"მეგობარო, მადლობა ნდობისთვის, სიყვარულისთვის, მშვიდობით და ოდეს კვლავ შეხვედრამდე…" - ნიკოლოზ რაჭველი ბუბა კიკაბიძეს ემშვიდობება
ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველი ეხმაურება და წერს.
“ვერის უბნის მელოდიების” რეპეტიციებზე ბუბას მოსვლას მისი ერთგული მენეჯერი და მეგობარი სოსო აბზიანიძე მატყობინებდა, სცენის კიდეში დგებოდა და საორკესტრო ორმოში დაბალი და მშვიდი ხმით მეუბნებოდა “ბუბა მოვიდა”… ეს კი ყოველთვის ნიშნავდა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის ნამდვილ დღესასწაულად ქცევას… ახლა აკვიატებულად ისევ სოსოს ხმით ჩამესმის კვლავაც ორი, მაგრამ ამჯერად ძალიან სევდიანი სიტყვათა თანწყობა “ბუბა წავიდა”…
წასვლამდე კინოსა თუ მუსიკაში იმდენი მოასწრო და გააკეთა, იმდენი ადამიანის გული და გონება დაიპყრო, რომ ახლა უკვე სიმშვიდის და დასვენებისთვის მიიბარა თავისთან მაღალმა ღმერთმა.
მომენატრები ჩემო ძვირფასო ბუბა, გამორჩეულო გულშემატკივარო და მეგობარო, მადლობა ნდობისთვის, სიყვარულისთვის, მშვიდობით და ოდეს კვლავ შეხვედრამდე… “ - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ცნობისთვის, ბუბა კიკაბიძე დღეს, 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793476610
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის
ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...
1793472591
საზოგადოებალევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი
სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან...
1793467771
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა
ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართუ...
1793466625
საზოგადოებაცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანია გადაუმოწმე...
1793466011
საზოგადოებალევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...


























