს ქალიშვილია - ექვსი შვილიდან ერთ-ერთი. გოგონა ალ ბ...
1700847959
ემიგრაციაანსამბლმა „ივერიელები“ პირეას თეატრში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოქტომბერში, საბერძნეთის რესპუბლიკაში, პირეას ისტორიულ თეატრში გაიმართა „Ηγέχορ“ საიუბილეო საღამო, რომელშიც ს...
1700847575
ემიგრაციანიუ-ჯერსიში ღონისძიება - „აფხაზეთი საქართველოა“ ჩატარდა
1 ოქტომბერს, პირველად ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შოთა რუსთველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრისინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „აფხაზეთი საქართველოა“. ღონისძიებაზე გაიხსენეს დაპატივი მიაგეს...
1700837199
საქართველო26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიის კონკურსი გაიმართება. ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, 24 ნოემბერს, იტალიის დროით 20:00 საათიდან!
26 ნოემბერს გაიმართება 2023 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი. წელს, საქართველოს ევროფესტივალზე პირველი არხის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, ანასტასია ვასაძე და მისი ფინალისტები, ნიკოლოზ ხარატი და ოთო...
1700652744
ბიზნესისაქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი 1706.50 ლარს შეადგენს
Wage Indicator Foundation-მა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოთვალა საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი და ის 1706.50 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ღირსეული შრომი...