ლოცვა წმინდა სპირიდონისადმი ფულისა და კეთილდღეობისთვის

მართლმადიდებლობაში მატერიალური კეთილდღეობა ადამიანის ჭეშმარიტ მიზნად არ ითვლება. თუმცა, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და შესანიშნავად გვესმის, თუ როგორ გვჭირდება ხოლმე დახმარება სააქაო საქმიანობაში. კეთილდღეობის თხოვნა ცოდვა არაა, ადამიანები მუდმივად მიმართავენ წმინდანებს მსგავსი თხოვნით, ყველაზე ხშირად კი ამას წმინდა სპირიდონს ევედრებიან. მას სამსახურთან, ფულთან, სტაბილურობასთან და მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში სთხოვენ დახმარებას.

ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, გიამბოთ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ისტორია და გასწავლოთ, თუ როგორ უნდა შესთხოვოთ მას დახმარება.

ლოცვა წმინდა სპირიდონისადმი

 

წმინდა სპირიდონი მესამე საუკუნის ბოლოს, კუნძულ კვიპროსზე დაიბადა. სასწაულმოქმედი ბავშვობიდანვე ჰბაძავდა თავის ნეტარ მასწავლებლებს სუფთა და ღვთისმოშიში ცხოვრებით. იგი დავიდივით თავმდაბალი და იაკობივით გულკეთილი იყო. ზრდასრულობისას, სპირიდონი ოჯახის მამად იქცა.

წმინდანი უჩვეულოდ კეთილისმსურველი და გულუხვი იყო. ეს ბევრს იზიდავდა: უსახლკაროებს, რომლებიც მის სახლში თავშესაფარს ჰპოვებდნენ, მოგზაურებს, რომლებიც საკვებსა და დასვენებას იღებდნენ… კეთილი საქმეებისა და უფლის გულწრფელი რწმენის წყალობით, ღმერთმა იგი კეთილშობილი ნიჭით დაასაჩუქრა: ავი ძალების განდევნისა და დაავადებების განკურნების უნარითა და გამჭრიახობით.

კონსტანტინე დიდისა და მისი ვაჟის, კონსტანციას მეფობის პერიოდში, წმინდა სპირიდონი ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად იქცა. წოდებას მისი ცხოვრების წესი არ შეუცვლია, სპირიდონმა შეათავსა საეკლესიო მსახურება კეთილ საქმეებთან. გვალვისა და შიმშილის დროს, წმინდანის ლოცვის შემდეგ, წამოვიდა წვიმა და ქალაქში სიღარიბე გაქრა.

წმინდანმა უამრავი სასწაული მოახდინა. ყველა მათგანის აღწერა რთულია, თუმცა ზოგიერთს აუცილებლად გავიხსენებთ. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა წმინდანის ერთ-ერთი მეგობარი უსამართლოდ გამოკეტეს ციხეში. სპირიდონმა მის დასახმარებლად გასწია, თუმცა გზად წყალი მოვარდა. წმინდანს არ შეშინებია: უფლის მტკიცე რწმენით, მან წარმოთქვა ლოცვა, ნიაღვარი კი ჩაცხრა და წყალი მიწამ შთანთქა. სპირიდონი დაეხმარა უდანაშაულო მეგობარს – იგი გაათავისუფლეს.

ცნობილია, აგრეთვე, ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიჭრნენ ქურდები სპირიდონის საქონლის სადგომში, ცხვრების მოსაპარავად. შუა ღამით, ქურდები სადგომში შევიდნენ, თუმცა უხილავმა ძალამ ისინი შებოჭა. გათენებისას, მოძღვარი შევიდა ცხვრებთან და, როცა ხელფეხშეკრული ქურდები დაინახა, ილოცა, გაათავისუფლა და დიდხანს არწმუნებდა, უარი ეთქვათ ამ მრუდე გზაზე, ლუკმა-პური წესიერი შრომით მოეპოვებინათ. შემდეგ, თითო ცხვარი აჩუქა, გაუშვა და ალერსიანად თქვა: “ტყუილად ხომ არ გაგითენებიათ ღამე.”

