ირაკლი კობახიძე - ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის ერთადერთი პრინციპული განსხვავებაა ის, რომ ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე და სააკაშვილმა შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი პრინციპული განსხვავება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსადა ანდერს ბრეივიკს შორის არის ის, რომ ბრეივიკმა „მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა".

კობახიძემ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დაცვის დარგში ჯილდოს მინიჭება ცინიკურად შეაფასა.

„ეს არის, რა თქმა უნდა, ცინიზმი. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ანიჭებს ამ ჯილდოს, როდესაც ნორვეგიაში ადამიანის უფლებების დარგში ენიჭება ჯილდო მიხეილ სააკაშვილს, ეს არის უბრალოდ ცინიზმი. რაც შეეხება ბრეივიკთან შედარებას, მე ერთ რამეს ვიტყოდი, პრინციპული განსხვავება ერთადერთია ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის, ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე და სააკაშვილმა შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ციხეებში, აგვისტოში და ა.შ. ეს არის ერთადერთი პრინციპული განსხვავება ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კობახიძის განცხადებით, ის ცდილობს დაიკლოს წონაში, რის გამოც მისი ოჯახის წევრებს მიაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები. მან სააკაშვილის ოჯახის წევრებს მოუწოდებს არ წაახალისონ მისი თვითდაზიანება.

„მიხეილ სააკაშვილის მიზანია დაიკლოს წონაში, ამიტომ შეაქვთ მასთან ოჯახის წევრებს დაბალი კალორაჟის საკვები. ეს არის უბრალოდ კატასტროფა. მე მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები და არ წაახალისონ ეს თვითდაზიანება, რომელსაც ახორციელებს მიხეილ სააკაშვილი. თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების მიზეზი“,- განაცხადა კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713976888

მსოფლიო

რუსეთმა, შესაძლოა, დიდი შეტევა წამოიწყოს ივლისში ნატოს სამიტის დროს - ატლანტიკური საბჭო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, გამოიყენოს შესაძლებლობა და დაიწყოს დიდი შეტევა ივლისში ნატოს სამიტის დროს, - წერს ატლანტიკური საბჭო. „სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის ახალი შეტევა და...

ატლანტიკური საბჭო

1713973442

სპორტი

„წახალისება ყოველთვის პოზიტიურად აისახება, მინდა მადლობა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“, ეს სიახლე ჩვენი ფეხბურთისთვის უდიდესი პოზიტივია“- ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფონდ „ქართუს“ გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს ნაკრებისთვის ჯილდოს სახით, 30 მილიონი...

კობიაშვილი

1713972854

მსოფლიო

ბაიდენმა 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

დღეს, 24 აპრილს, საბოლოოდ დამტკიცდა აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის - დოკუმენტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაი...

ააა

1713967216

ჰოროსკოპი

24.04.2024 - „ჩაიფიქრეთ სურვილები და ის აუცილებლად აგიხდებათ“

როგორი იქნება 24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს.  „დღევანდელი დღის მფარველი არის მერკური და აუ...

ნინა სუსლოვა

1713965711

ახალი ამბები

ბათუმში მანქანა 13 წლის მოზარდს დაეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 13 წლის გოგოს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს მანქ...

ააა