ლევან ხაბეიშვილი: იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე მთავარ კრიმინალთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხედან, მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტაციის გაყალბების გამო ხელები მიემტვრევათ
"იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე მთავარ კრიმინალთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხედან, მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტაციის გაყალბების გამო ხელები მიემტვრევათ", - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების პროცესი იმართება.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესი დროულად დასრულდეს. მისივე განმარტებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი მძევლობაში და ტყვეობაშია, სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში ვერ იქნება.
“მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჯანდაცვის კრიმინალი მინისტრი და იუსტიციის მინისტრი რომ უზის და აყალბებენ, მათ შორის კონკრეტულ დოკუმენტაციას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კარგად უნდა იცოდნენ, რომ ხელები მიემტვრევათ იმ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებს. პირდაპირი მნიშვნელობით ხელები მიემტვრევათ.
ამიტომ, დღეს, ცხადია, წარმოდგენილი ვარ სასამართლოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მალე მორჩეს.
ისედაც ამდენი ხნის განმავლობაში გაიწელა და ყველა ვხედავთ, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაჩქარდეს, პროცესი იწელება. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კარგად იცოდეს, არანაირი სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი არ და ვერ იქნება, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი მძევლობაში და ტყვეობაშია.
შესაბამისად, გადაწყვეტილება აქვს მისაღები პრეზიდენტის სიკვდილსა და პრეზიდენტის გადაყვანას შორის. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად გაიაზროს, რომ თავმჯდომარის არჩევნები დასრულდა, ენმ-ს მხარდამჭერებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს და ხალხს ჰყავს მთავარი მტერი- ბიძინა ივანიშვილი და გაჭირვება.
“ამაზე რომ ვკონცენტრირდეთ, ეს არის მნიშვნელოვანი და ვინმეს თუ უბრალოდ კინკლაობა უნდა, ეს მისი საქმეა”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1781638067
ახალი ამბებიThe Telegraph: ევროპა ნელ-ნელა აცნობიერებს კაია კალასის აბსურდულობას
„ევროკავშირს 2010 წლიდან აქვს დინამიკური სახელწოდების მქონე საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) - ბოლო 18 თვეა, ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს უკავია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი...
1781635563
ახალი ამბებითამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი თვეა, საერთოდ არაფერში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „პალიტრა ნიუსის“ ეთერში ოპოზიციის ალიანსში „ნაციონალური მოძრაობის“ როლზე საუბრობს და აცხადებს, რომ ფაქტობრივად ისინი „ალიანსში“ არც არიან და უკვე...
1781632786
მსოფლიორუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა ევროკავშირში თუ გაწევრიანდა, ის მაშინვე დაიშლება
ევროკავშირი შესაძლოა „უბრალოდ დაიშალოს“, თუ მასში უკრაინა გაწევრიანდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡ ᲨᲘᲓᲐ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲗᲕᲐᲚᲡᲐᲖᲠᲘᲡᲘᲗ, ᲨᲔᲡᲐᲫᲚ...
1781631138
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ლუქსემბურგს ვთხოვეთ, რომ ევროკომისიას საქართველოსთან დიალოგის განახლება შესთავაზონ
ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას მასპინძლობს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახა...
1781627834
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...