სიცოცხლის ბოლო დღეებამდე, წმინდანი სინდისის კარნახით, უფლის რწმენით ცხოვრობდა. ეხმარებოდა გაჭირვებულებს, გზიდან გადასულებს სწორდ გზას უჩვენებდა და ურყევად ენდობოდა უფლის ძალას. გარდაცვალებისას, წმინდანმა წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც უფლისა და ახლობლებისადმი სიყვარულს გამოხატავდა. ლოცვის დროს, წინასწარ დათქმულ საათზე, სპირიდონმა სუნთქვა შეწყვიტა.

წმინდანები დღემდე იხსენებენ სპირიდონის საქმიანობას და მას დახმარებას, კეთილდღეობასა და ფინანსურ უზრუნველყოფას ევედრებიან. წმინდანი ეხმარება ყველას, უფალთან შუამავლობს მათთვის, ვინც სუფთა გულით ლოცულობს. მისი ხსენების დღედ 25 დეკემბერი ითვლება. თუ სპირიდონისადმი ლოცვის წარმოთქმა გსურთ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ამის გაკეთება როგორც ეკლესიაში, ისე სახლშიც.

ამ უძლიერესი ლოცვის სიტყვები მარტივია. ნუ წარმოთქვამთ ლოცვას უმიზეზოდ, აუცილებლად ჩააქსოვეთ მასში კარგი აზრები.

ლოცვა მატერიალური კეთილდღეობისთვის

 

-“ჰოჲ, ყოვლად-ნეტარო წმიდაო მღუდელ-მთავარო სპირიდონ, ევედრე კეთილ-სახიერებასა კაცთმოყუარისა ღმრთისა, რათა არა დაგუსაჯოს ჩუენ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ ჰყოს ჩუენ ზედა წყალობისაებრ მისისა. ევედრე ქრისტესა და ღმერთსა ჩუენსა, ჩუენ ღმრთისა მონათა გამო (სახელები), რათა მოგუცეს ჩუენ მშვიდობითი და უშფოთუელი ცხოვრებაჲ, სულისა და ხორცის სიმრთელეჲ. გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა სულიერისა და ხორციელისა, ყოვლისაგან ქენჯნისა და სატანებრივისა ცილისწამებისა. მომიხსენე ჩუენ წინაშე საყდრისა ყოვლისმპყრობელისა და ჰვედრე უფალსა, რათა მოგუცეს ჩუენ მრავალთა შეცოდებათა ჩუენთა შენდობაჲ, უჭირველი და უშფოთველი ცხოვრებაჲ, მოგუმადლოს ჩუენ ურცხუენელი და მშვიდობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩუენისაჲ და მომავალსა საუკუნესა შინა მარადიულსა ნეტარებასა ღირს გვყოს, რათა დაუსრულებელად დიდებასა და მადლობასა აღვავლენდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა მიმართ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.”

ამ ლოცვის სიტყვები ძლიერ დაცვად იქცევა მისთვის, ვინც მათ კეთილი განზრახვით წარმოთქვამს. გახსოვდეთ, რომ კეთილდღეობის თხოვნა ცოდვა არაა, თუმცა ეს არც უმიზეზოდ გააკეთოთ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714765122

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძესა და შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც, მხარეებმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს. რ...

ირაკლი კობახიძესა და შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

1714762909

საზოგადოება

შსს: აქციის მონაწილეები სამართალდამცველთა ფორმების ჩაცმას გეგმავდნენ - თითქოს, პოლიცია აქციას შეუერთდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები და გარკვეული პოლიტიკური ძალები გეგმავდნენ შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენელთა ფორმები...

შსს

1714760565

ახალი ამბები

სასტუმრო „პარაგრაფთან“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 1 პირი დააკავეს

სასტუმრო პარაგრაფთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ დაუდ...

შსს

1714759295

სოციალური მედია

„დასვენება მინდა, აწი თქვენ იბრძოლეთ“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე?

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ჩემთვის ძალიან სახიფათო ჩელენჯი წამოიწყეს - „სად იყავი ნაცების დროს". სანამ შემომიხტებით სჯობს თ...

ჟურნალისტი

1714755882

ახალი ამბები

რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში? - „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ტექსტს ავრცელებს

„ქართული ოცნება“ აქვეყნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სრულ ტექსტს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი და დასკვნები თავად გამოიტანოს. „ბოლო დღეებ...

პარტია "ქართული ოცნება"