მიხეილ ყაველაშვილი: ქომაგებს ვთხოვ, დორტმუნდში, სტადიონზე დავით ყიფიანის ბანერი გაშალონ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში

18 ივნისს დათო ყიფიანის დაბადების დღეა. დათო ყიფიანი არის ქართული ფეხბურთის რაინდი. თავისი ყველა თვისებით „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსულს ჰგავდა. დორტმუნდში, სტადიონზე, ქომაგებს მისი ბანერის გაშლას ვთხოვ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა, თუ რა მძიმე პერიოდი გაიარა ქართულმა ფეხბურთმა, და აღნიშნა, რომ სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი.

„ეს ადამიანები - ჩივაძე, ყიფიანი და ა.შ. იმ მძიმე, 90-იან წლებში იდგნენ ქართული ფეხბურთის სადარაჯოზე, როცა ფორმა არ გვქონდა და საშხაპეში წყალი მოწანწკარებდა. უელსს ისე ვეთამაშეთ, რომ თან ელექტროენერგია ითიშებოდა დროდადრო - გავარდებოდა ჩივაძე, ჩაართვევინებდა, დაბრუნდებოდა... ასეთი მძიმე პერიოდი გამოვიარეთ.

კახა კალაძის ძმა რომ გაიტაცეს, იტალიასთან თამაში გვქონდა. თვალცრემლიანი კახას კადრებიცაა. ყიფიანის გაზრდილები ვართ, ჩვენი იდეალი იყო და უცებ, დავინახე, რომ ის თითქოს მოშვებული იყო, თამაშის წინ, მომზადებისას, გულს ვერაფერს უდებდა. ვკითხე, რა იყო ამის მიზეზი, რაზეც მიპასუხა, კახის ძმა რომ მოძებნონ, გამომძიებლებს მე ვუსხამ ბენზინსო. ფორმები არ გვქონდა და ძალიან მცირე დაფინანსება იყო სახელმწიფოსგან. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს როლს ფეხბურთის განვითარებაში. ასეთი დიდი გამარჯვებები მარტივად არ მოდის. მშვიდობა რომ არ იყოს, ეს შედეგი არ გვექნებოდა, რაც საქართველოს ნაკრებმა გვაჩვენა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1722025103

ჰოროსკოპი

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მოულოდნელ პრობლემებს მწყობრიდან გამოჰყავხართ, თუმცა თქვენი ემოციებით მხოლოდ სიტუაციას ამწვავებთ. პრო...

ჰოროსკოპი

1722022677

ახალი ამბები

თბილისის ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 27 ივლისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოე...

შუქი დენი

1722020263

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის ნახევარფინალში ითამაშებს. მან, ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მეორე ნომრად განთესილი ჰოლანდიელიდე იონგი სამ სეტში, ანგარიშით 6:4, 4:6, 6:1 დ...

ააა

1722017976

საზოგადოება

„საუკეთესო საზაფხულო სიმღერების პოპური“ - თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის სიმღერა, რომელიც სოცქსელს იპყრობს

მსახიობებმა და ტელეწამყვანებმა, აჩიკო სოლოღაშვილმა და თიკა ფაცაციამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სიმღერების საოცარი შესრულება მაყურებელს გაუზიარეს. ვიდეომ სოციალურ ქსელში საზოგადოების თბილი...

თიკა და აჩიკო

1722014786

მსოფლიო

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში გაჩენილ ხანძარს 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ზრდასრული კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების მართვის სამინისტრ...

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა