კობახიძე: სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარა არა "ალტ-ინფომ", არამედ "ნაცმოძრაობამ" არავითარი ტოლობის ნიშანი - "ნაცმოძრაობაზე" მეტი რუსეთი საქართველოში, ბუნებრივია, არავინ არის
"სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარა არა „ალტ-ინფომ“, არამედ „ნაცმოძრაობამ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება კანონის ამოქმედებას იმისათვის, რომ "ალტ-ინფოს" მიერ შექმნილი პარტია "კონსერვატიული მოძრაობა" აიკრძალოს, კობახიძე პასუხობს:
"კონსტიტუციის მიხედვით, არსებობს მოსარჩელე სუბიექტი და ეს შეიძლება ეს იყოს პრეზიდენტი, პარლამენტართა რაოდენობა, მთავრობა.
ერთადერთი სუბიექტი, ვისაც შეუძლია პარტიის აკრძალვა ეს საკონსტიტუციო სასამართლოა.
შესაბამისად, ერთ-ერთ სუბიექტის ინტერესის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით.
თუმცა, აქ, ვიტყვი ერთ რამეს, როდესაც საქმე ეხება მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც წლების მანძილზე ძალადობდნენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“ გვახსენდება, რომელიც 9 წლის წლის განმავლობაში ძალადობდა ხალხზე ბიზნესის რეკეტის ფორმით, პატიმრების გაუპატიურებისა და წამების ფორმით და რომელიც საზოგადოებაზე ძალადობას ახლაც აგრძელებს ოპოზიციის რიგებიდან.
არავითარი ტოლობის ნიშანი.
„ნაცმოძრაობაზე“ მეტი რუსი არავინ არის საქართველოში, იმიტომ, რომ 20% რუსეთს ჩააბარა არა „ალტ-ინფომ“, არამედ „ნაცმოძრაობამ“.
სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარა არა „ალტ-ინფომ“, არამედ „ნაცმოძრაობამ“.
შესაბამისად, „ნაცმოძრაობაზე“ მეტი რუსეთი საქართველოში, ბუნებრივია, არავინ არის", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1790529939
ახალი ამბებიიონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!
„თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...
1790527143
ახალი ამბებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...
1790523869
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...
1790520378
ახალი ამბებიოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...
1790518047
ახალი ამბებიშიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული
„მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...































