NGO: სოლიდარობას ვუცხადებთ „პალიტრა ჰოლდინგს“ და ყველა მედიასაშუალებას, რომელზეც მიმდინარეობს ღია და დაუფარავი თავდასხმა "ქართული ოცნების" მხრიდან

მედიაჰოლდინგის, „პალიტრა მედიის“, ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ.
"რუსული კანონის იძულებით გაწვევის შემდეგ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“, მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, დაიწყო ღია და დაუფარავი კამპანია, რომლის მიზანი არის მისგან დამოუკიდებელი მედია საშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელიც არ არის პირდაპირ დამოკიდებული ქართულ ოცნებაზე, რასაც ასევე ეწირება საქართველოს გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკური ეროვნული ინტერესები.
კამპანია, რომელიც დაიწყო პალიტრა ჰოლდინგის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ცალსახად მიანიშნებს, რომ ხელისუფლებაში მყოფ ძალას არ აინტერესებს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ან ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულება; დეპოლარიზაციის ნაცვლად, ხელისუფლება ცდილობს გააღრმავოს პოლარიზაცია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
სოლიდარობას ვუცხადებთ „პალიტრა ჰოლდინგს“ და ყველა მედიასაშუალებას, რომელზეც მიმდინარეობს ღია და დაუფარავი თავდასხმა ქართული ოცნებისა და მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მხრიდან.
მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეებისა და მომავლის წინაშე და უარი თქვას დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ მიზანმიმართული და კოორდინირებული თავდასხმის განხორციელებაზე, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას დეპოლარიზაციისთვის, შეასრულოს ევროკავშირის 12 პრიორიტეტი და უზრუნველყოს საქართველოს ევროპული მომავლის მიღწევა" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
დემოკრატიის ინდექსი – საქართველო (DIG)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
მედიის ინსტიტუტი
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი „მედიახმა“
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
სამოქალაქო იდეა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
უფლებები საქართველო
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD)
მწვანე ალტერნატივა.
1686253094
ემიგრაციასაქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო...
1686165381
სპორტი15-წლამდე მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში-24 მედალი!
რუმინეთის ქალაქ კლუჟში, იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა-11 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო!საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავ...
1686147510
ემიგრაციარა შეიცვალა "აზილოს" მოთხოვნის წესებთან დაკავშირებით და რატომ აღარ იღებენ ახალ განაცხადებს
საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge-ს, იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა დახმარებისთვის წერილობით მომართა: „მოგმართავთ, ქართველი საემიგრაციოს სახელით და გთხოვთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა, ქართული საემიგრაც...
1686080217
სპორტივილი სანიოლის პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუ...
1686054294
სპორტისაფეხბურთო სეზონის დასასრული და ქართველი ფეხბურთელების შთამებჭდავი მონაგარი
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს, დასრულდა ან დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც მიმოფანტული არიან როგ...