ნიკა მელია: გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება.

"დღეს ჩვენი პოლიტიკური ძალის, მთელი პოლიტიკური კლასის და მთლიანად ქართული საზოგადოების წინაშე არსებობს მწვავე პოლიტიკური, მორალური და მსოფლმხედველობითი საკითხები, რომელთა გადაწყვეტას სჭირდება ქმედითი ენერგიული პოლიტიკოსების და მოფიქრალი ინტელექტუალების გარჯა.

პოლიტიკოსი, რომელიც ჩემს გვერდით დგას, არის ბათუმის ენმ თავმჯდომარე გიორგი კირთაძე; კაცი, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში ბათუმში გამარჯვება მოაპოვებინა პარტიას. 

გიორგი კირთაძემ ნაციონალური მოძრაობის ათასობით მხარდამჭერთან ერთად, გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ პატრიოტიზმის, პოლიტიკური იდეალიზმის, მუხლჩაუხრელი შრომის და პოლიტიკური პრაგმატიზმის წინაშე უძლურია ხელისუფლების მახინჯი და ბოროტი მანქანა;

უძლურია ფული და დაშინება…

გიორგი არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომლის ბრძოლა და პოლიტიკური გამოცდილება მისაღები, საჭირო და გასაზიარებელია მთელი ნაციონალური მოძრაობისთვის. გიორგი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტიის ძალიან საკვანძო – გენერალური მდივნის პოზიციიდან პარტიას მოამზადებს  ნაციონალური მოძრაობის და საქართველოს გამარჯვებისთვის", – განაცხადა მელიამ.

წყარო: ტაბულა

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ციხის საჭმელს არ შეჭამსო, ოჯახმა თქვა, თავისი კი არ მიაქვთ. უფრო სწორად, მიაქვთ, მაგრამ ისეთი და იმდენი რომ წონაში დაიკლოს. ე.ი. დედა მართავს და დედას ჰყავს მძევლად"

* "მისი ქორწინების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა" - მაგდა პაპიძე გამოძიების დაწყებას ითხოვს   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1680105600

ახალი ამბები

პრეზიდენტი - ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ჩვენი სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს

 ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ჩვენი სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს, - ასე მიმართა  საქართველოს პრეზიდენ...

სალომე ზურაბიშვილი

1680103800

ბიზნესი

რამდენად შეიძენთ ევროს, დოლარს და თურქულ ლირას 30 მარტს

29 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და კურსის ცვლილებამ 0.57 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5655 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინ...

ბიზნესი

1680102000

ემიგრაცია

“ქართული ფესვები" - ფლორენციაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ყოველთვიური გაზეთი დააფუძნა

“ქართული ფესვები" - ფლორენციაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ნინო სიბოშვილმა,  ყოველთვიური გაზეთი დააფუძნა. სიახლის შესახებ ემიგრანტი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მისთვის გაზეთის დაფუძნება...

ზოგადი

1680100200

საზოგადოება

NGO: სოლიდარობას ვუცხადებთ „პალიტრა ჰოლდინგს“ და ყველა მედიასაშუალებას, რომელზეც მიმდინარეობს ღია და დაუფარავი თავდასხმა "ქართული ოცნების" მხრიდან

 მედიაჰოლდინგის, „პალიტრა მედიის“, ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. "რუსული კანონის იძულებით გაწვევის შემდეგ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“, მ...

ზოგადი

1680098400

ემიგრაცია

გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს - საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა

გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა. კერძოდ, კადრების დეფიციტისა და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით,...

გერმანია