გოგი წულაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო სექსუალურ ძალადობაში - ის თავშესაფარს სთხოვს საფრანგეთს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ნოემბერს პოლიტიკოსი გოგი წულაია უდანაშაულოდ ცნო სექსუალური ძალადობის ნაწილში და დამნაშავედ მიიჩნია იმგვარ ძალადობაში, რომელმაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ამ დანაშაულისთვის სასამართლომ წულაიას 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე ის 4 თვის განმავლობაში იყო წინასწარ პატიმრობაში, მხოლოდ ორთვიანი პატიმრობა ელის.

გოგი წულაია სასამართლო პროცესებში 2022 წლის ზაფხულის შემდეგ დისტანციურად მონაწილეობდა - ის ბოლო 4 თვეა საფრანგეთში ცხოვრობს და როგორც მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აპირებს თავშესაფრის მოთხოვნას მის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის გამო.

"ეს გოგო უჩიოდა კიდევ, ხან შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, ადგა და წავიდა.

სასამართლოსაც ეგ უთხრა, რომ მაგიტოა წასული", - ამბობს ვალერი გელბახიანი.

ის აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საკმარისი მტკიცებულებები გოგი წულაიას წინააღმდეგ გამოძიებას არც ძალადობის ნაწილში ჰქონია.

წყარო: რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ:

📍“რასაც თქვენ აკეთებთ არის ყალთაბანდობა” – რას წერს ჩერგოლეიშვილი „მთავარ არხზე“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715673606

ჰოროსკოპი

მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან - „პოზიტიური შანსები და შესაძლებლობები უდავოდ მოიმატებს“

13-19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა საკუთარ იუთუბ არხზე გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარე კვირა წინაზე ბევრად უკეთესი იქნება, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოვე...

ასტროლოგია

1715668478

ახალი ამბები

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 14 მაისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს: ნაძალადე...

შუქი დენი

1715666589

ახალი ამბები

14 მაისს თამარობა აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის (1166-1213 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს.  თამარი მისმა მამამ, გიორგი მესამემ სიცოცხლეშივე მეფედ გამოაცხადა. მაშინ იგი 12 წლის იყო და 5 წელი...

თამარობა

1715630859

ჰოროსკოპი

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მოიქეცით ისე, როგორც ყოველთვის იქცეოდით და დღე მშვიდად ჩაივლის. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც კარგ...

22 ნოემბერი

1715623702

ახალი ამბები

,,სამოქალაქო ომი, მაიდანი და ა.შ. საქართველოში ეს სცენარი ვერ შედგება” - პრემიერი

 რაც შეეხება თბილისის სამოქალაქო ომს, მაიდანს და ა.შ. და ამის გახსენებას, რა თქმა უნდა, საქართველოში ეს სცენარი ვერ შედგება, ამის არავითარი რესურსი არ აქვს იმ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელიც არის, ყველ...

ირაკლი კობახიძე