"გაფორმდა ფემიციდი! ბოდიში ნელის" - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი სასამართლოს განაჩენს ეხმაურება

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი, უფლებადამცველი ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში, ხმაურიან ორწლიანი სასამართლო პროცესის დასრულებას და მოსამართლის განაჩენს ეხმაურება:
"გაფორმდა ფემიციდი!
მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად.
თავად მოსამართლე - მგრძნობელობა 0. პასუხისმგებლობა - 0. ცოდნა - 0. ობიექტურობა - 0. ისტორიაში შევა მისი გადაწყვეტილების თითოეული შეფასება.
არავის მივცემთ მსხვერპლი ქალების მონელების უფლებას!
გაგრძელდება ნელის დაცვა, სისტემა მხილებული იქნება. საქმე ისაა ამ დროისთვის რამდენი ქალი იქნება მოკლული და გამწარებული.
მადლობა პროკურორს, რომელმაც ობიექტურად ყველაფერი გააკეთა, რაც სამართლიანობას სჭირდებოდა.
მადლობა ჩემ ყველა თანამშრომელს თქვენ ხართ საამაყო ხალხი.
ჩვენ სულ იქ ვიქნებით ვისთანაც არავინაა სიმართლის გარდა!!!
განსაკუთრებული მადლობა ნელის და ბოდიში უსამართლო ადამიანების და არაკომპეტენტური და მიკერძოებული მოსამართლისთვის!" , - წერს ანა აბაშიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ამავე თემაზე:
1756307922
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია სამანტა პაუერის განცხადებაზე: ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი, მიუხედავად ამისა, ვხედავთ [ტრამპის ადმინისტრაციისგან] დუმილს, გვიჩნდება კითხვა, რა ხდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით
„მიუხედავად იმ დიდი სკანდალისა, რაც ვნახეთ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და ვნახეთ, რომ USAID-ის საქმიანობა, ფაქტობრივად შეჩერებულია, ყოველ შემთხვევაში 90% პროგრამებისა...
1756302971
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: რეფორმამდე ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაციას, მსგავსი პრაქტიკა უკვე რადიკალურად შეიცვალა და კიდევ უფრო დადებითისკენ შეიცვლება მომავალში
„რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლინდა იმ მასშტაბის მანკიერებები, რაც ადასტურებს, რომ ცვლილებები უდავოდ დროული და აუცილებელი იყო. მიმდინარე პროცესებმა ცალსახად დაადასტურა, რომ რეფორმა სწორად დაი...
1756302534
მსოფლიოდონალდ ტრამპი: სოროსმა და მისი ფსიქოპათების ჯგუფმა ჩვენს ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა! ფრთხილად იყავით, თვალს გადევნებთ!
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯორჯ სოროსს და მის ვაჟიშვილს აშშ-ის ტერიტორიაზე ძალადობრივი პროტესტების მხარდაჭერის გამო ბრალდება უნდა წარუდგინონ. „ჯორჯ სოროსს და მის...
1756300477
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6968 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6974 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1756298736
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: გარე აქტორებს არ აწყობთ, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რაც ტრიალებს მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, რადგან ისინი გარე აქტორებისთვის არიან ინსტრუმენტები, ქვეყანაში მოახდინონ ქაოსი
„გარე აქტორებს არ აწყობთ, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რაც ტრიალებს მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, რადგან ისინი გარე აქტორებისთვის არიან ინსტრუმენტები, ქვეყანაში მოახდინონ ქაოსი“, - ამის შესახებ ფრაქცია...