“მარჩელოც ახალგაზრდა დამამახსოვრდა - ახალგაზრდა, ლამაზი და იტალიურად თავქარიანი“ - თემურ კილაძე
ცნობილი ოზურგეთელი ბიზნესმენი, პროფესორი და მწერალი, თემურ კილაძე, რომელიც ამჟამად ევროპაში ცხოვრობს, მალე ახალ რომანს იტალიურ ენაზე შემოგვთავაზებს. რომანს “ოქროს საწმისი”, ერთ-ერთი უდიდესი იტალიური გამომცემლობა “albatros“ გამოსცემს. წიგნის გამოცემისთანავე, “ოქროს საწმისი“, მთელი იტალიის ფარგლებში, წიგნების მაღაზიაში “Messaggerie Libri SpA“ განაწილდება.
Exclusivetv.ge-ს მკითხველისთვის, „ოქროს საწმისის“ შესახებ წარმოდგენის შექმნას, ავტორის, თემურ კილაძის წინასიტყვაობით ვიწყებ, რომელიც ავტორმა ექსკლუზიურად ჩვენ მოგვაწოდა. აგრეთვე გთავაზობთ წიგნში გამოცემული ამბის იტალიურ ვერსიას.
„მიზეზი, რის გამოც წიგნის დაწერა გადავწყვიტე, იტალიასთან, ჩემს მჭიდრო კავშირს უკავშირდება. სულ მაღიზიანებდა, საქართველოს ძირითადად მხოლოდ კალაძით, რომ იცნობდნენ (არაფერი მისი საწინააღმდეგო არ მაქს) და ის რომ საქართველოზე და ქართველებზე არაფერი იცოდნენ.
ბოლო ბოლო, რომანი, მაინც სიყვარულზე უფროა თუ საქართველოზე, გადაწყვიტეთ თქვენ. თუ ტექსტები მოგეწონებათ, შეიძინეთ და აჩუქეთ თქვენს იტალიელ ნაცნობებს, მეგობრებს, მათ შვილებს, შვილიშვილებს.“ - თემურ კილაძე.
ამონარიდი “ოქროს საწმისიდან“ - არსებობს კი მიქელ-გაბრიელი? არის კი ღმერთი? ღმერთი რომ ყოფილიყო, სიბერეს არ მოიგონებდა. გაგიგონიათ? კარგი სიბერე ჰქონდაო. სად გაგონილა კარგი სიბერე? კარგი სიბერე ისაა, როცა ახალგაზრდა მოკვდები, ყოველ შემთხვევაში მაშინ, როცა დალევაც შეგიძლია, ქალიც გინდა და ყოველდღე იმაზე ფიქრობ, როგორ გადაატრიალო ეს ქვეყანა. ღმერთი რომ ყოფილიყო, ადამიანს სამოც წლამდე აცხოვრებდა, მერე კი უკუთვლით დაიწყებოდა წელთაღრიცხვა – ორმოცდაცხრამეტი, ორმოცდათვრამეტი... ორმოცი და იქნებ ათ და თხუთმეტ წლამდეც კი გვეცხოვრა. შეიძლება ზოგს სამოც წლამდეც ვერ მიეღწია, მაგრამ სიბერეს ყველაფერი აჯობებდა.
