„ერთნაირსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყანაშია დაკანონებული, დავალება მიიღეს, გააკეთეს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უკვე 25 ქვეყანაში არის დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, დავალება მიიღეს, გააკეთეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა თუ არ იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ იმას, რაც სხვებმა მიიღებს.

„ჩვენმა გუნდმა წარადგინა ერთ-ერთი მთავარი, ძალიან მნიშვნელოვანი ლგბტ პროპაგანდის დამარეგულირებელი ინიციატივა, რაც უკავშირდება გუშინდელ ოჯახის სიწმინდის დღესაც, საერთოდ, ოჯახურ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ქვეყანა დგას. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უკვე 25 ქვეყანაში არის დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება. არ არის უნგრეთსა და პოლონეთში. დავალება მიიღეს, გააკეთეს. შეიძლება, იყოს მოთხოვნები, მაგრამ ქვეყანა თუ არ ეწინააღმდეგება, არ იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ იმას, რაც მიიღებს სხვებმა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა როცა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის, სულ მცირე, 50%-ს გადასცემს ბრიუსელს, რაც, მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

„სუვერენიტეტის გარშემო არსებობს ძალიან ბევრი განმარტება და მოწოდება, ბევრი მხარისგან კეთდება განცხადებები. ერთ-ერთმა ბატონმა თქვა, რომ ჩვენ, მგონი, ერთმანეთის არ გვესმისო. ქვეყანა როცა ხდება ევროკავშირის წევრი, იგი გადასცემს ბრიუსელს სუვერენიტეტის ნაწილს. ახლა ეს მინდა, ჩვენს საზოგადოებას კარგად ავუხსნა, მე კარგად მაქვს შესწავლილი ეს საკითხი. ძალიან ბევრჯერ მაქვს ნასაუბრები ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის, იმათთანაც, რომლებიც ხმალამოღებით იცავენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს და არ თმობენ ბოლომდე საკუთარ ინტერესებს. მართლა ასეა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება, სუვერენიტეტის, მინიმუმ, 50%-ს გადასცემს ბრიუსელს. ეს უნდა იცოდეს ჩვენმა ხალხმა. კარგია, რომ ამ ბატონმა წამოჭრა ეს საკითხი და თავად აუხსნა ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ ერთ აზრზე არ ვართ, ერთ მხარეზე არ ვართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719071513

სპორტი

გიორგი მამარდაშვილი საქართველო-ჩეხეთის მატჩის MVP გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთსა და საქართველოს შორის გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გიორგი მამარდაშვილმა 11 სეივი შეასრულა და საქართველ...

გიორგი მამარდაშვილი

1719068639

სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთთან თამაში 1-1 ანგარიშით დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024-ის ფარგლებში პირველი ქულა მოიპოვა. ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრებს გოლი გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა, რომელმაც პირველ ტაიმში 11-მეტრი...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმ

1719065549

სოციალური მედია

„ამ ტაიმს მაინც ერთი სახელი აქვს - მამარდაშვილი!“ - გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე საქართველო - ჩეხეთის თამაშს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს, რომელმაც პირველ ტაიმში 8 ბურთი მოიგერია.  „ამ ტაიმს მაინც ერთი სახე...

„ამ ტაიმს მაინც ერთი სახელი აქვს - მამარდაშვილი!“ - გიორგი კეკელიძე

1719064527

მსოფლიო

გიორგი მიქაუტაძემ ჩეხეთს პენალტით გოლი გაუტანა

გიორგი მიქაუტაძემ ჩეხეთს პენალტით გოლი გაუტანა. ეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეორე გოლია. პირველი გოლი ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთს გაუტანა.  პირველი ტაიმი - 1:0 დასრულდა. შეხვედრა „ვოლკსპარკშტადი...

გიორგი მიქაუტაძე

1719058699

სპორტი

ცნობილია, ვინ შეუტევს ჩეხებს - სანიოლმა ნაკრების ძირითადი შემადგენლობა დაასახელა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. დღეს 22 ივნისს ჩე­ხე­თის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მატ­ჩი ჰამ­ბურ­გში თბი­ლი­სის დრო­ით 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.  ვილი სა­ნი­...

ზოგადი