მერია მოუწოდებს თბილისში რეგისტრირებულ საპენსიო ასაკის პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება, ისარგებლონ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით

თბილისის მერიის პროგრამით, რომელიც სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსებას ითვალისწინებს, 2022 წელს, 21 034–მა პენსიონერმა ისარგებლა და 8 842 176 ლარის ღირებულების მედიკამენტი დაფინანსდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის მერიამ აღნიშნული პროგრამა შარშან დაიწყო, რაც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის მოსახლეობის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ამ მიზნით ყოველწლიურად 500 ლარის ღირებულების არამატერიალიზებული ვაუჩერი გაიცემა. პროგრამა, რასაკვირველია, გრძელდება. მერია მოუწოდებს თბილისში რეგისტრირებულ საპენსიო ასაკის პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 200 000–ს არ აღემატება, ისარგებლონ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით.

პროგრამით სარგებლობისთვის ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, უნდა მიმართოს ექიმს, ხოლო მის მიერ ელექტრონულად გაცემული ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე ბენეფიციარი შეძლებს მედიკამენტის მიღებას სასურველ აფთიაქში. სოციალურად დაუცველ პენსიონერებს აღნიშნული პროგრამით განსაზღვრული დაფინანსების გამოყენება მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის - 500 ლარის ამოწურვამდე, მრავალჯერადად შეუძლია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ისარგებლოთ ვაუჩერით, ვინც აკმაყოფილებთ ზემოთჩამოთვლილ კრიტერიუმებს. ვფიქრობ, ეს პროგრამა ნამდვილად შეგიმსუბუქებთ ფინანსურ ტვირთს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდება დღეს? - 25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714385495

საზოგადოება

მინდია საბანაძე: დღეს ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია, მჯერა, მალე საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება

„ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად იზრდება, არასოდეს არ ყოფილა ბიზნესგარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა. ეფექტური კომუნიკაცია, სტაბილური გარემო გვაძლევს განვითარების მაქ...

მინდია საბანაძე

1714383349

საზოგადოება

ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 28 მაისიდან ამოქმედდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლი...

ჩინეთის დროშა

1714383218

საზოგადოება

„ინფორმაცია, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“ - თბილისის მერია

თბილისის მერია მეტროსადგურების შეფერხებით მუშაობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას შესაბამისი განცხადებით ეხმაურება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზო...

თბილისის მერია

1714380073

საზოგადოება

„ტრისტან სარალიძე ცოცხალია!“ - ელისო პაჭკორია

სოციალურ ქსელში მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალებაზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მისმა ახლობელმა, ელისო პაჭკორიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გავრცე...

ტრისტან სარალიძე

1714377327

ჰოროსკოპი

„გექნებათ დისკომფორტი, თავის ტკივილი, ხასიათის ცვალებადობა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა.  „მიმდინარე კვირაში გვაქვს სამი გეომაგნიტური დღე: ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. გექნებათ დისკომფორტი...

ასტროლოგია