სამაგიეროდ, წარმოგიდგენიათ, როგორ გაუმართლებდა მათ, ვინც უკუთვლით ოცდაათ წლამდე მიაღწევდა, ხვდებით, რა დღეს დაათენებდა. როგორ დაერეოდა ქალებს და როგორ გადაატრიალებდა ქვეყანას. მე სიბერე, როგორც ცნება, მხოლოდ იმიტომ მაწუხებს, რომ ჩემი ახლოვდება კოსმოსური სიჩქარით. გახსოვთ რა თქვა გენიოსმა? ასაკთან ყველა იმ სახეს იღებს, რასაც იმსახურებსო, შენ რა კარგი გეკუთვნის?! სარკესთან მივედი. წვერში ჭაღარა გამომრევია, თვალებიც სევდიანი გამხდომია. სარკის დიდად არ მჯერა, მაგრამ მაინც მეწყინა. გამახსენდა, იტალიაში მცხოვრებმა, რამდენიმე ფილმი ვნახე უკვე მოხუცი ნინო მანფრედის მონაწილეობით. მე ის ფილმიდან “პური და შოკოლადი“ მახსოვდა, ახალგაზრდა, ანცი, ხალისიანი. კიდევ კარგი, ბოლო ფილმებში უმწეო ბებერს არ ჰგავდა და ის სიანცე და სიხალისე კიდეც შემორჩენოდა. მანფრედიმ მარჩელო მასტროიანი გამახსენა და ვიკითხე, სად არის-მეთქი? თურმე, გარდაცვლილა მარჩელო, მთელი საბჭოთა კავშირის სათაყვანო მარჩელო. რუსი ქალები თვალცრემლიანი მისძახოდნენ, მარჩელო, შვილი გვინდა შენგანო. მარჩელოც ახალგაზრდა დამამახსოვრდა ფილმებიდან “ქორწინება იტალიურად“, “გუშინ, დღეს, ხვალ...“ ახალგაზრდა, ლამაზი და იტალიურად თავქარიანი.
თურმე მოხუცი მომკვდარა, მაგრამ მე გამიმართლა და მისი სიბერე არ მინახავს. ღმერთი რომ ყოფილიყო, მარჩელოს როგორ დააბერებდა?! მის ცხოვრებასაც უკან მოაბრუნებდა და ახლა ნახევარი რუსეთის მოსახლეობა ქერა კი არა, შავგრემანი იქნებოდა. კაცებს იქნებ ხასიათიც უკეთესობისაკენ შესცვლოდათ. ასეთ რუს ტურისტს ვინმე აჯობებდა?! არ ვიცი, რატომ მოიგონა ღმერთმა სიბერე. იქნებ ქალები შეეცოდა, იქნებ ქვეყნის გადაბრუნების შეეშინდა, იქნებ კიდევ სხვა რაღაც აწუხებდა და ჩვენ დღემდე არ გაგვაგებინა.
Ma esiste o no l’Arcangelo Gabriele? E Dio? Se Dio esistesse, non avrebbe mai inventato la vecchiaia. Avete mai sentito dire: ha avuto una bella vecchiaia? È possibile che una cosa del genere sia bella? Sì, certo, è bella quando muori ancora giovane! In ogni caso quando c’è ancora la voglia di vivere, divertirsi, la voglia di donne, insomma quando pensi a come rivoltare questo mondo a tuo piacimento. Se Dio esistesse, avrebbe fatto vivere una persona fino a sessanta anni e poi il conto sarebbe andato al rovescio: cinquantacinque, cinquantaquattro… quaranta e così potrebbe essere bello vivere fino all’età di dieci oppure quindici anni. Può essere, che alcuni non sarebbero arrivati neanche a sessanta, però sarebbe stato sempre meglio che la vecchiaia. Ma vi immaginate come sarebbe bello? Che futuro meraviglioso quando comincia il conto alla rovescia! Basta solo pensare a un uomo che dall’età di sessant’anni torna a essere giovane. Minimo minimo, tutti sarebbero diventati dei Casanova! Oggi la vecchiaia mi preoccupa solo perché sento quella mia, che si avvicina con passi da gigante. Ancora oggi, nei vari social network le ragazzine mi scrivono che sono proprio “simpa!”, ma ragazzine, intendo, di un’età, che a volte devo rispondere di aspettare qualche anno prima di scrivermi se non voglio essere accusato e andare in carcere. Poi mi fermo e mi dico: sei proprio stupido! Chissà come sarai fra “qualche anno”. Mi ricordo sempre la frase di un genio: “con l’età ognuno assume l’aspetto che si merita”, e la domanda sorge spontanea – e tu, cosa ti meriti? Mi avvicino allo specchio, vedo la barba bianca e gli occhi tristi. Quanta tristezza mi dà la mia immagine… Durante i miei anni in Italia avevo visto un paio di film con il già vecchio Nino Manfredi. Me lo ricordavo invece da “Pane e cioccolato”, quando era giovane e buffo. Nei film visti ultimamente non era ancora troppo vecchio, perciò vederlo era ancora carino. Manfredi