„ეს არის ჩემი აღსარება... არის წუთები, ყველაფრის აღიარების, ხოდა მეც მინდა ზოგიერთი რამ იცოდეს საზოგადოებამ“ - რას წერდა ქეთევან კიკნაძე

სოციალურ ქსელში მსახიობ  ქეთევან კიკნაძის სტატუსი ვრცელდება. როგორც თავად წერდა ეს იყო აღსარება, რომელსაც საზოგადოებას აბარებდა. 

„არის წუთები, ყველაფრის აღიარების, ხოდა მეც მინდა ზოგიერთი რამ იცოდეს საზოგადოებამ.

ამ სახლში მარტო გიგა არ იზრდებოდა, აქ იზრდებოდა მარიკა ლორთქიფანიძე, ევგენი მიქელაძე, დამისახელეთ მსგავსი ადამიანები, სირცხვილი თქვენი, ამას შეგახსენებთ ხოლმე ხშირ-ხშირად, ვინც თავისი ქვეყნის წარსულს და ისტორიას პატივს არ სცემს, ვერასოდეს წავა წინ, ასე იჩოჩიალებთ მთელი ცხოვრება.

ასევე მინდა საზოგადოებამ, იცოდეს, ჩუნეშის ლორთქიფანიძეების სათავადო მიწები გადავეცით საპატრიარქოს, უარი ვთქვით ბათუმის სახლზე, უარი ვთქვით რუსთავში ბინის მიღებაზე, უარი ვთქვით სააგარაკო მიწაზე, თბილისის ერთი ბინა ჩავაბარეთ, ევგენი მიქელაძის როიალი ვაჩუქე, მისი სახელობის სიმფონიურ ორკესტრს, რომელიც სიხარულით მიიღეს, სამაგიეროთ, ყურმილი არ აუღია მიმღებს, მოკრძალებული მადლობა ეთქვა ვინმეს.{სასწაული სწორედ აქ არის}

სულ ეს არის ჩემი აღსარება მადლობა ყურადღებისთვის, სამაგიეროდ ჩემს ზემოთ მცხოვრების სააბაზანოდან წყალი ჩამომდის, მეუბნებიან შენ გესხმება და შენ გააკეთეო.

ღმერთო ჩემი მონაგარი მიმყოფე ჯანმრთელად და ყველას თავისი გზით გაუმარჯოს, ღმერთი მაღალია. იმან განსაჯოს“, - წერს ქეთევან კიკნაძე.

ცნობისთვის, 9 ივლისს ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქართველ მსახიობ ქეთევან კიკნაძეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი 12 ივლისს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. მსახიობს თეატრიდან 12 ივლისს, 15:00 საათზე გამოასვენებენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1721020898

საზოგადოება

„ვულოცავ საქართველოს, მის ეროვნულ ნაკრებს, გიორგი მიქაუტაძეს და ნაკრების თითოეულ წევრს! ისტორია დაწერილია“ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოქროს ბუცის მინიჭებას ულოცავს გიორგი მიქაუტაძეს, ნაკრებს და საქართველოს. „ვულოცავ საქართველოს, მის ეროვნულ ნაკრებს, გიორგი მიქაუტაძეს და ნაკრების თითო...

მამუკა მდინარაძე

1720990683

საზოგადოება

ესპანეთი ევროპის ჩემპიონი გახდა

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. ეს, ამ ტურნირზე ერთი ქვეყნის მიერ მოპოვებული რეკორდული რაოდენობის ტიტულია. ესპანეთმა ევროპის ჩემპიონობა ოთხჯერ - 1964, 2008, 2012 და 2024 წ...

ევროპის ჩემპიონი

1720988347

ახალი ამბები

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტომობილი სავარაუდოდ კედელს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1720987496

ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღეს სამსახურში და ყოველდღიურ ურთიერთობებში კონფლიქტები და ნერვიულობა გელით. ეცადეთ, პროფესიულ სფ...

ზოგადი

1720986399

საზოგადოება

თბილისში შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 15 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:  მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დ...

შუქი დენი