კრემლის კრიტიკოსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი საქართველოშია - "მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად მოვდივარ"
რუსი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი ქსენია სობჩაკი თბილისში იმყოფება.
როგორც თავად ამბობს, საქართველოში კერძო ვიზიტით არის ჩამოსული.
"მიყვარს თბილისი.
აქ საკმაოდ ხშირად მოვდივარ. აქ არის მამაჩემის ძეგლი.
რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს უარს ეუბნებიან საქართველოში შემოსვლაზე, ვიცი, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა აქ არ შემოუშვეს, მათ შორის (ტელეკომოანია „დოჟდის“ ჟურნალისტი) მიხაილ ფიშმანი.
არ ვიცი, რატომ უთხრეს მას უარი.
საქართველო სუვერენული ქვეყანაა.
ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერი ქვეყნის უფლებაა.
საზღვარზე არანაირი პრობლემა არ მქონია“, - განაცხადა სობჩაკმა „ფორმულასთან“.
ქსენია სობჩაკი რუსეთში მოღვაწე კრიტიკული ჟურნალისტია, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მას მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია. ამასთან, ქსენია სობჩაკი 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ოპონენტი იყო.
ასევე დაგაინტერესებთ:
1716013865
ახალი ამბებიგორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობის დროებით, სპეციალური რეჟიმი დაწესდება - ნახეთ, როდიდან ამოქმედდება შეზღუდვა
,,21, 23 და 24 მაისს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება," – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გ...
1716013125
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი. თბილისში 18 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს შესაძლო...
1715978455
საზოგადოება„ეს იყო უდიდესი საერთო-სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით“ - საპატრიარქო
„უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა...
1715978003
ახალი ამბებიშუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მაისს 10:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, მ...
1715976674
ჰოროსკოპი18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ეცადეთ, ოჯახის წევრებს და მეგობრებს თქვენი სიყვარული და მზრუნველობა უფრო ხშირად დაანახოთ. ოჯახის მხარ...