ლევან ხაბეიშვილი: ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს სთხოვს მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე და ასევე თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ.
როგორც ხაბეიშვილი ამბობს, საქართველოში 63 რაიონია და ნიკა მელიამ „ამ დროისთვის 2 ორგანიზაცია ჩააგდო ამგვარ უხერხულ მდგომარეობაში“.
"მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ, რამდენიმე რაიონში აპირებს მსგავსი ბრიფინგების გაკეთებას.
კარგი იქნებოდა, მიშას სიცოცხლისთვისა და რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა მოეთხოვა ასეთივე დაჟინებით, როგორც საკუთარი თავისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა.
უცნაურია, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, რას ამტკიცებს 63 რაიონიდან მაქსიმუმ 7-8 - ში ასეთი ბრიფინგებით, ვის აკვირვებს ან რას გვიმტკიცებს, ანუ, მისივე დაწერილი საკრებულოს სიებიდან რომ რამდენიმე მხარს უჭერს, ეს არის გასაოცარი?!
ჩემო ძვირფასებო, დაჰყევით და ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას. 10 დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა და რეალურ საქმეს მივხედავთ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიშას და ქვეყნის თავისუფლებისთვის“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, პარტიამ ბოლო 1 წელი უმოქმედოდ გაატარა.
„თუ რამე იყო დასაცინი და ივანიშვილისთვის საჩუქარი - უმოქმედო ოპოზიციაა!!! ახლა აირჩიეთ როგორი ოპოზიცია გსურთ ნაცვლად მოთქმისა... არჩევნები იმის არის, რომ დაინახოთ ყველანაირი სხვაობა და ისე გააკეთოთ არჩევანი.
წინ დიდი ბრძოლა გვაქვს ივანიშვილის რეჟიმთან და შიდა არჩევნებში უნდა გამოიწრთოს ლიდერი",- წერს ლევან ხაბეიშვილი.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით აირჩევენ.
ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვრამდე გასტანს. კენჭისყრა ფარული იქნება. პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ენმ-ის მხარდამჭერებს, 18 წლის ასაკიდან.
13 იანვარს პარტიამ ამომრჩევლების რეგისტრაციის პროცესი გამოაცხადა. ამომრჩეველთა ვინაობას სპეციალური კომისია ამოწმებს.
1775149587
ახალი ამბებიცოტნე კობერიძე გაერთიანებულ „ნაცმოძრაობაზე“: როცა ერთმანეთისთვის აქვთ ნაძახები პოლიტიკური ლეში, ბებერი სუტენიორები, კეზერას ჯუჯალარები, მოღალატეები და გაყიდულები, მე იქ არ ვიქნები
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე „ტვ პირველის“ ეთერში გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს და ამბობს, რომ ის არ იქნება ისეთი ალტერნატივის ნაწილი, სადაც ერთმანეთს პოლიტიკურ ლეშს, კეზერას...
1775147595
ახალი ამბებიარქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ცოდვები არიან ის ადამიანები, ვინც ეკლესიას ლანძღავს, ან სპეკულაციებით ცდილობს ეკლესიაზე რაღაც გავლენა მოახდინოს, ეკლესიაზე გავლენას ახდენს ყოვლადწმინდა სამება - მამა, ძე და სულიწმიდა
სრულიად საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ, 3 აპრილს, წმინდა სინოდი პირველად შეიკრიბება. სხდომა 12 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მოწვევით გაიმართება. განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთეს სას...
1775145554
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად, რასაც გულწრფელად ვაფასებთ მეც და მთელი საქართველოც
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის პეტერ პელეგრინის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობისა და შინაარს...
1775143948
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა
„გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს“, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე...
1775141977
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა - ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, „ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩ...