mi ha fatto ricordare Marcello Mastroianni. Sono andato a cercare informazioni su di lui in internet e così avevo scoperto che era morto. Che disgrazia… era morto l’idolo delle donne sovietiche! Ognuna di loro era pronta a dargli un figlio. L’ultimo ricordo di Marcello che avevo era da “Il matrimonio all’italiana”, “Ieri, oggi, domani”, era giovane, bello e molto italianamente “figo”. Per fortuna, non l’ho mai visto da vecchio. Il ricordo di lui lo conserverò per sempre così com’era negli anni Settanta. Se Dio esistesse, non avrebbe mai permesso a Marcello di invecchiare. Secondo me, avrebbe cominciato il conto alla rovescia dei suoi anni, così oggi le generazioni russe non sarebbero bionde, ma piuttosto mediterranee. Sarebbe migliorato non solo il loro aspetto fisico, ma anche quello di carattere. Immaginate i turisti russi della suddetta generazione? Benvenuti nei Paesi di tutto il mondo. Non so perché Dio abbia inventato la vecchiaia, può essere che gli dispiaceva per le donne invase dai numerosi Casanova, oppure gli facevano pena i figli che avrebbero sofferto troppo, insomma aveva le sue ragioni che noi oggi ancora non conosciamo. Da giovane avevo visto un film giapponese, si chiamava “Monte Narayama”.
სხვა სიახლეები:
📌 „ჩვენ, ქართველები, არ ვართ მათხოვრებად და სამათხოვროდ დაბადებულები“ - თემურ კილაძე
📌 ქართული ფილმი “გუშაგები” იტალიაში ფესტივალზე იქნება ნაჩვენები
📌 იტალია დღეიდან პლასტმასის ნივთებს ემშვიდობება - კანონის დამრღვევი 25 ათას ევრომდე დაჯარიმდება
1766693191
საზოგადოებაპრემიერი: სხვადასხვა სექტორში არსებული არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრა, მიუხედავად გაზრდილი ფასებისა საერთაშორისო დონეზე, სავარაუდოდ, მოგვცემს გაზის ტარიფის შენარჩუნების შესაძლებლობას
ბუნებრივი აირის ნაწილში ვფიქრობ, რომ შესაძლებელი არის არსებული ტარიფის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, რაც შე...
1766691222
საზოგადოებაპრემიერი: 4 ოქტომბერს ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ, ეს დღეს ღიმილისმომგვრელია, მაგრამ ამ ყველაფრის გამო ხალხი იყო საკმაოდ აღელვებული, ჩვენმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად
ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ ვინ სად გაიქცეოდა და ა.შ. ეს დღეს ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ 4 ოქტომბრამდე ხალხი იყო საკმაოდ აღელვებ...
1766691169
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ბაჩო ახალაიას დაკავებაზე: ამ ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს, ხელისუფლებაში სადიზმის დაბრუნებას
მძიმე ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას და უფრო მეტიც, ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნ...
1766689745
საზოგადოებამაია ბითაძე „ზოომარტის“ განცხადებაზე, რომ 2026 წლიდან აიკრძალება შინაური ცხოველების დაშვება დახურულ სავაჭრო სივრცეში: მივმართავ „ზოომარტს“, ან წარმოადგინოს მუხლი, რომლითაც ამგვარი რეგულაცია შედის ძალაში, ან მოიხადოთ ბოდიში
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ერთ-ერთი ზოომაღაზიათა ქსელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ “2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია,...
1766688936
საზოგადოებასუს: მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის გათავისუფლებაზე, გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ისიც 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში
მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებული ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ, - განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე. უწყების ცნობით, გამოძიება მომავალში იმსჯელებ...


























