ნინო ლომჯარია: ვფიქრობ, სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს სულ მცირე სასჯელის გადავადებას, ვეცდები, ჩემი ვადის ამოწურვამდე სასამართლოში "სასამართლო მეგობრის" მოსაზრება გავაგზავნოთ

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აპირებს, სასამართლოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებით მიმართოს.

მისივე თქმით, სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის დასკვნაში ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე.

სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც, მისივე განმარტებით, ასეთ ვითარებაში სულ მცირე, სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს.

„პარალელურ რეჟიმში, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა „სასამართლო მეგობრის მოსაზრების“ მომზადებაზე. სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა საკმაოდ მოცულობითი და უნიკალური კვლევა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების და სასჯელის  გადავადების პრაქტიკის თაობაზე, ასევე საკანონმდებლო ანალიზიც.

ამ კვლევის გამოქვეყნებას ისედაც ვაპირებდით, ბოლო ხუთი წლის კვლევის შედეგებია, თუმცა სამწუხაროდ, ჩემ ვადაში ეს ვერ მოესწრება, მაგრამ ამ კვლევის მიგნებებს გამოვიყენებთ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. რაც ალბათ ყველაზე მთავარია, კონსილიუმის დასკვნა ცალსახაა ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომ პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე.

შესაბამისად, ჩემი, როგორც სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც ასეთ სიტუაციაში სულ მცირე, ითვალისწინებს სასჯელის მოხდისგან გადავადებას. ეს იყო სამედიცინო შეფასება, ექსპერტთა შეფასება პაციენტის მდგომარეობის თაობაზე, თუ გადავიყვანთ სამართლებრივ ჭრილში, მე ეს დასკვნა მეუბნება, რომ პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლი ამბობს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გადავადება  შეიძლება, მოხდეს, თუ მისი დაავადება არის მძიმე, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ამიტომ კიდევ ერთხელ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რადგან ფასდება მძიმედ, ვფიქრობ, სულ მცირე სასჯელის მოხდისგან გადავადებას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს.

თუმცა, ვინაიდან ჩემმა კონსილიუმმა ვერ შეძლო მისი მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება, რადგან ჩვენ არ გვყავს უფრო მეტი სპეციალობის ექსპერტები და რა თქმა უნდა, სრულყოფილი კვლევა არ გვიწარმოებია, რაც შეუძლებელიც იყო, შესაძლოა, იყოს კიდევ სხვა გარემოებებიც, მხარე ამას წარმოადგენს, შესაძლებელია, მხარის მიერ შედგენილი ექსპერტიზით საერთოდ გათავისუფლების საფუძველსაც აკმაყოფილებდეს, მაგრამ მე ვსაუბრობ, ჩემი ექსპერტების მიერ შემუშავებული დასკვნის საფუძველზე რის თქმას ვაპირებ.

ვეცდები, ჩემი ვადის ამოწურვამდე, ანუ 8 დეკემბრამდე, „სასამართლო მეგობრის მოსაზრება“ გავაგზავნოთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "რაღაც ასე მგონია, რომ მიშას გააგორებენ" - რას წერს ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა

* კატასტროფის მანქანა, რომელსაც თბილისში პაციენტი გადაჰყავდა, ტრაილერს შეეჯახა - პაციენტი ქალი ადგილზე დაიღუპა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782488890

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა

„ერთია ის მიმართულებები, რაც განეკუთვნება მთავრობის საქმიანობის ძირითად სფეროს, ეს არის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და ბევრი სხვა, რაზეც დღეს გვქონდა ვრცლად საუბარი, მაგრამ ერ...

ირაკლი კობახიძე

1782487440

ახალი ამბები

პრემიერი ოპოზიციაზე: როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე - ღირსება დაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა, ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ

„ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს არ ჰგავს, როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე - ღირსება დაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა, ასეთი ი...

 ირაკლი კობახიძე

1782486914

ახალი ამბები

პრემიერი: ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის

„რომ შევხედოთ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებს, ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1782486208

ახალი ამბები

ლიზა გეგეჭკორი: თენგიზ შარმანაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რაც მშვენივრად იცის მოღალატე გახარიას ქვეშევრდომმა ბერდიამ, უბრალოდ, აი ასეთი მომცროა, რომ ამ პრობლემის ფიზიკურ გამოვლინებაზე დასცინის ადამიანს

ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი გახარიას პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას მიერ, დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილთან დაკავშირებით დაწერილ დამცინავ პოსტს ეხმიანება და აცხადებს, რომ „მოღალატე გახარიას ქვეშევრდომი“...

ლიზა გეგეჭკორი

1782485633

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს შეხვდა

დუბროვნიკის 2026 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს შეხვდა. საქართველოს...

მაკა ბოჭორიშვილი