"ინტერვიუში არავითარი ქართველი არ იგულისხმება" - გიული ალასანია
"ინტერვიუში არავითარი ქართველი არ იგულისხმება", – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ, სააკაშვილის „შპიგელთან“ ინტერვიუს იმ ნაწილზე საუბრისას განაცხადა, სადაც სააკაშვილი ამბობს: „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი, მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.
ალასანიას თქმით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან მიდიოდნენ და აფრთხილებდნენ, რომ საქართველოში ოქტომბრამდე უნდა დაბრუნებულიყო.
მისივე თქმით, ეს არის კრემლის სპეცოპერაცია.
„ამასთან დაკავშირებით გაიმართა რაღაც სპეკულაცია საზოგადოების მხრიდან, ვინ იგულისხმება, რა იგულისხმება, როგორ იგულისხმება. არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება, არანაირად. ლაპარაკია უკრაინაზე, ახლა არის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ტერმინი რუსეთში, რაც ნიშნავს საინფორმაციო ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას.
ჩემი შვილის შემთხვევაში მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილებში, სადაც ნახავდნენ, იქნებოდ აეროპორტი, კაფე, თუ ქუჩა და აფრთხილებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა არის აუცილებელი, ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე, უსათუოდ ოქტომბრამდე.
რატომ? იმიტომ, რომ მზადდებოდა ეს ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს, ის არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით. ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწიეს. მიაღწია კრემლმა და ჰყავს ახლა აქ გამოკეტილი უკვე წელიწადი და ოთხო თვეა და ფაქტობრივად, კლავენ. ეს არის კრემლის სპეცოპერაცია, რომელსაც სამწუხაროდ, აკეთებენ ქათული ხელისუფლების ხელით. კონკრეტულად არავისზე არ არის საუბარი. ვანო მერაბიშვილზე არაერთხელ უთქვამს იგივე, რაც იქ არის დაბეჭდილი, ადრეც უთქვამს, რომ ამ მოვლენებთან მას არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ალასანიამ.
ამასთან, ალასანიას ჰკითხეს, რა როგორი ფორმით მოხდა სააკაშვილის ინტერვიუს ჩაწერა, რაზედაც ყოფილი პრეზიდენტის დედამ აღნიშნა:
„ჩემი მეშვეობით მოხდა ამ ინტერვიუს ჩაწერა, თვითონ წერს ამ წერილებს, მე უბრალოდ გადავბეჭდე და მივაწოდე.
თქვენ არ მოისმინეთ ბოლო დაკითხვა ბრიტანელი ექსპერტის, რომელმაც დარბაზს მიმართა და უთხრა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ვისთან გვაქვს საქმე.
ადამიანის საწყისი მდგომარეობა, მისი ინტელექტი იყო ძალიან მაღალი და იმასთან შედარებით ვეღარ არის ფორმაში, მაგრამ ბევრთან შედარებით უფრო მაღალია", - აცხადებს ალასანია.
პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ხალხი, რომელმაც მისი ჩამოსვლა დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.
ამავე თემაზე:
1794166688
მსოფლიოპოლონეთის პროკურატურამ კრაკოვში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო
პოლონეთის პროკურატურამ, 7 ნოემბერს კრაკოვის ისტორიულ ცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება „ტერორისტული ხასიათის დანაშაულის“ მუხლით დაიწყო. თავდამსხმელი 2002 წელს დაბადებული კაცია, რომელიც, გამ...
1794164908
საზოგადოებაუკრაინელი ჟურნალისტი: ადამიანები შეძრწუნებულები არიან როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა, საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ სამწუხარო და უარყოფით რეალობას, რომელიც უკრაინაშია
„ადამიანები შეძრწუნებულები არიან, როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა. ცენზურა სიტყვის თავისუფლებას ახშობს. საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ...
1794162359
საზოგადოებაგური სულთანიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: პირდაპირ ეთერში ხელყუმბარა ჰქონდათ შეგდებული და „იმედი“ დაარბიეს, ეს ხალხი როდესაც საუბრობს მედიის მიტაცებასა და მედია თავისუფლების შეზღუდვაზე, ძალიან სასაცილოა
„ჩემი სტუდენტობის პერიოდში სოციალური ქსელები არ არსებობდა და ტელევიზია და „მეინსტრიმული“ მედია იყო მთავარი საშუალება. დატოვეს მარტო „კავკასია“, ესეც იმიტომ, რომ ოპოზიციონერი თუ იყავი, „კავკასიისთვის“...
1794158769
ახალი ამბებიგოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილ...
1794158210
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ილიას გზა, ანდერძი, მოღვაწეობა - არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ, ეს არის ის დღევანდელობა და ხვალინდელი დღე, რომელზედაც ჩვენ განუხრელად უნდა ვიაროთ
ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...



























