"მეოთხე კლასში, დავინახე, რომ თხელ ფურცელზე ამობეჭდილი ათობით ხატი იდო და მასწავლებელი ცეცხლის დასანთებად იყენებდა. რატომ აკეთებ მეთქი და ამ ხატს არც ძალა აქვს, არც ნაკურთხიაო - გაკვეთილი რომ დაიწყო, მოვიპარე ის ფურცლები"
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბავშვობის დროინდელ საინტერესო მოგონების შესახებ წერს:
"ბავშვობისას, სკოლაში წასასვლელად რომ მამზადებდნენ, ერთ საღამოს, ბებიაჩემმა მითხრა, რომ არსებობს ქალი, რომელიც ყველა ქალზე და კაცზე კეთილია.
ის ქალი – და ბებიამ ხელი ბებერი მსხლის ხისკენ გაიშვირა – იმ ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს და შენთვის ლოცულობს.
ვარსკვლავზე ცხოვრება არ გამკვირვებია.
ბავშვობაში არც ვარსკვლავები გვიკვრის და არც ვარსკვლავის ბინადრები. ეს მერე, წლები აქცევს ერთაბზაციან, მეცნიერულ განმარტებად ნაცნობ ვარსკვლავებს.
მაგრამ ჩემთვის რატომ? – ეს ვიკითხე მხოლოდ.
იმიტომ რომ – მითხრა ბებიამ – ზუსტად ვიცი, შენ განსაკუთრებით უყვარხარ.
და მე რატომ? – ისევ ვიკითხე.
იმიტომ რომ – მითხრა ბებიამ და დაფიქრდა – იმიტომ რომ შენ წაბლისფერი თვალები გაქვს.
უცნაური საბუთი იყო, ღმერთმანი.
ჩემს ირგვლივ, ვისაც კი ვიცნობდი, ყველას წაბლისფერი თვალები ჰქონდა და რაღა მაინცდამაინც მე?
იმ ქალს ღვთისმშობელი ჰქვია – ჩაიჩურჩულა ბებიამ ძალიან უცნაურ პასუხად და გურული პირჯვარი გადაიწერა. სწრაფი, არითმიული.
მამაზეციერი რომ ძლივს შეამჩნევს.
ამის მერე დავიჯერე და სულ ასე მეგონა.
ამ განცდით გავდიოდი კისერმოსატეხ ხეებზე, ვხტებოდი დიდი გუბეებზე, მიყვარდებოდა ყველაზე ლამაზი გოგოები, ხელს პირველი ვწევდი გაკვეთილზე – ვიცოდი თუ არა კარგად.
მახსოვდა – მსხლის ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იქ ცხოვრობს ქალი, რომელიც ჩემზე ლოცულობს და მეხმარება.
მეხმარება, იმიტომ წაბლისფერი თვალები მაქვს.
ერთხელ, რაღაც წრეზე რომ დავდიოდი, მესამე თუ მეოთხე კლასში, დავინახე, რომ თხელ ფურცელზე ამობეჭდილი ათობით ერთნაირი ხატი იდო და მასწავლებელი ცეცხლის დასანთებად იყენებდა.
ვუთხარი, რატომ აკეთებ მეთქი და ამ ხატს არც ძალა აქვს, არც ნაკურთხია, პირიქით, ფურცელზე ხატი როგორ შეიძლებაო.
გაკვეთილი რომ დაიწყო, მოვიპარე ის ფურცლები და გამოვიქეცი.
იქაურმა მღდელმა თქვა, გიორგიმ ღვთისმშობელი გადაარჩინაო და ოჯახში ეს ლეგენდაც გაჩნდა – გიორგი, რომელმაც ღვთისმშობელი გადაარჩინა.
დედაჩემი დღემდე მახსენებს ხოლმე და ამ იმედით არის, რომ ოდესმე მომაგონდება.
ხოლო მე, ურწმუნო და უსაყრდენო კაცი, გამოფიტული ამ ზედაპირული ცხოვრების მორევით, ხან შემთხვევით, ტაძრის კართან აღმოვჩნდები, შევდივარ და ღვთისმშობლის ხატს ვუყურებ, როგორც ჩემი დაკარგული ბავშვობის სარკეს.
როგორც სარკეს, სადაც ბევრი ოცნება მქონდა, ყოველდღიურ ღიმილს არ ვიზეპირებდი საგანგებოდ წინა საღამოს და არც უცნაური, შიშნარევი გულისცემა მაღვიძებდა გამთენიისას.
დღეს დილით, ძალიან, ძალიან მომინდა დავიჯერო, რომ სადღაც უკან, ბავშვობაში, დგას ხე, რომელიც მსხლისაა და თავზე ვარსკვლავი ჰკიდია და იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს ქალი, რომელსაც განსაკუთრებით ვუყვარვარ, რადგან წაბლისფერი თვალები მაქვს.
მერე რა, რომ მილიონობით ადამიანს აქვს ასეთი თვალები.
მე თუ მკითხავთ, რწმენაც ეს არის – არა ცოდნით ძებნა საყრდენისა, არამედ განცდით. ბებიაჩემმა ასე მითხრა. ბებიაჩემმა, ნათელამ", - წერს კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "ეს მხოლოდ საჯარო მოხელეებს არ ეხება. ჩვენს გულებშიც ჩავიხედოთ" - რას წერს გოგა ჩანადირი
* მედიის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო იერიში მიმდინარეობს
1786179166
ახალი ამბებიპრემიერი: ელექტროენერგიის გათიშვის პირველ ორ შემთხვევასთან დაკავშირებით სუსში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, მესამე გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი
„ელექტროენერგიის გათიშვას პირველ ორ შემთხვევაში ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ამასთან დაკავშირებით სუსში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებ...
1786177954
ახალი ამბებიდავით კოდუა: ომში მონაწილე თითოეული ადამიანის თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია
ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ ომში დაღუპული კაპრალის ბადრი ბერანძის შვილთან საბა ბერანძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეა...
1786177747
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
„ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას“,...
1786177246
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ
„ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასეთი რაღაც წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-...
1786176614
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს, 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი
„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმ...






























