ნიკა მელია გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტზე: ბედავენ და ასეთ ადამიანს უსაფრდებიან ქალაქის ცენტრში და უშენენ კვერცხებს - სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის წევრის, გიორგი კირთაძეზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

როგორც მელია განმარტავს, მომხდარი ფაქტი პროვოკაციაა, ვინაიდან კირთაძე საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და მის მიმართ აგრესია არ არსებობს.

"მორიგი პროვოკაცია ბათუმში.

სრულიად ამაზრზენი და წარმოუდგენელია, რაც პირდაპირ ეთერში გიორგი კირთაძის ჩართვისას ვნახეთ.

გიორგი კირთაძე არის ახალი ტიპის ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც ბოლო არჩევნებში ბათუმში „ქართული ოცნება“ დაამარცხა.

გიორგი სარგებლობს დიდი მხარდაჭერით და საზოგადოებაში მის მიმართ არანაირი აგრესია არ არსებობს, ობიექტურად მის მიმართ ვერავის ექნება ვერანაირი წყენა, ან შუღლი.

ბედავენ და ასეთ ადამიანს უსაფრდებიან ქალაქის ცენტრში და უშენენ კვერცხებს, მაშინ, როდესაც რატი ბრეგაძე მშვიდად დგას და გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გვიკითხავს.

სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო და სწორედ ეს არის სასწრაფოდ დასასრულებელი!" - აცხადებს მელია.

ცნობისთვის, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"ფორმულას" პირდაპირ ეთერში ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ჩართვის დროს კვერცხები ესროლეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754065562

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩსა და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმის და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ გენერალურ დირექტორს აბდულაზიზალშამსის შეხვდა....

მარიამ ქვრივიშვილი

1754063525

საზოგადოება

სოსო მანჯავიძე: „ნეტგაზეთი“ არის სოროსისტული გამოცემა, მზია ამაღლობელი არის ვეტერანი სოროსელი, მათი ამოცანაა სახელმწიფო სისტემების მოშლა. ამაღლობელის მიერ სახელმწიფო დაუსჯელად უნდა დამცირდეს, ის ისე უნდა გათავისუფლდეს, რომ ბოდიში არ მოიხადოს

 „მზია ამაღლობელის საქმე ნათლად აჩვენებს ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის სამართლებრივ სიბრმავეს. მთელმა საქართველომ ნახა, როგორ გაარტყა ხელი ამ ქალმა ბათუმის პოლიციის უფროსს. შემდეგ თქვა, რომ...

სოსო მანჯავიძე

1754059100

საზოგადოება

ნინო წილოსანი ვიზალიბერალიზაციაზე: დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი შეცვლის ხელისუფლებას. ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით უნდათ იმოქმედონ

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციით მუქარას, დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი ვერ შეცვლის ხელისუფლებას. ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზ...

ნინო წილოსანი

1754059047

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს

არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მეკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს, - განაცხადა საპარლამენტო...

მამუკა მდინარაძე

1754058318

საზოგადოება

ნინო წილოსანი: როდესაც შენ გყავს და შეგიძლია მერად აირჩიო კახა კალაძე, როდესაც გინახავს კახი კალაძის მერობა და მისი გაკეთებული საქმეები, არც უნდა იფიქრო სხვა კანდიდატზე

„ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში უალტერნატივო არის. ის კანდიდატები, მერობის თუ საკრებულოს შემადგენლობის, რასაც ჩვენ წარვადგენთ იქნება საუკეთესო შემადგენლობა. ასეთივე უალტერნატივო იყო კახა კალაძე...

ნინო წილოსანი