გოგი ჩიქოვანი: ტყუილია, თითქოს მე და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა დავტოვეთ სამსახური

„არ დაიჯეროთ ჩემი სახელით გავრცელებული დეზინფორმაცია“, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი გოგი ჩიქოვანი მისი სახელით გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც მან აღნიშნა, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ მან და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების დიდმა ნაწილმა სამსახური დატოვა.

„უამრავი ზარი შემომდის, მწერენ მეგობრები და თანამშრომლები. საქმე იმაშია, რომ ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, ვითომდა სოციალურ ქსელში ჩემ მიერ გამოქვეყნდა განცხადება, თითქოს მე და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა დავტოვეთ სამსახური. არ დაიჯეროთ, სრული ტყუილია, მეც და ჩემი სამსახურის ყველა თანამშრომელი ღირსეულად ვასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. მუნიციპალურ ინსპექციაში 237-ზე ბევრად მეტი ღირსეული და პატრიოტი თანამშრომელი ემსახურება ქალაქს და ქვეყნის საქმეს! როგორც მოქალაქეს, არასდროს დამიმალავს ჩემი პოზიცია და ახლაც შემიძლია გავიმეორო, რომ სრულიად ვემხრობი და ვუჭერ მხარს კანონს გამჭვირვალობის შესახებ“, - აღნიშნა გოგი ჩიქოვანმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1716210699

ახალი ამბები

ექიმი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა

ცნობილი ექიმი, კარდიოლოგი, აკადემიკოს გულარნა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა.  გულიკო ჩაფიძემ სამედიცინო მოღვაწეობა 1954 წლიდან დაიწ...

გულიკო ჩაფიძე

1716207155

ახალი ამბები

ცნობილია ძმების ვინაობა, რომლებიც ეცერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ორი ძმის ლერი და როლანდ პაკელიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „სვანეთინიუსი“ ავრცელებს.  „ავტოსაგზაო შემთხვევას ეცე...

პოლიცია

1716203986

საზოგადოება

„საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო“ - ირაკლი კობახიძე

საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, -...

ირაკლი კობახიძე

1716200294

საზოგადოება

ზუგდიდი-მესტიის გზაზე მომხდარ ავარიას ძმები ემსხვერპლნენ

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ორი ადამიანი ემსხვერპლა.  გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც 2 ძმა გადაადგილდებოდა, ხევში გადავარდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1716196850

სოციალური მედია

მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის ბოლო ზარზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

ტელეწამყვანი მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის ნუცა მახვილაძის ბოლო ზარზე გადაღებულ ფოტოკოლაჟს გვიზიარებს. „ჩვენი ბოლო ზარი“,- წერს მაია ასათიანი. შეგახსენებთ, რომ 18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრა...

ასათიანი