"გვარამია არ არის დაჭერილი ავტომობილის მოხმარებისთვის, ის დაჭერილია საკუთარი ტელეკომპანიის 7 მილიონით გაძარცვისთვის" - კობახიძე

ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასჯელს არა ავტომობილის მოხმარებისთვის, არამედ "რუსთავი 2"-ის  7 მილიონით გაძარცვისთვის იხდის.

გარდა ამისა, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილი  პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ არის და ამაზე საუბარი "პრინციპულად არასწორია" .

"რაც შეეხება დამნაშავეების გათავისუფლებას ეს არ არის 12 პუნქტიანის შემადგენელი ნაწილი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არის  პრინციპულად არასწორი. [მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია] ერთიც და მეორეც არის დამნაშავე ისინი არიან მხილებული მძიმე დანაშაულებში. გვარამია არ არის დაჭერილი ავტომობილის მოხმარებისთვის, ის არსი დაჭერილი საკუთარი ყოფილი ტელეკომპანიის 7მლნ- ით გაძარცვისთვის" - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714050980

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6910 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ფული, ვალუტა, ვალუტის კურსი

1714050087

ახალი ამბები

წყალტუბოში კაცი დაჭრეს

წყალტუბოში კაცი დაჭრეს. კაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19 108-ე...

ააა

1714049464

საზოგადოება

„დაგროვებული ფულით ბოლო მოდელის „მერსედესი“ ვიყიდე, რომელშიც ბენზინის ჩასასხმელი ფული არ მქონდა… შუქის ფულს ჩემი და მიხდიდა…“ - სტეფანე მღებრიშვილი

„2015 წელს, რაც მქონდა დაგროვებული ფული იმით ცხოვრობდი, რომელიც იყო ძალიან ცოტა. ჩამოვარდა ჩემი ფინანსური მდგომარეობა იმ დონეზე, რომ ჩემი და მიხდიდა შუქის ფულს. ჩამოვარდა ჩემი ფინანსური მდგომარეობა იმ...

სტეფანე მღებრიშვილი

1714048426

ახალი ამბები

„თანასოფლელს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

ქვემო ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლ...

დაკავება

1714048236

ახალი ამბები

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდ...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,