ნიკო მიქაია: ვერც კი ხვდებიან რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ მიშას სინამდვილეში!

ყოფილი ძალოვანი, სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე წერს:

"ვერც კი ხვდებიან რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ მიშას სინამდვილეში!

ამაზე დიდი ამაზრზენი რა უნდა იყოს, რომ ადამიანები ამტკიცებთ მიშას გვერდზე რაც იწერება მისი დაწერილი არ არისო!

მისი წერილები გამოაქვთ კონკრეტულ ადამიანებს!

ეს ადამიანები არიან მისი ადვოკატები, უახლოესი მეგობრები და დედა, გიული ალასანია!

ანუ კარგი ვთქვათ, ადვოკატები და მეგობრები ღალატობენ მიშას (ამაზე დიდი უაზრობა ხომ მეორე არ არსებობს), მაგრამ ამტკიცებთ იმას, რომ მისი მშობელი დედაც ღალატობს? შედის მიშასთან და არ ეუბნება შენს გვერდზე ესენი იპოსტებაო? და მიშას ამაზე რეაქცია არ აქვს და ამ ,,მატყუარებთან” მეგობრობს ისევ და ისევ ეს ადვოკატები ჰყავს?

ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა შეიძლება იყოს, როცა ამტკიცებთ, რომ ადამიანები, რომლებიც მისთვის ძალიან ძვირფასები და მეგობრები არიან, ღალატობენ მას და ამას თვითონ ვერ ხვდება და მხოლოდ მათთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს!

ან როგორ შეიძლება მსგავსი რამ აკადრო ქალბატონ გიულის და თქვა, რომ მიშას მშობელი დედაც ღალატობს და არაფერს ეუბნება!

სირცხვილია ხალხო! სირცხვილი და მარაზმია ამ ყველაფრის კადრება და ლაპარაკი!

პ.ს. აგერ ხაჭაპურიძემაც დაადასტურა, რომ დღევანდელი პოსტიც ქალბატონი გიულის აკრეფილი და დადებულია მიშას გვერდზე!

მოეშვით ამ სამარცხვინო კამპანიას და ნუ ამცირებთ ასე ადამიანს! საერთოდ არ გრცხვენიათ როცა მის უახლოეს

ადამიანებს მოღალატეებს ეძახით?

არ შეიძლება უბრალოდ ასე!", - წერს სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მიქაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

* უკრაინული მედია: ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715874781

საზოგადოება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას

 დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიულიპარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ დაძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის.კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოსტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა დაკეთილდ...

გგჰ

1715874640

ახალი ამბები

,,თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და პრეზიდენტ ერდოღანთან ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა” - პრემიერი

 თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვისნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორშეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა, - ამის შესახებ საქართველოსპ...

ირაკლი კობახიძე

1715867911

საზოგადოება

17 მაისს გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან...

ზოგადი

1715866727

საქართველო

„კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!“ - მამუკა მდინარაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

„ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წ...

მამუკა მდინარაძე

1715865642

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი, ვალუტა