ლამარა აბჟანდაძე: მოვუწოდებ, სანამ მთლად არ ჩაძირულა მათი ავტორიტეტი, ებრძოლოს მათ რიგებში მოკალათებულ მხეცური აზროვნების პოლიციელებს

91 წლის ქართველი ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში პოლიციელის მიერ გუშინ შშმ პირის ცემის ფაქტს ეხმაურება და წერს:

“არ ვიცი, როგორ უნდა უყურო პოლიციელის ქცევას, თუ ბოროტებას, თუ ბარბაროსობას, თუ რას? სიტყვაც კი ვერ მომიძებნია თუ რა დავარქვა იმ პოლიციელის აღვირახსნილ, მხეცურ ცემას შრომისუნარ შეზღუდულ მოქალაქეზე, რომელიც მეტროში მოხდა.

მე დავკარგე შეხედულება საერთოდ პოლიციელებზე.

ამას მაფიქრებინებს სხვა პოლიციელების დუმილი მომხდარზე, ან თუნდაც დღევანდელ აქციაზე პოლიციელთა მიერ დაპატიმრებები უბრალო მოქალაქეებისა.

იმის მაგივრად, რომ პოლიციამ თვითონ გამოააშკარაოს დამნაშავე პოლიციელი, პირიქით იცავს ასეთ დამნაშავეებს.

მე მოვუწოდებ პოლიციას, სანამ მთლად არ ჩაძირულა მათი ავტორიტეტი, მანამ თვითონვე ებრძოლოს მათ რიგებში მოკალათებულ მხეცური აზროვნების პოლიციელებს", - წერს ბლოგერი.

მედიაში გუშინ, 24 იანვარს გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე  შსს-ს 2 თანამშრომელი გავრცელებული შემზარავი კადრების შემდეგ დღეს 25 იანვარს დააკავეს.

ამავე თემაზე:

🔳 ტრამვირებულია, დაზიანებები აღენიშნება - როგორია ბიჭის მდგომარეობა, რომელიც პოლიციელმა სასტიკად სცემა

🔳 შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციაზე ნატა ფერაძე დააკავეს 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716193368

ახალი ამბები

საქართველოში უმუშევრობის დონე 4%-ით შემცირდა - საქსტატი

2024 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთანშედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ, სამუშაო ძალის მაჩვენებლების შესახებ...

ააა

1716191059

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. სამძებრო ჯგუფმა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ვერტმფრენის ნამსხვრევე...

ირანის პრეზიდენტი

1716190985

ჰოროსკოპი

„გვაქვს სავსემთვარეობის კვირა, რაც არის ძალიან ჯადოსნური... შესაძლოა აღმოაჩინოთ საგანძური“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

„იწყება ბევრი დადებითი ასპექტის მქონე კვირა. შესაძლებლობების ფანჯარა იღება, რომელიც არ იქნება მხოლოდ 1 -კვირიანი. მზე გადადის ტყუპების ზოდიაქოში, 26 მაისიდან კი პლანეტა იუპიტერიც გადავა ტყუპებში. ენერ...

სოფია ბზეკალავა

1716190835

საქართველო

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა კვირის ბოლომდე დაიწყება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სუბსიდირებული ფრენები დაინიშნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  „ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეი...

 ირაკლი კობახიძე

1716186622

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი.  ქ. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურ...

აა